ანჩისხატი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
{{მუშავდება|surprizi}}
ანჩისხატის ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ეკლესია აშენებულია VI საუკუნეში, დაჩი უჯარმელის მეფობის დროს. გ. ჩუბინაშვილის მოსაზრებით, იგი უნდა იყოს „მოქცევაი ქართლისაი“ ქრონიკაში მოხსენიებული„. . . მარიამწმიდა ეკლესია“. 1837 წლით დათარიღებულ ეგნატე იოსელიანის მიერ შედგენილ კატალოგში “მონასტრები, ეკლესიები ტფილისსა და მის მიდამოებში” ანჩისხატის ეკლესიის შესახებ ვკითხულობთ: “ტფილისსავე შინა არს ეკკლესია ღ˜ისმშობლისშობისა -სა დღესა ზედა სეკდემბრისათ თïსასა, აღშენებული ძველადვე სასახლითურთ კათოლიკოსის აბაბილისაგან(51) წელსა 634-სა, მეტოქე და ნუფოდვერიად მცხეთით ტფილისად მოსრულთა კათოლიკოსთათïს. თუმცა უგუმბათო სიონური, მაგრამ ქვით-კირით კეთილნაშენი და კმად დიდი, და აქვს მაგალითი გუმბათი საშუáნიერი. აქა ასვენია ხატი მაცხოვრისა (52) იესო ქ˜ესი, დროსა ლეოისავრისახატთმბრძოლისასა და ხიზნული კონსტანტინუპოლით საათაბაგოდ ქვეყანასა ანჩეთისასა (53) და მუნით შემდგომად მისვე ნებული აქა ეკკლესიასა ამას შინა, რომლისაცა სახელითა ვითარცა ხატი ეგრეთ ეკლესია ესე იწოდება ანჩისხატად, და ხატი ესე მარადის და აწცა ჰყოფს მრავალსა კურნებასა სარწმუნოვებით მთხოველთათïს. ამას ეკკლესიასა შინა ივ აგვისტოს მოვლენ სრულიად ტფილისელნი დღესასწაულობად ხატისა მის. და ეკკლესია ესე არის ქართველთ სობოროდ დადებული…”.
 
გადმოცემით, არაბთაბა ტონობის პერიოდში ანჩისხატი იყო საქართველოში ერთადერთი ტაძარი, სადაც ღვთისმსახურთ ეძლეოდათ ზარების დარეკვის უფლება, ამიტომ მას”ზარის ეკლესიასაც” ეძახდნენ. ანჩისხატის ტაძრის ტერიტორიაზე აშენებული იყო საქართველოს კათოლიკოსების სასახლე და ტაძარი, რომელიც მათი სასახლის კარის ეკლესიას წარმოადგენდა. ერეკლეII–ის(54) მეფობაში ანჩისხატთან დაარსდა სემინარია.
 
მუხრანთ უბანში მდებარე ტაძარი ოდითგანვე წარჩინებულ ქართველთა თავშესაყარი იყო. ანჩისხატი გამოირჩეოდა განათლებულ სასულიერო პირთა სიუხვით. მათი სულიერი ხელმძღვანელობით იზრდებოდნენ ქართველი უფლისწულები. ანჩისხატის ეკლესია სამნავიანი ბაზილიკაა. მიუხედავად გვიანდელი განახლებისა, მან, ძირითადად, შეინარჩუნა პირვანდელი არქიტექტურული კომპოზიცია.
 
თავდაპირველი თლილი ქვით ნაშენი კედლების ქვედა ნაწილი და სამხრეთ კედელთან დაცული სანათლავის ნაშთი VI საუკუნისაა.
 
XVII საუკუნის მეორე ნახევარში დომენტი კათოლიკოსმა ტაძარი საფუძვლიანად შეაკეთებინა (ამპერიოდისაა აგურით ნაგები სამრეკლოს კედლები) და ეკლესიის დასავლეთით ააგო სამრეკლო, რომლის პირველი სართული ეზოში შესასვლელს წარმოადგენს.
 
