სტოკჰოლმის სინდრომი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
(ბრონირებული ბარბარიზმია)
No edit summary
'''სტოკჰოლმის სინდრომი''' — სიმპათიისა და მიზიდულობის პარადოქსალური რეაქცია, რომელიც მსხვერპლს აგრესორის მიმართ ახასიათებს.
 
მოცემულმა მოვლენამ თავისი სახელწოდება მიიღო რეალურ ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც [[1973]] წლის 23 აგვისტოს მოხდა. ამ დღეს, [[სტოკჰოლმი]]ს ერთ-ერთ ცენტრალურ მოედანზე, შეიარაღებული დამნაშავეები, რომლებიც ციხიდან გამოიქცნენ 32 წლის იან-ერიკ ოლსონი და 26 წლის კლარკ ოლაფსონი ბანკის შენობაში შეიჭრაშეიჭრნენ ოთხ მძევალთან ერთად. მათ შორის იყო სამი ქალი – 33 წლის ბრიგიტონ ლუნდბერგი, 26 წლის კრისტინა ენმარკი, 21 წლის ელიზაბეთ ოლდგრენი და ერთი მამაკაცი – ბანკის მენეჯერი სვენ სეფსტრემომი.
 
მომდევნო ექვსი დღის მანძილზე ისინი გამუდმებით ერთად იყვნენ ბანკის დაჯავშნულ საცავში, საიდანაც დამნაშავეები ტელეფონით მოითხოვდნენ 3 მილიონ [[კრონი|კრონს]], ორ პისტოლეტსა და მანქანას. ამ ხნის განმავლობაში ტყვეებმა ბევრი რამ გადაიტანეს. ჯერ კისერზე თოკჩაბმულებმა გაატარეს რამდენიმე ხანი, ორი დღის მანძილზე არ აძლევდნენ საჭმელს და მოკვლითაც კი ემუქრებოდნენ, თუმცა ნელ-ნელა გამტაცებლებსგამტაცებლებსა და მძევლებს შორის უჩვეულო კავშირი გაჩნდა. ბრიგიტას შეეძლო გათავისუფლება, მაგრამ რატომღაც ამ შანსზე უარი თქვა, კრისტინამ ჯერ პოლიციისთვის ინფორმაციის გადაცემა შეძლო, მაგრამ შემდეგ გამტაცებლებთან თავისი გამყიდველობა აღიარა. მეოთხე დღეს მან ტელეფონით მოითხოვა მიეცათ მძევლებისთვის უფლება თან გაჰყოლოდნენ გამტაცებლებს, რადგან ძალიან კარგი დამოკიდებულება ჰქონდათ ერთმანეთთან. სვენი გათავისუფლების შემდეგ ირწმუნებოდა, რომ გამტაცებლები იყვნენ საოცრად კეთილი და კარგი ადამიანები, უკლებლივ ყველა მძევალი კი ბოლომდე ცდილობდა მათ დაცვას. მოგვიანებით, ქალებმა აღიარეს, რომ ინტიმური კავშირი ჰქონდათ გამტაცებლებთან და პოლიციას მტრადაც კი თვლიდნენ. ცოტა ხნის შემდეგ, მათ ციხეში მიაკითხეს დამნაშავეებს და დაინიშნენ კიდეც.
 
მოცემული მოვლენა, რომელსაც '''სტოკჰოლმის სინდრომი''' ეწოდა, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში სხვადასხვა ვითარებაში განმეორდა. მისი ფსიქოლოგიური განმარტება წინააღმდეგობრივია, თუმცა მოცემულ მოვლენას ხსნიან როგორც დაცვის მექანიზმს. ამ მექანიზმს [[ანა ფროიდი|ანა ფროიდმა]] [[აგრესორთან იდენტიფიკაცია]] უწოდა. ადამიანებს ეს ირაციონალური რეაქცია შეიძლება აღმოაჩნდეთ გადარჩენის მცდელობისას, როდესაც რაციონალური რეაქციები არაეფექტური და უიმედოა. აგრესორთან გაუცნობიერებელი სოლიდარობით ადამიანს იმედი აქვს, რომ აგრესორი თავისნაირს ზიანს არ მიაყენებს. ამ ირაციონალური პოზიციის გასამყარებლად მოძალადე აღიქმება როგორც სიმპათიური და კარგი ადამიანი, რადგან სხვანაირად მასთან იდენტიფიცირება გაძნელდებოდა.