ტანგანიიკა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
 
ხაზი 1:
{{ინფოდაფა ტბა
|სახელი = ტანგანიიკა
|მშობლიური სახელი = {{lang-en|Lake Tanganyika}}<br />{{lang-fr|Lac Tanganyika}}<br />{{lang-sw|ziwa Tanganyika}}
|სურათი = STS51G-034-0012 Lake Tanganyika June1985.jpg
|სურათის სიგანე =
|სურათის წარწერა = ტანგანიიკა კოსმოსიდან
ხაზი 28:
|ვიკისაწყობი =
}}
'''ტანგანიიკა''' ({{lang-en|Lake Tanganyika}}, {{lang-fr|Lac Tanganyika}}, {{lang-sw|ziwa Tanganyika}}) — [[ტბა]] აღმოსავლეთ [[აფრიკა]]ში, [[კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა|კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის]], [[ტანზანია|ტანზანიის]], [[ზამბია|ზამბიისა]] და [[ბურუნდი]]ს ტერიტორიებზე. სიგრძე დაახლოებით 650 კმ, სიგანე 40-80 კმ, ზედაპირის ფართობი — 34 ათასი კმ². მდებარეობს [[ზღვის დონე|ზღვის დონიდან]] 773 მეტრის სიმაღლეზე, ტექტონიკურ ქვაბულში. მაქსიმალური სიღრმე — 1470 მ ([[ბაიკალი]]ს შემდეგ მეორეა მსოფლიოში). ნაპირები უმთავრესად სწორხაზოვანია, ადგილ-ადგილ მაღალი და ციცაბო. აუზის ფართობი — 224 ათასი კმ². ერთვის [[მდინარე]]ები [[მალაგარასი]] და [[რუზიზი]]; მდინარე [[ლუკუგა|ლუკუგის]] საშუალებით ტანგანიიკა უკავშირდება მდინარე [[ლუალაბაკონგო (მდინარე)|ლუალაბას]].
 
ტანგანიიკა [[წელიწადი|წელიწადში]] საშუალოდ 64,8 კმ³ [[წყალი|წყალს]] იღებს. წყლის დონე მაღალია [[აპრილი|აპრილსა]] და [[მაისი|მაისში]], დაბალი — [[ოქტომბერი|ოქტომბერსა]] და [[ნოემბერი|ნოემბერში]]. ზოგჯერ იცის სეიშები. წყალი მტკნარია. მისი [[ტემპერატურა]] ზედაპირზე 23,6-23,8 °C-დან 26,5&nbsp;°C-მდეა. 400 მეტრის ქვემოთ ტბის [[ფსკერი|ფსკერამდე]] ტემპერატურა მუდმივია, დაახლოებით 23&nbsp;°C. მყარი ტემპერატურული [[სტრატიფიკაცია|სტრატიფიკაციის]] გამო სიცოცხლისათვის ვარგისია მხოლოდ წყლის ზედა, 100-200 მ სისქის ფენა. [[ფაუნა|ფაუნის]] დაახლოებით 75 % [[ენდემები|ენდემურია]]. ტბაში ბინადრობს [[ბეჰემოთი]], [[ნიანგი]], ბევრია წყლის ფრინველი. განვითარებულია თევზჭერა და ნაოსნობა. ნავსადგურებია: კიგომა ([[ტანზანია]]), ბუჟუმბურა ([[ბურუნდი]]), კალიმა ([[ზაირი]]). ტბა აღმოაჩინეს 1858 წელს [[ინგლისელები|ინგლისელმა]] მოგზაურებმა რ. ბერტონმა და [[ჯონ სპიკი|ჯონ სპიკმა]].
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ტანგანიიკა“-დან