1664 წელს ტაძარში დააბრძანეს ბექა ოპიზარის(55) მიერ XII საუკუნეში მოჭედილი მაცხოვრის ხატი, რომელიც ადრე ანჩის საკათედრო ტაძარში ესვენა. მღვდელი პოლიევქტოს კარბელაშვილი(56) ანჩისხატზე წერს: ”. . . გადმოასვენეს ანჩიდამ ახალციხეში პირი ღვთის ხატიც სხვა საეკკლესიო სამკაულებთან ერთად. დომენტი მგორელ ვაჭარს, ამირჯან აივანგულაშვილს მოატაინა სამცხედამ ათი ხატი–ანჩისა, ნათლისმცემლისა, იოანემახარებლისა, მთავარანგელოზისა და ექვსი სხვა წვრილი-ორიათას მარჩილად, ანუ ასოცთუმნათ 1660 წელს. ესე ხატები გორიდან ჯერს. ჭალაში ჩაასვენა იოთამ ამილახვარმან(57) თავის სახლში, მეფე როსტომის(58) სიკვდილამდე; დაძველებული კარები პირი ღვთისა განაახლა იოთამის ძემ გივმა ამილახვარმა. აქედგან დომენტიმ დიდის ლიტანიით ჩამოასვენებინა მუხრანზედ მცხეთაში და აქედგან ტფილისში. აქ დომენტიმ მშვენიერს კუბოში დაასვენა იმ ადგილს, სადაც დღეს ასვენია; მას აქეთ საკათალიკოზო ყოვლად წმიდის ტაძარს დაერქვა ანჩისხატისა”. ასევე საინტერესოა მღვდლის პოლიევქტოს კარბელაშვილის მიერ აღწერილი ანჩისხატის ტაძრის ეზო: ”ანჩისხატის ტაძრის ეზო ძველად წარმოადგენდა დიდებულს სანახაობას: აქიყო უმაღლესი სასულიერო სასწავლებელი, აქ იყვნენ თავმოყრილნი საუკეთესო მწერალ-მწიგნობარნი და მგალობელნი, რომელნიც წირვა-ლოცვის შემდეგ თავისუფალ დროს ახმარებდნენ ყრმათა აღზრდა-სწავლებასა, საეკკლესიო წიგნთა გადაწერასა და სხ. აქედგან ეფინებოდნენ საქართველოს ყოველ კუთხეს განსწავლულნი მღვდელნი, დიაკონნი და მეფსალმუნენი-მგალობელნი. ამიტომ ანჩისხატის ტაძარი შეიქმნა პირველი საერო სათაყვანებელი და სალოცავი მთელი ქართველობისა უკანასკნელ დრომდე. . . ანჩისხატის ეზოში ძველადგანვე გამართული იყო საკათალიკოზო ბინადრობა: სადგომი სახლი კათალიკოზისა სარდაფით ტაძრის კრებულისა და მოხელეთა, სტამბისა, სემინარიისა და სხ. ””. . .
 
ნიკოლოზ კათალიკოზმა(59) დომენტის(60) ანდერძი შეასრულა: დაასრულა განახლება ანჩისხატის ტაძრისა, ააშენა სახლები და მოაწყო ყოველივე საჭიროებით. შემოიკრიბა საუკეთესო მწერალ-მწიგნობარნი, მგალობელნი, ხელოვანნი. . .
 
