თეიმურაზ I: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 195:
1657 წელს თეიმურაზი რუსეთისაკენ გაემართა და მოსკოვში 1658 წლის ივნისში ჩავიდა. რუსეთის კარზე თეიმურაზი დიდებულად მიიღეს. თეიმურაზი დახმარებას ითხოვდა მაგრამ აღნიშნული დახმარება ვერ მიიღო. სამშობლოში დაბრუნებულს ლუარსაბი და ხვარეშან დედოფალი გარდაცვლილი დახვდა. 1659 წლის 18 სექტემბრის სიგელით თეიმურაზი რუს ხელმწიფეს აცნობებს ლუარსაბ ბატონიშვილის სიკვდილს და ერეკლეს ივერიის მეფედ გამოგზავნას ითხოვს. 1660 წელსაც თეიმურაზი და ალექსანდრე უკვე დაბეჯითებით ითხოვენ უფლისწული დედასთან ერთად საქართველოში დააბრუნონ.
 
1660 წელს გარდაიცვალა ალექსანდრე იმერთა მეფე. არც როსტომ მეფის საქმეები იყო დაწყობილად. კახეთ-რუსეთის ურთიერთობის გააქტიურებამ და თეიმურაზის დაუცხრომელმა წინააღმდეგობამ შაჰ-აბას II-ს კახეთის სახელმწიფოს ლიკვიდაციის სურვილი გაუჩინა და შაჰ-აბას I-ის პოლიტიკა გაახსენა. 1656 წელს როსტომს კახეთი ჩამოარტვეს და სელიმხენს გადასცეს. დაიწყო კახეთში თურქმანების ჩამოსახლება. თურქმანების ჩამოსახლებამ დიდი უკმაყოფილება გამოიწვია ადგილობრივ მოსახლეობაში, მაგრამ შაჰმა კახეთში სპეციალური ციხეების აგება ბრძანა, რომელთა გარნიზონებს უნდა დაეცვა თურქმენები ქართველთა თავდასხმებისაგან. კახეთში სახალხო აჯანყებამ იფეთქა, რომლის მიზანი იყო კახეთის გაწმენდა ჩამოსახლებული თურქმანებისაგან და ქვეყნის გათავისუფლება ირანელთა ბატონობისაგან. აჯანყებულებმა ამ მიზანს მიაღწიეს, მაგრამ ფეოდალთა გათიშულობის შედეგად აჯანყების საბოლოო მიზანი ირანელთა ბატონობის მოსპობა და მეფობის აღდგენა (თეიმურაზს იწვევდნენ ქართლ-კახეთის მეფედ) არ მოხერხდა. ამ აჯანყების თარიღად ქართულ ისტორიოგრაფიაში მიღებულია 1659 წელი<ref>თ. ტივაძე, „თუშ-ფშავ-ხევსურეთის რუსეთთან ურთიერთობის საკითხისათვის“, კრ. ძიებანი საქართველოს და კავკასიის ისტორიიდან, თბ., 1976, გვ. 244</ref>. იმერეთის მეფე ალექსანდრეს გარდაცვალების შემდეგ სკანდის ციხეში თავშეფარებული ავადმყოფი თეიმურაზი უნუგეშო მდგომარეობაში ჩავარდა. კიდევ ერთხელ აახლა რუსეთის მეფეს თავისი ელჩი და შემწეობა სთხოვა. 1660 წლის შუა ხანებში ქართლის მეფე ვახტანგ V შაჰნავაზი იმერეთში გადავიდა, სკანდის ციხე აიღო და თეიმურაზიც იძულებული შეიქნა ვახტანგს თბილისს გაჰყოლოდა, საიდანაც ირანს გაემგზავრა. ირანში გამგზავრების წინ თავის ელჩს ათანასეს წერილი გაატანა, რომელშიც რუს ხელმწიფეს თავის უნუგეშო მდგომარეობას აუწერდა და ერეკლე ბატონიშვილისთვის დახმარების გაწევას სთხოვდა. [[1661]] წელს ბერად აღიკვეცა.
 
თეიმურაზის ჩასვლა ირანის შაჰს დიდად ესიამოვნა და ცდილობდა დაერწმუნებინა იგი, რომ, თუ ერეკლე ბატონიშვილი ეახლებოდა და ირანის ყმობას აღიარებდა, მას კახეთს მისცემდა. ერეკლე ამ დროს თუშეთში იმყოფებოდა და ირანის წინააღმდეგ ხალხს რაზმავდა. თეიმურაზმა იშუამდგომლა, შაჰ-აბას II-მ ხელთ იგდო თეიმურაზის წერილი ერეკლესადმი, მაგრამ ერეკლე მას არ ეახლა. ამ ამბავმა შაჰი განარისხა, მან პირადი შეურაცხყოფა მიაყენა შემონაზვნებულ მეფეს, მარხვაში სახსნილოს ჭამა მოსთხოვა და, როცა წინააღმდეგობას წააწყდა, სახეში ღვინო შესასხა. შემდეგ კი ასტრაბადის ციხეში შაამწყვდია, სადაც 1663 წელს გარდაიცვალა. მისი ნეშტი ქართველებმა სამშობლოში ჩამოასვენეს და [[ალავერდი]]ს მონასტერში დაკრძალეს.
 
{{ციტირება|დადუმდა ენა რიტორი, ორღანო მზრახი, წინწალი.}}
თეიმურაზ I ერთხანს კიდევ განაგრძობდა ბრძოლას, მაგრამ შემდეგ ისევ იმერეთში გაიხიზნა. ის, რომ საგარეო პოლიტიკაში თეიმურაზ I რუსეთის ორიენტაციის მომხრე იყო, როგორც საბჭოთა ისტორიოგრაფია ამას გამუდმებით ამტკიცებდა, გადაჭარბებულია. რუსეთი იყო ქართველი მეფისთვის მცდელობა, რომელსაც მისი მთელი ცხოვრების მანძილზე შედეგი არ გამოუღია. მის მიერ მოსკოვში დახმარების სათხოვნელად არაერთხელ გაგზავნილმა ელჩობამ ([[1615]], [[1618]], [[1624]], [[1635]] და [[1649]]) შედეგი ვერ გამოიღო. [[1620]] წლიდან დაუახლოვდა კათოლიკე მისიონარებს და [[1626]] წელს თეიმურაზ I-მა დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან პოლიტიკური კავშირის დასამყარებლად ელჩად გაგზავნა [[ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი]] (ნიკიფორე ირბახი). 1635 წლამდე იგი მხოლოდ ევროპასთან ალეანსს იმედოვნებდა, მით უფრო რომ მას მიმოწერა [[ურბან VIII|ურბან VIII-თან]] ჰქონდა. ბოლოს თეიმურაზ I დახმარებას სთხოვდა ოსმალეთსაც, მაგრამ უშედეგოდ. [[1658]] თვითონ გაემგზავრა რუსეთის სამხედრო დახმარების სათხოვნელად, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია. [[1661]] ბერად აღიკვეცა. მალე ირანში გაიწვიეს და აღუთქვეს კახეთის სამეფო ტახტის დაბრუნება, თუ მაჰმადიანობას მიიღებდა. თეიმურაზ I-მა უარი თქვა. ამის გამო შეიპყრეს და ასტრაბადის ციხეში გამოამწყვდიეს, სადაც გარდაიცვალა. მისი ნეშტი ქართველებმა სამშობლოში ჩამოასვენეს და [[ალავერდი]]ს მონასტერში დაკრძალეს.
 
==შემოქმედება==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/თეიმურაზ_I“-დან