ანჩისხატი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 28:
==ისტორია==
აშენებულია [[VI საუკუნე]]ში, [[დაჩი უჯარმელი]]ს მეფობის დროს. გ. ჩუბინაშვილის მოსაზრებით, იგი უნდა იყოს „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ ქრონიკაში მოხსენიებული „მარიამწმიდა ეკლესია“.
 
 
[[1837]] წლით დათარიღებულ [[ეგნატე იოსელიანი]]ს მიერ შედგენილ კატალოგში „მონასტრები, ეკლესიები ტფილისსა და მის მიდამოებში” ანჩისხატის ეკლესიის შესახებ ვკითხულობთ:
{{ციტატა|ტფილისსავე შინა არს ეკკლესია ღვთის მშობლის შობისა 8-სა დღესა ზედა სეკდემბრისა თთჳსასა, აღშენებული ძველადვე სასახლითურთ კათოლიკოსისა ბაბილისაგან წელსა 634-სა, მეტოქედ ანუ ფოდვერიად მცხეთით ტფილისად მოსრულთა კათოლიკოსთათჳს. თუმცა უგუმბათო სიონური, მაგრამ ქვით-კირით კეთილნაშენი და კმად დიდი, და აქვს მაგალითი გუმბათისა შუჱნიერი. აქა ასვენია ხატი მაცხოვრისა იესო ქრისტესი, დროსა ლეო ისავრისა ხატთმბრძოლისასა და ხიზნული კონსტანტინუპოლით საათაბაგოდ ქვეყანასა ანჩეთისასა და მუნით შემდგომად მისვე ნებული აქა ეკკლესიასა ამას შინა, რომლისაცა სახელითა ვითარცა ხატი ეგრეთ ეკლესია ესე იწოდება ანჩისხატად, და ხატი ესე მარადის და აწცა ჰყოფს მრავალსა კურნებასა სარწმუნოვებით მთხოველთათჳს. ამას ეკკლესიასა შინა ივ (15) აგვისტოს მოვლენ სრულიად ტფილისელნი დღესასწაულობად ხატისა მის. და ეკკლესია ესე არის ქართველთ სობოროდ დადებული…<ref>ე. იოსელიანი, „მონასტრები, ეკლესიები ტფილისსა და მის მიდამოებში“, 1837</ref>}}
 
[[პლატონ იოსელიანი]]ც იმავე მოსაზრებაზეა და წერს, რომ ძეგლი VII საუკუნის დასაწყისში აშენდა და იკურთხა ღვთისმშობლის მიძინების სახელზე [[ბაბილა (კათოლიკოსი)|ბაბილა]] კათალიკოსის მიერ, რომელიც [[ადარნასე (ერისმთავარი)|ადარნასეს]] დროს მოღვაწეობდა.
{{ციტატა|Храм Анчисхатский, освещонный во имя Рождества Пресвятыя Богородицы. Построен грузинским Католикосом Вавилом в царствование Адарнаса. Он служил подворием для католикосов грузинских, которых местоприбывание было в Мцхете<ref>П. Иоселиани, "Описание древнестей города Тифлиса", 1866. გვ. 24.</ref>.}}
 
გადმოცემით, არაბთაბა ტონობის პერიოდში ანჩისხატი იყო საქართველოში ერთადერთი ტაძარი, სადაც ღვთისმსახურთ ეძლეოდათ ზარების დარეკვის უფლება, ამიტომ მას „ზარის ეკლესიასაც“ ეძახდნენ. ანჩისხატის ტაძრის ტერიტორიაზე აშენებული იყო საქართველოს კათოლიკოსების სასახლე და ტაძარი, რომელიც მათი სასახლის კარის ეკლესიას წარმოადგენდა. [[ერეკლე II]]-ის მეფობაში ანჩისხატთან დაარსდა სემინარია.
 
მუხრანთ უბანში მდებარე ტაძარი ოდითგანვე წარჩინებულ ქართველთა თავშესაყარი იყო. ანჩისხატი გამოირჩეოდა განათლებულ სასულიერო პირთა სიუხვით. მათი სულიერი ხელმძღვანელობით იზრდებოდნენ ქართველი უფლისწულები.
 
[[გიორგი ჩუბინაშვილი|გიორგი ჩუბინაშვილმა]] ძეგლი გეგმისა და ზოგიერთი ელემენტის საფუძველზე დაათარიღა VI საუკუნის დასაწყისით და გამოთქვა მოსაზრება, რომ იგი უნდა ყოფილიყო "[[მოქცევაჲ ქართლისაჲ]]ს" ქრონიკაში მოხსენიებული "მარიამ წმიდაჲ ეკლესიაჲ", აგებული VI საუკუნეში [[დაჩი (ქართლის მეფე)|დაჩი უჯარმელის]] მეფობის დროს<ref>ანჩისხატის რესტავრაცია, ძეგლის მეგობარი, №. 7, გვ. 37, თბ., 1966 წელი</ref>.
 
==ძეგლის აღწერა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ანჩისხატი“-დან