ახალგორის მუნიციპალიტეტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 15:
|ეროვნება = [[ქართველები]] 85.1%<br />[[ოსები]] 14.3%<br />[[რუსები]] 0.2%<br />[[სომხები]] 0.2%<br />[[აფხაზები]] 0.1%<ref name="საქსტატი">[http://www.geostat.ge/cms/site_images/_files/georgian/census/2002/II%20tomi%20.pdf საქსტატის 2002 წლის სოფლის მოსახლეობის აღწერის მონაცემები].</ref>
}}
'''ახალგორის მუნიციპალიტეტი''' ([[1935]]-[[1991]] წლებში '''ლენინგორის რაიონი''') — ადმინისტრაციულ -ტერიტორიული ერთეული, [[აღმოსავლეთი საქართველო|აღმოსავლეთ საქართველოში]], [[მცხეთა-მთიანეთის მხარე]]ში. ახლანდელი მუნიციპალიტეტის ტერიტორია [[1917]] წლამდე [[ტფილისის გუბერნია|ტფილისის გუბერნიის]] [[გორის მაზრა]]ში შედიოდა, [[1922]]-[[1990]] წწ. მუნიციპალიტეტიწლებში შედიოდა [[სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი|სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში]], [[1934]]-[[1990]] წწ. ეწოდებოდა ლენინგორის რაიონი. [[1992]] წლიდან [[საქართველო]]ს ხელისუფლების იურისდიქციის ქვეშ მყოფი ცალკე მუნიციპალიტეტია. ახალგორის მუნიციპალიტეტის ფართობია 1011 კმ². ადმინისტრაციული ცენტრი დაბა ახალგორი. 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ოკუპირებულია რუსეთის მიერ.
 
ახალგორის მუნიციპალიტეტს აღმოსავლეთით ესაზღვრება [[დუშეთის მუნიციპალიტეტი]], სამხრეთით [[კასპის მუნიციპალიტეტი]], დასავლეთით [[გორის მუნიციპალიტეტი]], ჩრდილოეთით [[ჯავის მუნიციპალიტეტი|ჯავისა]] და [[ყაზბეგის მუნიციპალიტეტი|ყაზბეგის მუნიციპალიტეტები]].
 
რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, ახალგორს რუსმა ოკუპანტებმა ისევ საბჭოთა სახელწოდება „ლენინგორი“ უწოდეს. მდებარეობს ალევის ქედის დასავლეთ კალთაზე, მდინარე ქსნის მარცხენა სანაპიროზე, რკინიგზის სადგურ ქსანიდან 35 კმ-ზე. დაბის სტატუსი მიენიჭა 1960 წელს. მოსახლეობა 2.5 ათასი (2002 წ.). დაბაში არის ადმინისტრაციული, კულტურის და ჯანდაცვის დაწესებულებები, მცირე საწარმოები.
ახალგორის მუნიციპალიტეტის ფართობია – 1011 კმ².
 
ზღვის დონიდან 800 მეტრამდე ზომიერად ნოტიო ჰავაა. იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ხანგრძლივი თბილი ზაფხული. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა: 9,6°C იანვრის: 1,6°C, ივლისის: 20,3°C აბსოლუტური მაქსიმუმი: 38°C, აბსოლუტური მინიმუმი: -28°C. ნალექები — 730 მმ წელიწადში.
 
სიმაღლის მატებასთან ერთად ტემპერატურა კლებულობს და ყელის ვულკანურ თხემზე საშუალო წლიური ტემპერატურა -5°,-6°C-ია. მთებში ნალექიანობა მატულობს და ყელის ზეგანზე 1600 მმ-ს აღწევს წელიწადში.
 
== ბუნება ==