ინდოეთი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მცდარბეჭდილი
ხაზი 135:
=== გვიანი შუა საუკუნეები - კლასიკური პერიოდი ===
ინდოეთის ისტორიის კლასიკური პერიოდი დაიწყო მე-VII ს-ში ჩრდ. ინდოეთის აღორძინებით [[მეფე]] ხარშის დროს და დასრულდა XIV ს-ში მუსულმანთა შემოჭრების შედეგად ვიჯაიანაგართა იმპერიის დაცემით სამხრეთში. ამ პერიოდში მოხდა ინდური ხელოვნების აყვავება და ძირითადი რელიგიური და ფილოსოფიური სისტემების განვითარება, რომელიც გახდა სხვადასხვა სფეროში თანამედროვე [[ინდუიზმი]]ს, [[ბუდიზმი]]ს და [[ჯაინიზმი]]ს გამოვლინების საფუძველი.
მე-VIIს-ში მეფე [[ჰარშა]]მ წარმატებით გააერთიანა ჩრდილოეთ ინდოეთი ერთ სახელმწიფოში, რომელიც დაიშალა მისი გარდაცვალებისთანავე. მე-VII - მე- IXს.ს. ჩრდ. ინდოეთზე კონტროლის განხორციელებაში სამი დინასტია ეცილებოდა ერთმანეთს: [[პრატიხარები]], ბენგალიური დინასტია [[პალაპალას დინასტია]] და დეკანელი [[რაშტრაკუტები]]. მოგვიანებით [[სენა]]ს დინასტიამ დაიპყრო [[პალა]]ს [[სამეფო]], ხოლო [[პრატიხარების იმპერია]] დაიშალა მცირე სამეფოებად. ეს იყო პირველი ე.წ. [[რაჯპუტები]] - სათავადოები, რომლებმაც ამა თუ იმ ფორმით იარსებეს თითქმის ათასი წელიწადი - 1947წ. [[დიდი ბრიტანეთი]]დან ინდოეთის საბოლოო გამოყოფამდე. პირველი ცნობილი სათავადოები - რაჯპუტები წარმოიშვა მე-VIს-ში რაჯასტჰანში, რომლის შემდეგ რაჯპუტების მცირე დინასტიები მართავდნენ ჩრდ. ინდოეთის დიდ ნაწილს. პრიტჰვირაჯ [[ჩაუჰანი]] არის ჩაუჰანთა დინასტიის ერთ - ერთი წარმომადგენელი, რომელმაც სახელი გაითქვა მომავალ ისლამურ [[სასულთნო]]ებთან სისხლიანი კონფლიქტებით. მე-VII ს-დან XIს-ის დასაწყისამდე თანამედროვე [[ავღანეთი]]ს, ჩრდ. [[პაკისტანი]]სა და [[ქაშმირი]]ს ტერიტორიას მართავდა დინასტია [[შაჰი]]. მეფე ხარშის სიკვდილის შემდეგ ერთიანმა სრულიადინდურმა [[სახელმწიფო]]მ ჩრდილოეთში არსებობა შეწყვიტა მისი შექმნის ცდები ამიერიდან უკვე სამხრეთში მიმდინარეობდა.
[[ჩალუკია]]ს იმპერია მართავდა ინდოეთის სამხრეთ და ცენტრალურ ნაწილს 550-750წ.წ. [[დედაქალაქი]]თ [[ბადამი]] და მოგვიანებით 970-1190წ.წ. [[კალიანი]] (თანამედროვე [[კარნატაკა]]ს შტატი)
დაახლოებით იმავე პერიოდში სამხრეთ ნაწილს მართავდა ასევე [[პალავა]]ს დინასტია კანჩიდან. XIIს. ჩალუკიას იმპერიის დაცემის შემდეგ მისმა ვასალებმა - ჰოისალებმა ჰალებიდან, კაკატიებმა ვარანგალიდან, იადავებმა დევაგირიდან და კალაჩურების სამხრეთ განშტოებამ ჩალუკიას უზარმაზარი იმპერია გაიყვეს ერთმანეთში. მოგვიანებით ჩრდილოეთ თამილ-ნადში წარმოიქმნა [[ჩოლა]]ს სამეფო, ხოლო [[ქერალა]]ში - [[ჩერა]]ს სამეფო. 1343 წლისათვის ამ სამეფოებმა შეწყვიტეს არსებობა და მათ ადგილას წარმოიქმნა [[ვიჯაიანაგარის იმპერია]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ინდოეთი“-დან