ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
(ბოტი: Flag_of_Russian_SFSR.svg შეიცვალა Flag_of_the_Russian_SFSR.svg-ით)
ხაზი 60:
[[1918]] წლის [[3 მარტი|3 მარტს]] რუსეთმა [[გერმანია]]სთან და მის მოკავშირეებთან დადო [[ბრესტის ზავი]], რომელიც ითვალისწინებდა [[ბათუმის ოლქი|ბათუმის]],[[ყარსის ოლქი|ყარსისა]] და არტაანის ოლქების [[თურქეთი]]სათვის გადაცემას. ზავის პირობები ამიერკავკასიის კომისარიატთან შეთანხმებული არ იყო, რადგან მას არც რუსეთი, არც თურქეთი და გერმანია არ ცნობდნენ. [[თურქეთი]] ზავით გადაცემულ ოლქებს ითხოვდა, თუმცა ამიერკავკასიამ ეს მოთხოვნა უარყო და შეეცადა დიპლომატიური გზით მოეგვარებინა შექმნილი ვითარება. [[1918]] წლის მარტში ქალაქ [[ტრაპიზონი|ტრაპიზონში]] დაიწყო მოლაპარაკება [[ამიერკავკასია]]სა და [[თურქეთი|თურქეთს]] შორის, თუმცა ამ მოლაპარაკებას ამიერკავკასიისათვის დადებითი შედეგი არ მოჰყოლია. თურქეთის არმიამ საომარი მოქმედებები დაიწყო და [[აპრილი]]სათვის უკვე დაკავებული ჰქონდათ [[ბათუმი]], [[ოზურგეთი]], [[მესხეთი]]. თურქული ჯარების შეჩერება მხოლოდ მდინარე [[ჩოლოქი|ჩოლოქზე]] მოხერხდა.
 
[[1918]] წლის [[22 აპრილი|22 აპრილს]] შექმნილი ვითარების გადასაწყვეტად შეიკრიბა ამიერკავკასიის სეიმი. შეკრებაზე გადაწყდა, რომ ამიერკავკასიის დამოუკიდებლობის ოფიციალურად გამოცხადების შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა [[თურქეთი]]ს აგრესიის თავიდან აცილება. ამიტომ, [[1918]] წლის [[22 აპრილი|22 აპრილს]] გამოცხადდა [[სუვერენიტეტი|დამოუკიდებელი სახელმწიფოს]] – ''ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის'' შექმნა. მთავრობის თავმჯდომარედ და საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა [[აკაკი ჩხენკელი]]. სეიმმა მიიღო გადაწყვეტილება თურქეთთან საზავო მოლაპარაკების გაგრძელების თაობაზე.
 
[[1918]] წლის [[28 მაისი|28 მაისს]] საქართველომ ხელი მოაწერა გერმანიასთან [[ფოთის ხელშეკრულება (1918)|ფოთის ხელშეკრულებას]], რითაც დაიწყო [[გერმანიის კავკასიური ექსპედიცია]] როგორც პოსტ-რევოლუციური არასტაბილურობის დამცველი [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთის]] სამხედრო ძალების წინააღმდეგ. აზერბაიჯანმა კი თავად აირჩია [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთი]] მოკავშირედ.