ამისთანა შესანიშნავი განათლებულნი ეკკლესიისმსახურნი იზიდავდნენ ანჩისხატის ტაძარში არათუ მარტო ქართველობას, არამედ სომხობას და თათრებსაც კი. თვით ეზო ტაძრისა მუდამ სიცოცხლით სავსე იყო: თავად-აზნაურობა და სამღვდელოება თავის შვილებს ჩვეულებრივ აქ აბარებდნენ სასწავლებლად(61). ანტონIკათალიკოზი(62)1744წლიდგანვეშეუდგაყრმათააღსაზრდელსკოლებისგაუმჯობესობასა, შეადგინასახელმ-ძღვანელოწიგნებიკატეხიზმოსი, გრამმატიკისა, გეოგრაფიისა, ანგარიშისა, ლოღიკისა, ფილოსოფიისადასხ. ”1683წელსკათოლიკოსნიკოლოზამილახვრისდაკვეთითეკლესიამოიხატა. აღსანიშნავიააბსიდისშუბლზეგამოსახული“იესესძირი”, რომელიცსაქართველოშიბაგრატიონთაგვარისბიბლიურწარმომავლობასმიანიშნებს. სივრცეშიშემორჩენილიაXIXსაუკუნისIნახევრისმოხატულობა, რომელიც1813წელსდეკანოზდიმიტრიალექსი–მესხიშვილისმიერტაძრისგანახლებისშემდეგარისშესრულებული. იგიშუასაუკუნეებიდანახალდროზეგარდამავალიხანისქართულიმხატვრობისნიმუშიადამაცხოვრისხელთუქმნელიხატისისტორიისსცენებისგამოსახვითარისგანსაკუთრებითსაყურადღებო. ტაძარიXIXსაუკუნეშირამდენჯერმეშეკეთდადაკვლავმოიხატა. 1958-1960წლებშისარესტავრაციოსამუშაოებისშედეგადმოეხსნაXIXსაუკუნისდანამატები. ბევრადგილასგანახლდადაზიანებულითავდაპირველისაფასადოწყობა. პირვანდელისახითშემოინახასაკურთხევლისაფსიდისადამიმდებარესათავსებისფართოსარკმელები. შენობისძველიკედლებიშიგნიდანაცდაგარედანაცსუფთადთლილიმოყვითალოტუფისდიდიკვადრები-თააამოყვანილი. XVIIსაუკუნეშიაღდგენილიკამარები, თაღები, ბურჯები, კედლებისნაწილებიდაკარნიზებიაგურისაა. იმავეაღდგენისდროსთავდაპირველისამიწყვილიჯვრისებრიბურჯიორიწყვილიმრგვალიბურჯითშეცვალეს. სამხრეთიდანეკლესიასჰქონდათანადროულიეგვტერი, რომელსაცაღმოსავლეთითეკვროდაორიპატარამართხკუთხასათავსი. ეგვტერიცდასათავსებიცდანგრეულია, ჩანსმხოლოდმათიკედლებისძირი. ტაძარში, ძირითადად, ახლადდაწერილიხატებია, ხოლოტაძრისმთავარისიწმინდე–ანჩისხატი, იგივე”პირიუფლისა”საქართველოსხელოვნებისსახელმწიფომუზეუმშიადაცული. ანჩისხატისტაძრისსაფლავებიდანაღსანიშნავიაკათოლიკოს-პატრიარქისწმინდაევდემოსის(63)დადავით-გარეჯისწინამძღვრისონოფრემაჭუტაძისსაფლავები. ჩრდილოეთ-დასავლეთისსვეტსადადასავლეთისკედელსშუაგანისვენებსმეფეარჩილისასული, ბატონიშვილიმარიამი. ამბიონისმარცხნივდაკრძალულიადეკანოზისოლომონალექსისძემესხი, მარჯვნივკედელ-თან–გენერალ-მაიორიდიმიტრიივანესძებუჭყიაშვილი. ანჩისხატისტაძარიმდებარეობსი. შავთელისქუჩისπ1–ში.
 
 
[[ფაილი:Anch-ezo.jpg|thumbnail|ანჩისხატის ეკლესია]]
[[ფაილი:Antschißchati Tryptichon.jpg|thumbnail|[[ანჩისხატი (ხატი)|ანჩის მაცხოვრის ხატი]], ამჟამად საქართველოს ეროვნულ მუზეეუმში.]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ანჩისხატი“-დან