საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმი (1991): განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(შცდომაა საქართველოს სსრ უზენაესი საბჭო, ეს რეფერენდუმი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიმ მოაწყო)
'''საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმი''' — [[1991]] წელს 1991 წლის [[31 მარტი|31 მარტს]], საქართველოს ეროვნულმა ხელისუფლებამ, უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის, ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით, ჩაატარა რეფერენდუმი – საერთო-სახალხო კენჭისყრა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის საკითხზე.
 
რეფერენდუმი ჩატარდა [[1991]] წლის [[31 მარტი|31 მარტს]] მთელი საქართველოს მასშტაბით. მოსახლეობას უნდა გაეცა პასუხი კითხვაზე „ხართ თუ არა თანახმა აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?“. რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო [[სამხრეთ ოსეთი]]ს ყოფილი ოლქისა და [[აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა|აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის]] მოსახლეობამაც. [[რეფერენდუმი|რეფერენდუმში]] მონაწილეთა რაოდენობა შეადგენდა 3.302.572 ადამიანს (ამომრჩეველთა 90,3 პროცენტი). მონაწილეთა 98,9 პროცენტმა მხარი დაუჭირა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას. რეფერენდუმის შედეგად, იმვე წლის [[9 აპრილი|9 აპრილს]], საქართველოს სსრ-ს უმაღლესმა საბჭომ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.