რაკეშ შარმა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 2:
[[ფაილი:Rakesh sharma.jpg|220px|მინი|რაკეშ შარმა]]
'''რაკეშ შარმა'''([[ჰინდი]] राकेश शर्मा) — პირველი ინდოელი [[კოსმონავტი]]. მსოფლიოს 138 ადამიანი, რომელიც გაფრინდა [[კოსმოსი|კოსმოსში]]. [[საბჭოთა კავშირის გმირი]], დაიბადა 1949 წლის 13 იანვარს, [[ინდოეთი]]ს [[პენჯაბი]]ს შტატის ქალაქ [[პატიალა]]ში.
==ბიოგრაფია==
1966 წელს იგი შვიდა თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში ([[ინგლისური|ინგლ.]] Khadakvasla National Defense Academy), რომელიც წარმატებით დაასრულა 1970 მსახურობდა [[ინდოეთი]]ს სამხედრო-საჰაერო ძალებში, სადაც წარმატებული კარიერა გაიკეთა. 1982 წელს ინდოეთი მოწვეულ იქნა [[სსრკ]]-ს პრგრამა „ინტერკოსმოსში“ მონაწილეობის მისაღებად. მაიორმა შარმამ გააკეთა განაცხადი კოსმონავტთა რიგებში ჩასარიცხად. (კონკურსი ძალიან დიდი იყო. ერთ ადგილზე 240 პრეტენდენტი პაექრობდა). ის ჩარიცხვისთანავე შეუდგა ვარჯიშებს და პარალელურად ისწავლა [[რუსული ენა]]. რაკეშ შარმასთან ერთად ვარჯიშობდა მისი დუბლიორი რავიშ მალჰოტრა.
 
რაკეშ-შარმა „Союз Т-11“ ხომალდის ეკიპაჟში ჩაერთო როგორც კოსმონავტი-მკვლევარი (ეკიპაჟჳს შემადგენლობა — იური ვასილის ძე მალიშევი, ბორტინჟინერი — გენადი მიხეილის ძე სტრეკალოვი, მეთაური — ანატოლი ნიკოლოზის ძე ბერეზოვოი, ბორტინჟინერი — გიორგი მიხეილის ძე გრეჩკო, კოსმონავტი-მკვლევარი — რავიშ მალჰოტრა).
 
კოსმოსური ხომალდი „Союз Т-11“ 1984 წლის 3 აპრილს აფრინდა [[ბაიკანური]]ს [[კოსმოდრომი]]დან ორბიტალურ კოსმოსურ სადგურ „Салют-7-ზე“. კოსმოსში მან დაჰყო 7 დღე-ღამე, 21 საათი და 41 წუთი, 1984 წლის 11 აპრილს დაეშვა მიწაზე. ამასთან, დაშვებისათვის მან გამოიყენა კოსმოსური ხომალდი „Союз Т-10“.
 
კოსმონავტი-მკვლევარის რანგში რაკეშ შარმამ ჩაატარა მრავალზონალური გადაღებები ჩრდილოეთ ინდოეთის რეგიონში [[ჰიმალაი]]ს მთებში [[ჰიდროელექტროსადგური]]ს მშენებლობის შესაძლებლობის გამოსარკვევად. ფრენის დროს დამყარდა პირდაპირი კავშირი ინდოეთის მაშინდელ პრემიერ-მინისტრ [[ინდირა განდი]]სთან. ინდირა განდის შეკითხვაზე: ”როგორ გამოიყურება ინდოეთი კოსმოსიდან?”, რაკეშმა უპასუხა სტრიქონით პატრიოტული ლექსიდან: ” ყველაზე კარგად მსოფლიოში” ([[ჰინდი]] — „सारे जहां से अच्छा“).
==რესურსები ინტერნეტში==
*[http://astrotalkuk.org/2013/11/03/rakesh-sharma/ რაკეშ შარმა]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/რაკეშ_შარმა“-დან