ტანზანიის გეოგრაფია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 5:
ტანზანიის ჩრდილოეთი არის მთიანი. იქ არის [[უსამბარას ქედი|უსამბარას]] და [[პარეს ქედი|პარეს]] ქედები. ჩრდილოეთშია აქტიური [[მერუ (ვულკანი)|ვულკანი მერუ]] და კილიმანჯარო რომელსაც ყოველწლიურად ათასობით ტურისტი ნახულობს. მთების დასავლეთით გადის [[გრეგორის რღვევის ხაზი]], რომელიც [[აღმოსავლეთ აფრიკის რღვევის ხაზი]]ს ნაწილია. რღვევის ხაზის ტერიტორიაზე მდებარეობს ბევრი მლაშე ტბა, მათ შორის: [[ნატრონი]], [[მანიარა]], [[ეიასი]]. რღვევის ხაზი მოიცავს ასევე [[კრატერის მთიანეთი|კრატერის მთიანეთს]] სადაც მდებარეობს [[ნგორონგორო]]ს დაცული ტერიტორია. კრატერიდან სამხრეთით მდებარეობს [[სერენგეტის ეროვნული პარკი]].
 
ჩრდილო-დასავლეთში [[კენია]]-[[უგანდა|უგანდის]] საზღვართან მდებარეობს [[ვიქტორია (ტბა)|ტბა ვიქტორია]], რომელიც ზედაპირის ფართობით აფრიკაში უდიდესია. ეს ტბა ტრადიციულად მიიჩნევა [[ნილოსი]]ს სათავედ. მისგან სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს ტბა [[ტანგანიიკა]], რომელიც ტანზანიას [[კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა|კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკისგან]] ყოფს. ის [[ბაიკალი]]ს შემდეგ [[მსოფლიოშიმსოფლიო]]ში ყველაზე ღრმა ტბად მიიჩნევა. ამ ტბებს შორის მოქცეული ბრტყელი ტერიტორია [[ბუნების მსოფლიო ფონდი]]ს მიერ [[ცენტრალური ზიმბაზიური მიომბოს ტყე|ცენტრალური ზიმბაზიური მიომბოს ტყის]] [[ეკორეგიონი]]ს ნაწილად მიიჩნევა.
 
ტანზანიის ცენტრალური ნაწილი წარმოადგენს დიდ [[პლატო]]ს, რომელიც [[აღმოსავლეთი აფრიკის პლატო]]ს ნაწილია. პლატოს სამხრეთი არის მდელო, რომლის უდიდეს ნაწილზეც მდებარეობს [[სელუსის ეროვნული პარკი]]. პლატოს ჩრდილოეთი წარმოადგენსსახნავ მიწებს, სადაც ასევე მდებარებს დედაქალაქი - [[დოდომა]].