ტანზანიის გეოგრაფია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 5:
 
ჩრდილო-დასავლეთში [[კენია]]-[[უგანდა|უგანდის]] საზღვართან მდებარეობს [[ვიქტორია (ტბა)|ტბა ვიქტორია]], რომელიც ზედაპირის ფართობით აფრიკაში უდიდესია. ეს ტბა ტრადიციულად მიიჩნევა [[ნილოსი]]ს სათავედ. მისგან სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს ტბა [[ტანგანიიკა]], რომელიც ტანზანიას [[კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა|კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკისგან]] ყოფს. ის [[ბაიკალი]]ს შემდეგ [[მსოფლიოში]] ყველაზე ღრმა ტბად მიიჩნევა. ამ ტბებს შორის მოქცეული ბრტყელი ტერიტორია [[ბუნების მსოფლიო ფონდი]]ს მიერ [[ცენტრალური ზიმბაზიური მიომბოს ტყე|ცენტრალური ზიმბაზიური მიომბოს ტყის]] [[ეკორეგიონი]]ს ნაწილად მიიჩნევა.
 
ტანზანიის ცენტრალური ნაწილი წარმოადგენს დიდ [[პლატო]]ს, რომელიც [[აღმოსავლეთი აფრიკის პლატო]]ს ნაწილია. პლატოს სამხრეთი არის მდელო, რომლის უდიდეს ნაწილზეც მდებარეობს [[სელუსის ეროვნული პარკი]]. პლატოს ჩრდილოეთი წარმოადგენსსახნავ მიწებს, სადაც ასევე მდებარებს დედაქალაქი - [[დოდომა]].