მთავარი მენიუს გახსნა

ცვლილებები

არ არის რედაქტირების რეზიუმე
|სტატუსი = ქალაქი
|ქართული სახელი = ბენღაზი
|მშობლიური სახელი = {{lang-ar|بنغازي‎‎}}
|ქვეყანა = ლიბია
|პანორამა = The Old Town, Benghazi, Libya.jpg
|პანორამის სიგანე = 280
|წარწერა =
|დროშა =
|გერბი =
|დროშის სიგანე =
|ქვეყნის რუკა2 =
|ქვეყნის რუკის ზომა2 =
|წარწერა2=
|lat_dir = N |lat_deg = 32|lat_min = 07|lat_sec =
|lon_dir = E |lon_deg = 20|lon_min = 04|lon_sec =
|CoordAddon = type:city(138423)_region:SE
|CoordScale = 50000
|ქვეყნის რუკის ზომა = 300
|ქვეყნის რუკა=
|რეგიონის რუკის ზომა =
|მმართველის ტიპი =
|მმართველი =
|დაარსების თარიღი = ძვ. წ. 525
|პირველი ხსენება =
|წინა სახელები =
|სტატუსი-დან =
|ფართობი = 314
|სიმაღლის ტიპი= ზღვის დონე{{!}}სიმაღლე ზღვის დონიდან
|დასახლების ცენტრის სიმაღლე= 2
|კლიმატი=
|ოფიციალური ენა=
|საავტომობილო კოდი=
|საიტი =
|კატეგორია ვიკისაწყობში = Benghazi
}}
 
'''ბენღაზი''' ({{lang-ar|بنغازي‎‎}}) — [[ლიბია|ლიბიის]] მეორე უდიდესი ქალაქი, [[კირენაიკა|კირენაიკის]] რეგიონისა და ყოფილი [[ლიბიის ეროვნული გარდამავალი საბჭო|ეროვნული გარდამავალი საბჭოს]] დროებითი დედაქალაქი.<ref name="haaretz.com">{{cite web | author = Staff | url= http://www.haaretz.com/news/international/libya-s-ex-justice-minister-forms-interim-government-in-benghazi-1.345892|title= Libya's Ex-Justice Minister Forms Interim Government in Benghazi&nbsp;&ndash; Former Libyan Minister Says Gadhafi 'Alone' Bore Responsibility for Crimes That Occurred, Qurnya Newspaper Reports |date = 26 February 2011|work= [[Haaretz]]|accessdate=13 September 2011|archiveurl=http://web.archive.org/web/20110228034530/http://www.haaretz.com/news/international/libya-s-ex-justice-minister-forms-interim-government-in-benghazi-1.345892|archivedate=28 February 2011}}</ref> მისი მეტროპოლიურ არეალს ლიბიის ერთ-ერთი რაიონის სტატუსი აქვს. ბენღაზი საპორტო ქალაქია, გაშენებულია [[ხმელთაშუა ზღვა|ხმელთაშუა ზღვის]] სანაპიროზე. ქალაქში მდებარეობს [[23 ივლისის ტბა]].
 
[[ლიბიის სამეფო|ლიბიის მონარქიის]] დროს ბენღაზის საერთო დედაქალაქის სტატუსი ჰქონდა. ქალაქში დღემდე ფუნქციონირებს ისეთი ინსტიტუციები და ორგანიზაციები, რომლებიც როგორც წესი დედაქალაქის პრეროგატივაა. ეს ყოველივე ბენღაზისა და [[ტრიპოლი]]ს შორის მუდმივ მეტოქეობას წარმოშობს, რაც უფრო დიდ მასშტაბებშიც, მთლიან ორ რეგიონზე ვრცელდება ([[კირენაიკა]] და [[ტრიპოლიტანია]]). მთლიანი რაიონის [[მოსახლეობა]] [[1995]] წლის აღწერით 500 120 ადამიანი იყო, [[2006]] წელს კი 670 797.<ref name=population>[http://www.spiegel.de/flash/flash-25431.html]. ''[[Der Spiegel]]''. 23 August 2011</ref>
 
