ნიკონი (სოფიისკი): განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
[[ფაილი:Никон (Софийский).jpg|მინიატიურა|ნიკონი - საქართველოს ეგზარქოსი]]
მთავარეპისკოპოსი '''ნიკონი''' (ერისკაცობაში — ''ნიკოლოს ანდრიას ძე სოფიისკი'') — [[რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია|რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის]] მღვდელთმთავარი. [[საქართველოს საეგზარქოსო|საქართველოს ეგზარქოსი]] ([[9 ივნისი]], [[1906]] — [[28 მაისი]], [[1908]] წწ.).
 
ნიკოლოზ ანდრიას ძე სოფიისკი დაიბადა [[1861]] წელს, [[კოსტრომის გუბერნია|კოსტრომის გუბერნიის]] ცუხლომის უეზდის სოფელ ოზარნიკოვოში სამღვდელოს ოჯახში. დაამთავრა სოლიგალიჩის სასულიერო სასწავლებელი, შემდეგ კოსტრომის სასულიერო სემინარია. [[1883]] წლიდან მღვდელი. დაქვრივების შემდეგ, [[1887]] წელს აღიკვეცა ბერად. [[სანქტ–პეტერბურგი]]ს სასულიერო აკადემიის დასრულების შემდეგ, [[1888]] წელს დაინიშნა [[სანქტ-პეტერბურგი]]ს სასულიერო სემინარიის ინსპექტორად, [[1891]] წელს ვლადიმირის სასულიერო სემინარიის რექტორად, [[1891]] წელსვე აიყვანეს [[არქიმანდრიტი]]ს ხარისხში. [[1898]] წლის 8 მარტს ვოლსკის ეპისკოპოსი, [[1901]] წლიდან მოყოლებული ეკავა ნარვის, ვიატკისა და სლობოდის საეპისკოპოსო კათედრები.