თეიმურაზ I: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 163:
როგორც ითქვა როსტომ მეფე სიმონ-ხანის სიკვდილში თეიმურაზს სდებდა ბრალს. როცა დიდებულებმა და კათალიკოსმა თეიმურაზ-როსტომ შეარიგეს, თეიმურაზმა გარკვეული ვალდებულება იკისრა, მაგრამ „კახმა ბატონმა რაც პირობა და ფიცი მოგვცა, არც ერთი არ გაგვითავაო“, — ამბობს როსტომი. ამ ამბავს ასე აღწერს ფარსადან გორგიჯანიძე: „როსტომმა შეუთვალა თეიმურაზს ჩვენსა და თქვენს შუა მრავალი საქმენი ძენანო, ამას წინათ კახეთში სამი სოფელი დაგვიდევითო გაბრჭობამდისინო. ახლა ორივე უსაქმოდ ვართო და სადამდისინ უნდა ჩვენსა და ტქვენს შუა საქმენი გარდაუწყვეტი არისო, ქართლი და კახეთი არ მოისვენებსო. დრო ამის უკეთესი არ იქმნებისო. ორიოდე მცოდინარი და ერიო შენს სიძეს ალექსანდრეს ვსთხოვოთო და სრე ლევან დადიანს ვსთხოვოთო, გურიელისა და ახალციხის ფაშასაც ვსთხოვოთო, გავიბრჭნეთ და შევრიგდეთო, ჩვენც მოვისვენოთ და ჩვენი ქევყანანიც მოვასვენოთო. ეს ბატონს თეიმურაზს სწყენოდა, გაჯავრებულიყო და ეს სოფლები რომ გაბრჭომამდისინ მეფისათვის დაედვა, ისევ წაერტვა და მოხელები გამოყარა და მეფისათვის ასრე მიეწერა: შენის ძმისწულის მეფის სვიმონის მკვლელი ზურაბ ერისთავი იყო და მე მოვჰკალო, თქვენ კიდეც უნდა დამიმადლოთო, თოარადა ჩემთან სხვა რა საბჭო გაქვთო“.
 
1642 წელს ზაალ ერისთავმა, იოთამ ამილახვარმა, ნოდარ ციციშვილმა, დათუნას სიმამრმა ევდემოს დიასამიძემ და სხვებმა აჯანყება ჩაიფიქრეს როსტომის წინააღმდეგ და თეიმურაზის ქართლში გამეფება გადაწყვიტეს. თავადებს პატარა ჯავახიშვილისთვისაც შეუთვლიათ „ბატონს თეიმურაზს გაბატონებას უპირებთ და შემოგვეყარენითო“, მაგრამ იგი როსტომს მიმხრობია, რისთვისაც საჯილდოოდ „იის ციხე და ავკეთი“ უბოძებია<ref>„ქართულ-სპარსული ისტორიული საბუთები“, ვლ. ფუთურიძის გამ., თბ., 1955, გვ. 174</ref>. შეთქმულება გაცემული იქნა და როსტომმა სასტიკად დასაჯა მონაწილენი, შაჰ-აბას II-ს აცნობა, რომელმაც როსტომის დისშვილი ადამ სულტან ანდრონიკაშვილი გამოგზავნა კახეთზე გასაბატონებლად. თეიმურაზის მომხრე თავადები როსტომს შეურიგდნენ, ადამ-სულთან უკან გაბრუნდა. თეიმურაზი და როსტომი მაინც არ ცხრებოდნენ. „მიუხდა როსტომ მეფე სპითა დიდითა მაღაროს მყოფს მცირესპოსანს, თვინიერ ქიზიყელტაგან, ბატონს თეიმურაზსო“, — გვიამბობს ვახუშტი. მაგრამ კახელებმა გაიმარჯვეს, როსტომი დამარცხებული დაბრუნდა. ამის შემდეგ როსტომი თავს დაესხა თეიმურაზს თიანეთს, ჯარის ნაწილი კი ქიზიყისაკენ გაგზავნა. რუსეთის მეფის ალექსი მიხეილის ძისადმი 1649 წლის 13 აგვისტოს გაგზავნილ წერილში თეიმურაზი აღნიშნავდა — მტერი მრავალრიცხოვანი იყო, ჩვენ კი ცოტანიო<ref>„ტოლოჩანოვის იმერეთში ელჩობის მუხლობრივი აღწერილობა“, 1650-1652 წწ., იასე ცინცაძის გამ., თბ., 1970, გვ. 34</ref>. თეიმურაზი დამარცხდა. ამ ომში მოკლეს თეიმურაზის უკანასკნელი ვაჟი ბატონიშვილი დავითი, ქართლ-კახეთის ტახტის ერთადერთი კანონიერი მემკვიდრე, რომლის თავი სხვა მასთან დახოცილ თავადაზნაურთა თავებთან ერთად როსტომმა ყაენს გაუგზავნა და გამარჯვება მიულოცა. თეიმურაზი უნუგეშო მდგომარეობაში ჩავარდა. ფარსადან გორგიჯანიძე გვიამბობს: „ბატონს თეიმურაზს ყოველგნიტ ღონე მოეღო, აღარც სთმე მშველი და არარც სახიზარი ალაგი, აღარც წასასვლელი გზა, არც ასაყრელათ ცხენი და ყორი, აღარც მოხელე და მოსამსახურენი, კახნიც ქართველთ მისვლოდეს და მეფეს როსტომს ბატონის თეიმურაზის დაჭირვას ეპატიჯებოდნენ“. სხვა ღონე არარ იყო, თეიმურაზმა თავისი ბიძაშვილი დედოფალი ხორეშანი მიუგზავნა. დედოფალმა ჯერ დათუნას სიკვდილი არ იცოდა, დატყვევებული ეგონა და როსტომს მოაგონა ბიძა თქვენის სიმონისა და კახთაბატონის ლევანისაგან დათუნას მეტი არავინ დარჩენილა და მოგვეხმარეთ ეგების რამე უშველოთო. როსტომმაც ზომები მიიღო, რომ დედოფლისთვის დათუნას სიკვდილი არ ეთქვათ და დახმარებას დაპირდა. შემდეგ ხორეშანმა მამაპაპეულ საფლავებთან ახლოს ალავერდის მიდამოებში დარჩენა ითხოვა, მაგრამ უარი მიიღო. ვაითუ მერე ყაენმა მოგითხოვოთო, — უპასუხა როსტომმა. მაშინ ხორეშანმა იმერეთისკენ გზა და სამგზავრო ცხენი და ჯორი სთხოვა. როსტომ მეფემან რა ცნა მოსვლა მისი, სცა პატივი დიდი და აღუსრულა სათხოვარი: დაანება გზა, გაუმძღვარნა კათალიკოსი ქრისტეფორე წინა და ბარგიცა ამან გადაუტანა იმერეთს<ref>ბერი ეგნატაშვილი, გვ. 426</ref>.
 
