ადოლფ ჰიტლერი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 343:
 
==მართვის სტილი==
ნაცისტურ პარტიას ჰიტლერი ლიდერის პრინციპის მიხედვით მართავდა (Führerprinzip). პრინციპის თანახმად, პარტიის ყველა წევრს ყველანაირი კითხვის გარეშე უნდა შეესრულებინა თავისი უფროსის ბრძანებები. შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფო სტრუქტურას ჰიტლერი ხედავდა როგორც პირამიდას, რომლის სათავეშიც თვითონ იდგა. პარტიული თანამდებობის მიღება არჩევნების გზით არ ხდებოდა — კარიერულ წინსვლაზე პასუხისმგებელნი იყვნენ მაღალი ეშელონები, რომლებსაც ხელქვეითებისგან სრული მორჩილება სჭირდებოდათ.<ref>Kershaw 2008, pp. 170, 172, 181</ref> თავის ხელქვეითებს ჰიტლერი წინააღმდეგობრივ დავალებებს აძლევდა და აყენებდა პოზიციაში, სადაც მათი მოვალეობა და პასუხისმგებლობა სხვებთან იყო შერეული. მეთოდი გუნდში უნდობლობას, კონკურენციასკონკურენციასა და ბრძოლას აქეზებდა, რაც ხელს უწყობდა ჰიტლერის ძალაუფლების განმტკიცებას.<ref>Speer 1971, p. 281</ref> ასე, [[1938]] წლის შემდეგ მისი მინისტრთა კაბინეტი ერთმანეთს აღარასდროს შეხვედრილაშეხვედრია, რადგან მინისტრებს შეხვედრას ჰიტლერი გადაათქმევინებდა ხოლმე.<ref>Manvell & Fraenkel 2007, p. 29</ref><ref>Kershaw 2008, p. 323</ref> თავის ბრძანებებს ჰიტლერი ფურცელზე არასდროს წერდა; წერას ჰიტლერი ზეპირად კარნახს ამჯობინებდა, თუმცა, იყო შემთხვევები, როდესაც მის ბრძანებებს [[მარტინ ბორმანი]] გადასცემდა ხოლმე.<ref>Kershaw 2008, p. 377</ref> ჰიტლერი ბორმანს ენდობოდა, რის გამოც თავის დოკუმენტებთან, შეხვედრებთან და პერსონალურ ფინანსებთან მუშაობა დაავალა. ბორმანი თავისთავისი მდგომარეობის წყალობით ჰიტლერთან მისულ ინფორმაციულ ნაკადს აკონტროლებდა.<ref>Speer 1971, p. 333</ref>
 
[[მეორე მსოფლიო ომი]]ს განმავლობაში ჰიტლერი თავის ქვეყანას ყველა სხვა ლიდერთან შედარებით ყველაზე დიდხანს მართავდა. შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის რანგში იგი იღებდა თითქმის ყველა გადაწყვეტილებას გერმანიის სამხედრო სტრატეგიასთან დაკავშირებით, მათ შორის იყო [[1940]] წლის სარისკო თავდასხმები საფრანგეთზე, ნორვეგიაზენორვეგიასა და სხვებზე, რომლებიც, მიუხედავად გენერლების ცუდი პროგნოზისა, წარმატებულად დასრულდა. არ გაუმართლა ჰიტლერს დიპლომატიაში, რომლის გზითაც მას დიდი ბრიტანეთის ომიდან „გამოთიშვა“ სურდა.<ref>Overy 2005, pp. 421–425</ref> ჰილტერმა კიდევ უფრო გააღრმავა თავისი ომში მონაწილეობა მოსკოვისთვის ბრძოლაში დამარცხების ([[1941]] წლის დეკემბერი) შემდეგ და თავი ჯარის მთავარსარდლადაც დანიშნა. ამის შემდეგ ჰიტლერი პირადად უძღვებოდა ომს სსრკ-ს წინააღმდეგ, თუმცა, პატარანაკლებ ყურადღებას აქცევდა დასავლეთის ფრონტს, რის გამოც იქ მებრძოლ გენერლებს რაღაც დოზით ავტონომია ჰქონდათ შენარჩუნებული.<ref>Kershaw 2012, pp. 169–170</ref> მალევე, ჰიტლერი სულ უფრო და უფრო დაშორდა რეალობას. ომის გერმანიის წინააღმდეგ შებრუნების შემდეგ დაცვით პოზიციაში ჰიტლერი ხშირად აგვიანებდა გადაწყვეტილებების მიღებას, ან კიდევ, მაინც ცდილობდა შეუნარჩუნებელი პოზიციების შენარჩუნებას. მიუხედავ წარუმატებლობისა, ჰიტლერი ფიქრობდა, რომ მხოლოდ მას შეეძლო გერმანიისთვის გამარჯვების მოპოვება.<ref>Overy 2005, pp. 421–425</ref> ომის ბოლო თვეებში ჰიტლერმა უარი განაცხადა სამშვიდობო მოლაპარაკებებზე, რადგანაც კაპიტულაციას გერმანიის სრული განადგურებოა კაპიტულაციასგანადგურება ერჩივნა.<ref>Kershaw 2012, pp. 396–397.</ref> გენერლებმა და სამხედრო ელიტამ მას მხარი დაუჭირა და წინააღმდეგობა არ გაუწია.<ref>Kershaw 2008, pp. 171–395</ref>
 
==რეპუტაცია==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ადოლფ_ჰიტლერი“-დან