ადოლფ ჰიტლერი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 166:
 
===ნაცისტური პარტიის „რეკონსტრუქცია“===
ჰიტლერის ციხიდან გამოსვლის დროს გერმანული პოლიტიკა ნაკლებად „საომარი“ იყო, ხოლო ეკონომიკური კრიზისი და ჰიპერინფლაცია შედარებით ჩაწყნარებული იყო. ამან, როგორც ლუდის პუტჩის ჩაშლამ, ნაცისტთა მიმართ ხალხის ნდობის დონის დაცემა გამოიწვია, ამას კი დაემატა ის, რომ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისთვის ბავარიაში აკრძალული იყო ნაცისტური ორგანიზაცია. აკრძალვის მოსახსნელად 1925 წლის 4 იანვარს ჰიტლერი ბავარიის პრემიერს შეხვდა და დაპირდა, რომ ამიერიდან სახელმწიფოს პატივს სცემდა და ხელისუფლებაში მოსვლას მხოლოდ დემოკრატიული გზებით შეეცდებოდა. პრემიერი ჰიტლერს დაპირდა, რომ ხელისუფლება აკრძალვის მოხსნის საკითხს 16 თებერვალს განიხილავდა.<ref>Kershaw 2008, გვ. 158, 161, 162</ref> გარდა ამისა, ჰიტლერს ასევე აკრძალული ჰქონდა სიტყვით გამოსვლა. ეს აკრძალვა მხოლოდ [[1927]] წელს მოიხსნა.<ref>Kershaw 2008, გვ. 162, 166</ref><ref>Shirer 1960, გვ. 129</ref> პარტიის განვითარების მიზნით ჰიტლერმა [[ოტო შტრასერი|ოტო შტრასერს]], [[გრეგორ შტრასერი|გრეგორ შტრასერსშტრასერსა]] და [[იოზეფ გებელსი|იოზეფ გებელსს]] დაავალა პარტიული იდეების გერმანიის ჩრდილოეთით პროპაგანდა. გრეგორ შტრასერი, სხვებისგან განსხვავებით, ოდნავ დამოუკიდებელ ტაქტიკას იყენებდა და უფრო დიდ ყურადღებას ამახვილებდა პარტიის სოციალისტურ ელემენტებზე.<ref>Kershaw 2008, გვ. 166, 167</ref>
 
მას შემდეგ, რაც [[1929]] წელს შტატებში საფონდო ბაზარის კრახი მოხდა, გერმანია რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა: მილიონობით ადამიანმა სამსახური დაკარგა, რამოდენიმე ბანკმა კი ბანკროტი განიცადა. ეს წაადგა ნაცისტურ პარტიას — ისინი მოემზადნენ ხალხისგან მხარდაჭერის მისაღებად და ხელისუფლებაში მოსასვლელად. გერმანელებს ნაცისტები ვერსალის შეთანხმების პირობების შესრულების შეწყვეტას და ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორებას პირდებოდნენჰპირდებოდნენ.<ref>Shirer 1960, გვ. 136–137</ref>
 
==მოსვლა ძალაუფლებაში==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ადოლფ_ჰიტლერი“-დან