კონსტანტინე III (აფხაზთა მეფე): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 28:
 
'''კონსტანტინე III''', ''კოსტანტი III'', „აფხაზთა სამეფოს“ (დასავლეთ საქართველოს) მეფე დაახლოებით [[893]]-[[922]], [[ბაგრატ I (აფხაზთა მეფე)|ბაგრატ I-ის]] ძე. იბრძოდა სამეფო-სამთავროებს შორის ჰეგემონობის მოპოვებისა და [[საქართველო]]ს გაერთიანებისათვის. [[904]] დაეუფლა [[ქართლი|ქართლს]]. მის წინააღმდეგ გაილაშქრეს [[სომხეთი|სომეხთა]] მეფემ [[სმბატ I]]-მა და ქართველთა მეფემ [[ადარნასე II]]-მ. მათ ალყა შემოარტყეს უფლისციხეს და აიღეს. საზავო მოლაპარაკების დროს კონსტანტინე III შეიპყრეს. სმბატმა ის [[ანისი]]ს ციხეში დაამწყვდია, მაგრამ 4 თვის შემდეგ, იმის შიშით, რომ „აფხაზთა სამეფოს“ ტახტზე უფრო ძლიერ პიროვნებას დასვამდნენ, გაათავისუფლა. სმბატ I არაბებთან ურთიერთობის გამწვავების გამო დათმობაზე წავიდა, კონსტანტინე III-მ კვლავ მიიღო ქართლი. დასავლეთ საქართველოსა და სომხეთის მეფის ეს კავშირი კონსტანტინე III-ის სმბატის ასულზე დაქორწინებით განმტკიცდა. [[აბუ ლ-კასიმი]]ს მიერ სმბატ I-ის მოკვლისა ([[914]]) და სომხეთის აოხრების შემდეგ კონსტანტინე III-მ ჯერ ქართლში განიმტკიცა ხელისუფლება, შემდეგ მან და [[კახეთი]]ს ქორეპისკოპოსმა (მთავარი) [[კვირიკე I]]-მა [[ჰერეთი]] დაიპყრეს და გაინაწილეს. ამ დროიდან X საუკუნის უკანასკნელ მეოთხედამდე საქართველოს სამეფო-სამთავროთა შორის ჰეგემონობა „აფხაზთა მეფის“ ხელში იყო.
 
==საისტორიო წყაროები==
[[აბხაზთ მეფეთა ქრონიკა|აბხაზთ მეფეთა ქრონიკის]] მიხედვით:
{{ციტატა|ქ~კს: რკჱ: დასაბამითგან: ხფიბ: აქა კო(ნს)ან(ტი)ნე (გა)დაიცვა(ლა).}}
[[თედო ჟორდანია]]ს აზრით აღნიშნული თარიღი [[809]] წელია<ref>თ. ჟორდანია, ქრონიკები, ტ. 1, გვ. 84</ref>.
 
==ლიტერატურა==
{{ქსე|5|643|გუჩუა ვ.}}
* ''გუჩუა ვ''., ქსე, ტ. 5, გვ. 643, თბ., 1980
 
==სქოლიო==
{{სქოლიო}}
 
{{დაიწყე ყუთი}}