ადოლფ ჰიტლერი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 296:
იმავე წლის 7 დეკემბერს იაპონია თავს დაესხა [[აშშ|შეერთებული შტატების]] საზღვაო ძალების ბაზას პერლ-ჰარბორში. ოთხი დღის შემდეგ ჰიტლერმა შტატებს ომი გამოუცხადა.<ref>Shirer 1960, pp. 900–901</ref>
 
1941 წლის 18 დეკემბერს ჰიმლერმა ჰკითხა ჰიტლერს: „რა ვუყოთ რუს ებრაელებს?“. ჰიტლერმა უპასუხა: „als Partisanen auszurotten“ (გაანადგურეთ, როგორც პარტიზანები).<ref>Bauer 2000, p. 5.</ref> ებრაელი ისტორიკოსი, იეჰუდა ბაუერი თვლის, რომ ისტორიკოსები, სავარაუდოდ ვერასდროს, ვერასდროს იპოვიან ჰოლოკოსტის დროს ჰიტლერის მიერ გენოციდის ბრძანების პირდაპირ გადაწყვეტილებას.<ref>Bauer 2000, p. 5</ref>
 
[[1942]] წლის ბოლოს გერმანული ჯარი დამარცხდა ელ-ალამეინის მეორე ბრძოლაში,<ref>Shirer 1960, p. 921</ref> რამაც ჩაშალა ახლო აღმოსავლეთისაღმოსავლეთისა და [[სუეცის არხი]]ს დაპყრობის გეგმა. 1940 წლის წარმატებებით აღფრთოვანებულმა და თავის სამხედრო სტრატეგიაში დარწმუნებულმა ჰიტლერმა გენერლების საქმეებში ჩარევა დაიწყო, რამაც დიდი დანაკარგები გამოიწვია.<ref>Kershaw 2000b, p. 417</ref> ასე, 1942 წლის დეკემბერშიდეკემბერსა და [[1943]] წლის დეკემბერში ჰიტლერმა უარი თქვა სტალინგრადიდან მე-6 არმიის ევაკუაციაზე, რის გამოც 200, 000 ჯარისკაცი დაიღუპა, ხოლო კიდევ 235, 000 (ფელდმარშალ პაულიუსთან ერთად) ტყვედ ჩავარდა.<ref>Evans 2008, pp. 419–420.</ref> სტალინგრადს მოჰყვა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი დამარცხება კურსკში. ამასთან ერთად ჰიტლერის სამხედრო ტრიბუნალი სულ უფრო და უფრო ერეტიკული ხდებოდა, ხოლო ჰიტლერის ჯანმრთელობის მსგავსად, გერმანული ჯარი და ეკონომიკა სულ უფრო უარესდებოდა.<ref>BBC News, 1999</ref>
 
1943 წელს გერმანიამ ასევე დაკარგა იტალია. მოკავშირეთა მიერ სიცილიის დაპყრობის მიერშემდეგ ვიქტორ ემანუელ მესამემ დიდი საბჭოს მიერ მუსოლინისთვის უნდობლობის გამოცხადების შემდეგ ეს უკანასკნელი გადააყენა. მარშალი პეტრო ბადოგლიო, რომელმაც მუსოლინი შეცვალა, მალევე დანებდა მოკავშირეებს.<ref>Shirer 1960, pp. 996–1000</ref> ასევე, 1943-44 წლებში გერმანიამ დიდი მარცხები განიცადა აღმოსავლეთ ფრონტზე, ხოლო ყველაფრის პიკი გახდა 1944 წლის 6 ივნისს მოკავშირეების დესანტის საფრანგეთის ჩრდილოეთში გამოჩენა.<ref>Shirer 1960, p. 1036</ref> ამის შემდეგ გერმანელმა ოფიცრებმა გააცნობიერეს, რომ დამარცხება გარდაუვალი იყო და რომ ჰიტლერის ხელისუფლებაში დარჩენა გერმანიის საბოლოო განადგურებას გამოიწვევდა.<ref>Speer 1971, pp. 513–514</ref>
[[ფაილი:Bundesarchiv Bild 146-1972-025-12, Zerstörte Lagerbaracke nach dem 20. Juli 1944.jpg|მინი|განადგურებული ოთახი.]]
1939-1945 წლებში ჰიტლერის მკვლელობის ბევრი მცდდელობამცდელობა იყო, რომელთა გარკვეული ნაწილი ასე თუ ისე, წარმატებულიც იყო.<ref>Kershaw 2008, pp. 544–547, 821–822, 827–828</ref> ჰიტლერზე ყველაზე ცნობილი თავდასხმა გერმანიაში განახორციელეს, ხოლო მისი მიზეზი გერმანიის ომში დამარცხების საკმაოდ მაღალი შანსი იყო.<ref>Kershaw 2008, pp. 816–818</ref> ყველაზე ცნობილი არის [[1944]] წლის [[20 ივლისის შეთქმულება]], რომლის დროსაც კლაუს ფონ შტაუფენბერგმა რასტენბურგში მდებარე შტაბში ბომბი ჩადო. ჰიტლერი სიკვდილს ოფიცერმა ჰანს ბრანდტმა გადაარჩინა, რომელმაც ბომბიანი ჩემოდიანი დიდი და მძიმე მაგიდის ფეხის უკან დადო. აფეთქების დიდი ნაწილი თავის თავზე მაგიდამ „აიღო“. გადარჩენილმა ჰიტლერმა მოაწყო რეპრესიები, რომლებსაც დაახლოებით 4, 900 ადამიანი ემსხვერპლა.<ref>Shirer 1960, §29</ref>
 
===დამარცხება და სიკვდილი===
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ადოლფ_ჰიტლერი“-დან