 
[[1648]] წელს როსტომ მეფე ერთ სიგელში ამბობს: თეიმურაზი „იმერეთს გავაგდეთ, კახნი და დარბაისელნი ერთგულებაზე ვაფუცეთ და კახეთი ნასისხლად დავიჭირეთ. ყაენმაც გვიბოძაო“.
 
თეიმურაზ I ერთხანს კიდევ განაგრძობდა ბრძოლას, მაგრამ შემდეგ ისევ იმერეთში გაიხიზნა. ის, რომ საგარეო პოლიტიკაში თეიმურაზ I რუსეთის ორიენტაციის მომხრე იყო, როგორც საბჭოთა ისტორიოგრაფია ამას გამუდმებით ამტკიცებდა, გადაჭარბებულია. რუსეთი იყო ქართველი მეფისთვის მცდელობა, რომელსაც მისი მთელი ცხოვრების მანძილზე შედეგი არ გამოუღია. მის მიერ მოსკოვში დახმარების სათხოვნელად არაერთხელ გაგზავნილმა ელჩობამ ([[1615]], [[1618]], [[1624]], [[1635]] და [[1649]]) შედეგი ვერ გამოიღო. [[1620]] წლიდან დაუახლოვდა კათოლიკე მისიონარებს და [[1626]] წელს თეიმურაზ I-მა დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან პოლიტიკური კავშირის დასამყარებლად ელჩად გაგზავნა [[ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი]] (ნიკიფორე ირბახი). 1635 წლამდე იგი მხოლოდ ევროპასთან ალეანსს იმედოვნებდა, მით უფრო რომ მას მიმოწერა [[ურბან VIII|ურბან VIII-თან]] ჰქონდა. ბოლოს თეიმურაზ I დახმარებას სთხოვდა ოსმალეთსაც, მაგრამ უშედეგოდ. [[1658]] თვითონ გაემგზავრა რუსეთის სამხედრო დახმარების სათხოვნელად, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია. [[1661]] ბერად აღიკვეცა. მალე ირანში გაიწვიეს და აღუთქვეს კახეთის სამეფო ტახტის დაბრუნება, თუ მაჰმადიანობას მიიღებდა. თეიმურაზ I-მა უარი თქვა. ამის გამო შეიპყრეს და ასტრაბადის ციხეში გამოამწყვდიეს, სადაც გარდაიცვალა. მისი ნეშტი ქართველებმა სამშობლოში ჩამოასვენეს და [[ალავერდი]]ს მონასტერში დაკრძალეს.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/თეიმურაზ_I“-დან