იმერეთის აჯანყება (1819-1820): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 5:
იმერეთის რუსეთთან შეერთების ([[1810]]) შემდეგ შეწყდა თურქთა თავდასხმები და შეიქმნა მშვიდობიანი განვითარების პირობები, მაგრამ სამაგიეროდ გაჩნდა ბიუროკრატიული აპარატი, გაიზარდა სახელმწიფო გადასახადები და შრომითი ბეგარა, გაუარესდა სამართალწარმოება, ფესვი გაიდგა [[კორუფცია|მექრთამეობამ]]. რუსეთის მთავრობამ მიზნად დაისახა გაეზარდა სახაზინო შემოსავალი, ამისათვის საჭიროდ მიიჩნიეს საეკლესიო რეფორმების გატარება, რითაც გლეხთა საეკლესიო გადასახადები კიდევ უფრო იზრდებოდა. რეფორმა ითვალისწინებდა იმერეთის ეპარქიების შემცირებასა და საეკლესიო აზნაურებისა და გლეხობის სახაზინო (სახელმწიფო) უწყებაში გადარიცხვას. ამ ღონისძიებას უკმაყოფილოდ შეხვდა მოსახლეობის ყველა ფენა.
 
[[1819]] ივლისში დაიწყო რეფორმების გატარება, რომელსაც სათავეში ჩაუდგა მიტროპოლიტი [[თეოფილაქტე]]. თავადაზნაურობამ მშვიდობიანი გზით სცადა რეფორმის შეჩერება, მაგრამ უშედეგოდ. [[შორაპნის ოკრუგიმაზრა|შორაპნის მაზრის]] მოსახლეობა აჯანყდა და რეფორმის გაუქმება მოითხოვა. ასევე აჯანყდა რაჭის მოსახლეობა. რეფორმის გასატარებლად გაგზავნილი მოხელეები ხალხმა გურია-სამეგრელოში არ შეუშვა. მთავრობამ სასწრაფოდ გაგზავნა იმერეთში ჯარის ნაწილები. [[9 ივლისი|9 ივლისს]] [[თეოფილაქტე რუსანოვი (ეგზარქოსი)|თეოფილაქტე რუსანოვი]] იძულებული გახდა თბილისს გამგზავრებულიყო. ამან მღელვარება შეანელა, მაგრამ როდესაც რუსეთის ხელისუფლებამ აჯანყების საქმის ძიება დაიწყო, მოსახლეობამ კვლავ იარაღს მოჰკიდა ხელი. იმერეთი აჯანყებამ მოიცვა. აჯანყება გავრცელდა რაჭაშიც. მოსახლეობა თავს ესხმოდა რუსთა რაზმებს, შეწყდა გადასახადების გადახდა. აჯანყებამ აამოძრავა ოსმალეთში მყოფი იმერელი ემიგრანტები. ფეოდალთა ნაწილმა განიზრახა ესარგებლა შექმნილი მდგომარეობით და იმერეთში ადგილობრივი სამეფო ხელისუფლება აღედგინა. მათ მოიწვიეს ირანში მყოფი [[ალექსანდრე ბატონიშვილი, ერეკლე II-ის ძე|ალექსანდრე ბატონიშვილი]] ([[ერეკლე II|ერეკლე II-ის]] ძე), მაგრამ მასთან მოლაპარაკება გაჭიანურდა (სხვადასხვა მიზეზბის გამო ალექსანდრემ იმერეთში ჩამოსვლა ვერ შეძლო), საბოლოოდ არჩევანი [[სოლომონ I|სოლომონ I-ის]] შვილიშვილ - [[ივანე აბაშიძე|ივანე აბაშიძეზე]] - შეჩერდა. რუსეთის მთავრობამ მისი დაპატიმრება გადაწყვიტა, აბაშიძე [[გურია]]ში გადავიდა და თავის ნათესავს, გურიის მთავრის ბიძას, [[ქაიხოსრო ბატონიშვილი|ქაიხოსრო ბატონიშვილს]] შეაფარა თავი. ქაიხოსროს მხარეზე დადგნენ დავით გიორგის ძე გურიელი, დავით ზაალის ძე ერისთავი.
 
რუსეთის მთავრობამ [[1820]] წლის 4 მარტს დააპატიმრა [[ექვთიმე გენათელი]], [[დოსითეოს ქუთათელი]], [[დარეჯან ბატონიშვილი]] (სოლომონ I-ის ასული) და რამდენიმე გავლენიანი თავადი და აზნაური და მათი რუსეთში გაგზავნა გადაწყვიტა, ამას აჯანყების ახალი ტალღა მოჰყვა. აჯანყებას თანაუგრძნობდა გურია-სამეგრელოს მოსახლეობაც, მაგრამ რუსეთის სარდლობის მუქარამ დადიანი და გურიელი აიძულა მთავრობის მხარე დაეჭირათ. იმერეთის მმართველმა პოლკოვნიკმა პუზირევსკიმ ქაიხოსრო ბატონიშვილს [[ივანე აბაშიძე|ივანე აბაშიძის]] გაცემა მოსთხოვა. ქაიხოსრომ უარი განაცხადა. [[1820]] წლის აპრილს გურიაში რაზმით შესული პუზირევსკი შემოქმედის ციხესთან მოკლეს. რუსთა რაზმმა უკან დაიხია. ქაიხოსრომ თურქეთს შეაფარა თავი. იმავე დროს აჯანყდა სამეგრელოს მოსახლეობაც მთავრის ძმის - გიორგი დადიანის - მეთაურობით. რუსეთის სარდლობამ სამეგრელოში ჯარი შეიყვანა და აჯანყებულები დაამარცხა. გიორგი დადიანმა აფხაზეთს შეაფარა თავი. იმერეთში რუსთა დამატებითი ძალები შეიყვანეს გენერალ ველიამინოვის სარდლობით. იმერეთის დამორჩილების შემდეგ, 21 მაისს, რუსთა ჯარმა [[კვარის ციხე|კვარას ციხესთან]] დაამარცხა აჯანყებული რაჭველები და [[რაჭა]] მოარბია. ბრძოლაში დაიღუპა აჯანყების მონაწილე დავით ბაგრატის ძე ბატონიშვილი, სოლომონ I-ის ძმისშვილი; როსტომ სვიმონის ძე რუსეთში გადაასახლეს და რიგითად ჩარიცხეს სუმის ჰუსართა პოლკში. იმერეთის ბაგრატიონთა სხვა წარმომადგენლები — მამუკა, ვახტანგი და ტარიელი თურქეთში გადაიხვეწნენ.