ოქტავიანე ავგუსტუსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎კონსპირაცია: ვიკიფიცირება
ხაზი 106:
ამ დროისათვის, ოქტავიანე პოს ხეობაში რჩებოდა. მან უარი განაცხადა კიდევ რაიმე სახით დახმარებოდა ანტონიუსის წინააღმდეგ შეტევებს.<ref name="rowell 27">Rowell (1962), 27.</ref> ივლისში, მის მიერ გაგზავნილი ცენტურიონთა ელჩობა რომში ჩავიდა და მოითხოვა, რომ ოქტავიანეს მიეღო ჰირციუსისა და პანსას გარდაცვალებით ვაკანტურად დარჩენილი კონსულობა.<ref name="chisholm 32 33">Chisholm (1981), 32–33.</ref>
 
ოქტავიანემ, აგრეთვე, მოითხოვა, რომ გაუქმებულიყო დეკრეტი, რომელიც ანტონიუსს სახალხო მტრად აცხადებდა.<ref name="rowell 27" /> როდესაც ამაზე უარი მიიღო, იგი რვა ლეგიონით გაემართა ქალაქისაკენ.<ref name="rowell 27" /> რომში მას არავითარი სამხედრო ოპოზიცია არ დაპირისპირებია და [[ძვ. წ. 43]] წლის [[19 აგვისტო]]ს არჩეულ იქნა კონსულად მისთავის ნათესავ [[კვინტუს პედიუსი|კვინტუს პედიუსთან]], როგორც თანაკონსულთან ერთად.<ref name="eck 14">Eck (2003), 14.</ref><ref name="rowell 28">Rowell (1962), 28.</ref> ოქტავიანემ თავისი ჯარისკაცები დააჯილდოვა და ამის შემდეგ კეისრის მკვლელების დევნაზეც დაიწყო ფიქრი. ''ლექს პედიათი'' ყველა შეთქმული და სექსტუს პომპეუსი დაუსწრებლად გაასამართლეს, დამნაშავედ ცნეს და ხალხის მტრებადაც გამოაცხადეს. ამის შემდეგ, ლეპიდუსის წაქეზებით, იგი ციზალპურ გალიაში წავიდა ანტონიუსთან შესახვედრად.
 
[[ძვ. წ. 43]] წლის ნოემბერში ოქტავიანე, ლეპიდუსი და ანტონიუსი ერთმანეთს ბოლონიის მახლობლად შეხვდნენ.<ref>Eck, 2003, pg 15</ref> ორდღიანი განხილვის შემდეგ, ისინი [[მეორე ტრიუმვირატი|სამკაციანი დიქტატურის]] დამყარებაზე შეთანხმდნენ, რომელსაც რესპუბლიკა ხუთი წლის განმავლობაში უნდა ემართა და ცნობილი იყო, როგორც „სამი კაცი რესპუბლიკის აღდგენისათვის“ (ლათ: „Triumviri Rei publicae Constituendae“), თანამედროვე ისტორიკოსები კი [[მეორე ტრიუმვირატი]]ს სახელით მოიხსენიებენ.<ref name="eck 15" />{{sfn-2|სანიკიძე|(1976)|გვ=43}} არაოფიციალური პირველი ტრიუმვირატისაგან განსხვავებით, რომელიც [[გნეუს პომპეუს მაგნუსი|პომპეუსის]], [[იულიუს კეისარი|იულიუს კეისრისა]] და [[კრასუსი]]ს მიერ იყო შექმნილი, მათ ეს სპეციალური ძალაუფლება ხუთი წლით მიენიჭათ და პლებსის მიერ მიღებული კანონით იყო მხარდაჭერილი,<ref name="eck 15">Eck (2003), 15.</ref><ref name="Scullard 1982 163">Scullard (1982), 163.</ref> რომელმაც იმავე წლის 27 ნოემბერს დაამტკიცა ტრიუმვირატის არსებობა. სამეულმა ერთმანეთში გაინაწილა რესპუბლიკის არმიებისა და პროვინციების მართვა-გამგებლობა: ანტონიუსმა მიიღო [[გალია]], ლეპიდუსმა — ესპანეთი, ოქტავიანემ კი როგორც უმცროსმა პარტნიორმა — [[აფრიკა (რომის პროვინცია)|აფრიკა]]. იტალია მათი ერთობლივი მმართველობის ქვეშ მოექცა. ტრიუმვირებს უნდა დაეპყროთ რომის დანარჩენი ტერიტორიები, რამდენადაც აღმოსავლეთი პროვინციები ბრუტუსისა და კასიუსის ხელში რჩებოდა, ხმელთაშუა ზღვის კუნძულებს კი სექსტუს პომპეუსი აკონტროლებდა.<ref>Hinard, 2000, გვ. 841-842</ref> კავშირის განსამტკიცებლად, ოქტავიანე ანტონიუსის გერზე, [[კლოდია პულქრა]]ზე დაქორწინდა.