ალექსი ერმოლოვი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 120:
გენერალმა ერმოლოვმა არაერთხელ გააფრთხილა იმპერატორი ნიკოლოზ I, რომ სპარსეთი ემზადებოდა ომისათვის. იქედან გამომდინარე რომ რუსეთი ოსმალეთთან ომით იყო დაკავებული, დაინტერესებული იყო სპარსეთთან ნეიტრალიტეტით და მზად იყო დაეთმო ტალიშის სახანო. სპარსეთთან მოლაპარაკებებისათვის გამგზავრებული იყო კნიაზ მენშიკოვი<ref>[http://history.kubsu.ru/pdf/ar_zac.pdf Захаревич А. В. «Донские казаки и армянское население в обороне русских границ от персидских войск в начальный период кампании 1826 г.», Центр понтийско-кавказских исследований. Краснодар, 1995]</ref>.
 
1826 წლის ივლისის თვეში სპარსეთის ჯარი აბას-მირზას ხელმძღვანელობით ომის გამოუცხადებლად შეიჭრა ყარაბაღის და ტალიშის სახანოში. მათ წინააღმდეგობის გაწევის გარეშე დაიკავეს [[ლენქორანი]] და [[ყარაბაღი]], ალყა შემოარტეს შუშას, ყოფილმა შირვანისა (მუსტაფა-ხანმა) და ბაქოს ხანებმა დაიკავეს თავიანთი სახანოები და ააბუნტეს მოსახლეობა. აბას-მირზამ შეეცადა აეყოლიებინა დაღესტნის მთიელთა მოსახლეობა მაგრამ უშედეგოდ. სპარსული არმია დაიძრა [[თბილისი]]საკენ, გზად გაანადგურეს ელიზავეტპოლისანნენფელდის გერმანული კოლონია.
 
ნიკოლოზ I-მა მიიღო რა შეტყობინება სპარსეთის თავდასხმისა, კავკასიაში მიავლინა ივანე პასკევიჩი. ერმოლოვმა პასკევიჩი მადათოვის დასახმარებლად გააგზავნა. ელიზავეტპოლში გაერთიანდა აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში არსებული რუსეთის ყველა ჯარი. ერმოლოვმა გაერთიანებული ჯარი პასკევიჩის მეთაურობით გაგზავნა ყარაბაღში, აბას-მირზას მიერ შუშის ციხის ბლოკადის მოსახსნელად.
 
სპარსეთის ერთმა რაზმა რომელიც გამოემართა გიუმრიდან შეიჭრა დმანისსა და ქვეშში და დაარბია ბოლნისისკატერინენფელდის გერმანული კოლონია.
 
1826 წლის ბოლოს ალექსი ერმოლოვმა მოიგერია სპარსეთი არმია და საომარი მოქმედებები სპარსეთის ტერიტორიაზე გააგრძელა.