დუშეთის მუნიციპალიტეტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 19:
დუშეთის მუნიციპალიტეტს სამხრეთით საზღვრავს [[მცხეთის მუნიციპალიტეტი]], დასავლეთით — [[კასპის მუნიციპალიტეტი|კასპისა]] და [[ახალგორის მუნიციპალიტეტი|ახალგორის მუნიციპალიტეტები]], ჩრდილოეთით საზღვრავს [[რუსეთის ფედერაცია]] და [[ყაზბეგის მუნიციპალიტეტი]], აღმოსავლეთით ესაზღვრება [[ახმეტის მუნიციპალიტეტი|ახმეტისა]] და [[თიანეთის მუნიციპალიტეტი|თიანეთის მუნიციპალიტეტები]]. დუშეთის მუნიციპალიტეტი [[მცხეთა-მთიანეთის მხარე|მცხეთა-მთიანეთის მხარის]] ყველაზე დიდი ადმინისტრაციული ერთეულია. დუშეთის მუნიციპალიტეტის ფართობია 2981.5 კმ².
 
ტერიტორიის დიდი ნაწილი [[კავკასიონი]]ს საშუალო და მაღალი მთებითაა წარმოდგენილი. სამხრეთი ნაწილი, რომელიც ბაზალეთის ზეგანზეა განლაგებული, შედარებით დაბალი სიმაღლეებით გამოირჩევა. საერთო ჯამში, დუშეთის ადმინისტრაციული ერთეულის სიმაღლე [[ზღვის დონე|ზღვის დონიდან]] 870-4000 მ-ის ფარგლებში იცვლება.<ref name="usaid" />
 
სიმაღლეთა ასეთი სხვაობის გამო მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ზონაში სხვადასხვა [[ჰავა]]ა ჩამოყალიბებული. შედარებით დაბალ ზონაში ჰავა ზომიერად ნოტიოა, [[ზამთარი]] ზომიერად ცივი, ხოლო [[ზაფხული]] შედარებით თბილი და ხანგრძლივი იცის. 870-900 მ-ის სიმაღლეზე ჰაერის საშუალო წლიური [[ტემპერატურა]] 9.7°C-ია, ნალექების საშუალო წლიური მოცულობა კი 740 მმ. სიმაღლესთან ერთად ჰავა მკაცრდება. მაღალ ზონაში მაღალი მთის ნოტიო ჰავაა ჩამოყალიბებული, მუდმივი [[თოვლი]]თა და [[მყინვარი|მყინვარებით]]; ნალექების რაოდენობა კი 1200-1600 მმ-ს აღწევს.<ref name="usaid" />
 
მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 2014 წლის მდგომარეობით 25 659 კაცია. სულ 283 დასახლებული პუნქტია, მათ შორის 1 ქალაქი, 2 დაბა და 280 სოფელი. ქალაქის მოსახლეობა 7 ათასი კაცია, ანუ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 80%.<ref name="usaid">[http://nala.ge/uploads/dusheti.pdf პროგრამა — საქართველოს რეგიონებში კლიმატის ცვლილებისა და ზემოქმედების შერბილების ზომების ინსტიტუციონალიზაცია]</ref>
 
== გეოგრაფია ==