თეიმურაზ I: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 163:
როგორც ითქვა როსტომ მეფე სიმონ-ხანის სიკვდილში თეიმურაზს სდებდა ბრალს. როცა დიდებულებმა და კათალიკოსმა თეიმურაზ-როსტომ შეარიგეს, თეიმურაზმა გარკვეული ვალდებულება იკისრა, მაგრამ „კახმა ბატონმა რაც პირობა და ფიცი მოგვცა, არც ერთი არ გაგვითავაო“, — ამბობს როსტომი. ამ ამბავს ასე აღწერს ფარსადან გორგიჯანიძე: „როსტომმა შეუთვალა თეიმურაზს ჩვენსა და თქვენს შუა მრავალი საქმენი ძენანო, ამას წინათ კახეთში სამი სოფელი დაგვიდევითო გაბრჭობამდისინო. ახლა ორივე უსაქმოდ ვართო და სადამდისინ უნდა ჩვენსა და ტქვენს შუა საქმენი გარდაუწყვეტი არისო, ქართლი და კახეთი არ მოისვენებსო. დრო ამის უკეთესი არ იქმნებისო. ორიოდე მცოდინარი და ერიო შენს სიძეს ალექსანდრეს ვსთხოვოთო და სრე ლევან დადიანს ვსთხოვოთო, გურიელისა და ახალციხის ფაშასაც ვსთხოვოთო, გავიბრჭნეთ და შევრიგდეთო, ჩვენც მოვისვენოთ და ჩვენი ქევყანანიც მოვასვენოთო. ეს ბატონს თეიმურაზს სწყენოდა, გაჯავრებულიყო და ეს სოფლები რომ გაბრჭომამდისინ მეფისათვის დაედვა, ისევ წაერტვა და მოხელები გამოყარა და მეფისათვის ასრე მიეწერა: შენის ძმისწულის მეფის სვიმონის მკვლელი ზურაბ ერისთავი იყო და მე მოვჰკალო, თქვენ კიდეც უნდა დამიმადლოთო, თოარადა ჩემთან სხვა რა საბჭო გაქვთო“.
 
1642 წელს ზაალ ერისთავმა, იოთამ ამილახვარმა, ნოდარ ციციშვილმა, დათუნას სიმამრმა ევდემოს დიასამიძემ და სხვებმა აჯანყება ჩაიფიქრეს როსტომის წინააღმდეგ და თეიმურაზის ქართლში გამეფება გადაწყვიტეს. თავადებს პატარა ჯავახიშვილისთვისაც შეუთვლიათ „ბატონს თეიმურაზს გაბატონებას უპირებთ და შემოგვეყარენითო“, მაგრამ იგი როსტომს მიმხრობია, რისთვისაც საჯილდოოდ „იის ციხე და ავკეთი“ უბოძებია<ref>„ქართულ-სპარსული ისტორიული საბუთები“, ვლ. ფუთურიძის გამ., თბ., 1955, გვ. 174</ref>. შეთქმულება გაცემული იქნა და როსტომმა სასტიკად დასაჯა მონაწილენი, შაჰ-აბას II-ს აცნობა, რომელმაც როსტომის დისშვილი ადამ სულტან ანდრონიკაშვილი გამოგზავნა კახეთზე გასაბატონებლად. თეიმურაზის მომხრე თავადები როსტომს შეურიგდნენ, ადამ-სულთან უკან გაბრუნდა. თეიმურაზი და როსტომი მაინც არ ცხრებოდნენ. „მიუხდა როსტომ მეფე სპითა დიდითა მაღაროს მყოფს მცირესპოსანს, თვინიერ ქიზიყელტაგან, ბატონს თეიმურაზსო“, — გვიამბობს ვახუშტი. მაგრამ კახელებმა გაიმარჯვეს, როსტომი დამარცხებული დაბრუნდა. ამის შემდეგ როსტომი თავს დაესხა თეიმურაზს თიანეთს, ჯარის ნაწილი კი ქიზიყისაკენ გაგზავნა. რუსეთის მეფის ალექსი მიხეილის ძისადმი 1649 წლის 13 აგვისტოს გაგზავნილ წერილში თეიმურაზი აღნიშნავდა — მტერი მრავალრიცხოვანი იყო, ჩვენ კი ცოტანიო<ref>„ტოლოჩანოვის იმერეთში ელჩობის მუხლობრივი აღწერილობა“, 1650-1652 წწ., იასე ცინცაძის გამ., თბ., 1970, გვ. 34</ref>. თეიმურაზი დამარცხდა. ამ ომში მოკლეს თეიმურაზის უკანასკნელი ვაჟი ბატონიშვილი დავითი, ქართლ-კახეთის ტახტის ერთადერთი კანონიერი მემკვიდრე, რომლის თავი სხვა მასთან დახოცილ თავადაზნაურთა თავებთან ერთად როსტომმა ყაენს გაუგზავნა და გამარჯვება მიულოცა. თეიმურაზი უნუგეშო მდგომარეობაში ჩავარდა. ფარსადან გორგიჯანიძე გვიამბობს:
 
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/თეიმურაზ_I“-დან