[[2011]] წლის [[15 თებერვალი|15 თებერვალს]],<ref>http://www.aljazeera.net/news/pages/ee1995da-6146-422c-91b5-c546d62999c2</ref> ქალაქში [[მუამარ კადაფი]]ს რეჟიმის წინააღმდეგ მიმართული აჯანყება დაიწყო. 21 თებერვალს ბენღაზი კადაფის მოწინააღმდეგეებმა აიღეს,<ref>[http://www.indiancolleges.com/campus-stories/buzz//FB-and-Twitter-got-us-from-Tahrir-Square-to-Libya/339 "FB and Twitter Got Us from Tahrir Square to Libya"]. ''Benghazi After Gaddafi''.</ref> რომლებმაც რამდენიმე დღის შემდეგ ეროვნული გარდამავალი საბჭო ჩამოაყალიბეს.<ref name="bbc.co.uk">{{cite news| url=http://www.bbc.co.uk/news/world-middle-east-12307698 | publisher =BBC News | title=Japan Nuclear Crisis | date=26 March 2011}}</ref> 19 მარტს, სწორედ ბენღაზიში მოხდა [[ლიბიის სამოქალაქო ომი]]ს გადამწყვეტი მომენტი, როდესაც [[ლიბიის არმია (1951–2011)|ლიბიის არმიამ]] ქალაქზე შეტევისას გადამწყვეტი გამარჯვება მოიპოვა აჯანყებულებზე, მაგრამ ისინი უკან დახია ადგილობრივთა წინააღმდეგობამ და [[საფრანგეთის საჰაერო ძალები]]ს ჩარევამ, რომელიც [[გაეროს უშიშროების საბჭო]]ს 1973 წლის რეზოლუციის თანახმად მოქმედებდა, რაც მოქალაქეების დაცვას ითვალისწინებს.
 
== ისტორია ==
თანამედროვე ბენღაზი [[ძველი საბერძნეთი|ძველბერძნულ]] ქალაქ ბერენიკის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს, რომელიც ძვ. წ. 525 წელს კირენის მეფის ძმამ დააარსა. ახალ ქალაქს შემდეგში ''ჰესპერიდიები'' ეწოდა. მას შემდეგ რაც ბენღაზი [[ძველი რომი|რომაული]] ქალაქი გახდა, მისი 600 წლიანი აყვავების ხანა დაიწყო. ძვ. წ. III საუკუნიდან იგი კირენაიკის მთავარი ცენტრი ხდება, მაგრამ ახ. წ. 642-643 წლებში არაბთა მიერ დაპყრიბის შემდეგ იგი დასუსტდა და თანდათან დიდებულ ნანგრევებში ჩაფლულ პატარა სოფლად იქცა.
 
1200-იანი წლებიდან დასახლებამ მნიშვნელოვანი როლის თამაში დაიწყო [[გენუა|გენუელ]] ვაჭრებსა და ქვეყნის შიდა რეგიონების ტომებს შორის გაჩაღებულ მზარდ ვაჭრობაში. [[1578]] წელს ბენღაზი თურქებმა აიღეს და მისი მართვა [[ტრიპოლი]]დან დაიწყეს. 1835-1911 წლებში იგი [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთის იმპერიის]] პირდაპირი კონტროლის ქვეშ იყო. ამ დროისათვის ბენღაზი იმპერიის ყველაზე გაუბედურებული პროვინცია იყო. მას არ გააჩნდა მოპირკეთებული გზები, ტელეგრაფი, სანაპირო კი იმდენად იყო დანალექებისგან დაბინძურებული, რომ გემის მიდგომაც შეუძლებელი იყო. 1858 და 1874 წელს მოსახლეობა [[შავი ჭირი]]ს ეპიდემიამ გაანადგურა.
 
[[1911]] წელს ბენღაზი [[იტალია|იტალიელებმა]] აიღეს. კირენაიკის ადგილობრივმა მოსახლეობამ [[ომარ მუხთარი]]ს ხელმძღვანელობით მათ წინააღმდეგ პარტიზანული ომის გაჩაღება სცადეს, მაგრამ წარუმატებლად. იტალიელთა საპასუხო ქმედება აჯანყებული ტომების მიმართ სადამსჯელო ქმდებებში გამოიხატა. [[მეორე მსოფლიო ომი|მეორე მსოფლიო ომში]] მძიმედ დაზიანებული ბენღაზი მალე კვლავ აღდგა, რისი დამსახურებაც [[ლიბია]]ში აღმოჩენილი [[ნავთობი]] იყო.
 
{{თარგი:ლიბიის რაიონების დედაქალაქები}}
 
[[კატეგორია:ლიბიის ქალაქები]]