გურჯაანის მუნიციპალიტეტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 18:
'''გურჯაანის მუნიციპალიტეტი''' — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული [[აღმოსავლეთი საქართველო|აღმოსავლეთ საქართველოში]], [[კახეთის მხარე]]ში. გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორია [[1917]] წლამდე შედიოდა [[თბილისის გუბერნია|თბილისის გუბერნიის]] [[თელავის მაზრა]]ში, [[1921]] წლიდან [[საქართველო]]ს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით იგი შედიოდა [[თელავის მაზრა]]ში, [[1930]] წლიდან კახეთის ოლქშია დამოუკიდებელ რაიონად, შემდეგ ცალკე რაიონია. ამჟამად მუნიციპალიტეტი.
 
გურჯაანის მუნიციპალიტეტს საზღვრავს 5 ადმინისტრაციული მუნიციპალიტეტი. დასავლეთით ესაზღვრება [[საგარეჯოს მუნიციპალიტეტი]], სამხრეთ-აღმოსავლეთით [[სიღნაღის მუნიციპალიტეტი]], ჩრდილო-დასავლეთით [[თელავის მუნიციპალიტეტი]], ჩრდილოეთით [[ყვარლის მუნიციპალიტეტი]], აღმოსავლეთით კი [[ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი]]. კახეთის მხარის ფარგლებში გურჯაანის მუნიციპალიტეტი ყველაზე პატარა ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულია. მისი ფართობია 846,0 კმ². სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს 39 430 ჰა უკავია, ხოლო ტყით დაფარული საერთო ფართი შეადგენს 27 730 ჰა-ს. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი [[გურჯაანი]].<ref name="usaid" />
 
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორია მიეკუთვნება ზომიერ ნოტიო სუბტროპიკულ ჰავის ოლქს. აღმოსავლეთით ვაკეზე ჩამოყალიბებულია ზომიერად ნოტიო ჰავა, ზომიერი [[ზამთარი|ზამთრითა]] და ცხელი [[ზაფხული]]თ. გომბორის ქედზე ზომიერად ნოტიო [[ჰავა]]ა, იცის ხანგრძლივი [[ზაფხული]]. [[ივრის ზეგანი|ივრის ზეგანზე]] იცის მშრალი სუბტროპიკული სტეპური ჰავა, ზომიერად ცივი [[ზამთარი|ზამთრითა]] და ცხელი [[ზაფხული]]თ.<ref name="usaid" />
 
საშუალო წლიური [[ტემპერატურა]]ა 12,4°C, წლის ყველაზე ცივი თვის, [[იანვარი|იანვრის]] საშუალო ტემპერატურაა 0,9°C, ხოლო ყველაზე ცხელი თვის, [[აგვისტო]]სი — 23.6°C. ნალექების საშუალო წლიური მოცულობა ტერიტორიის დიდ ნაწილში 800 მმ-მდეა, ხოლო ზეგნისკენ 500-600 მმ-მდე მცირდება. მუნიციპალიტეტის მთავარი მდინარეა [[ალაზანი]], მცირეწყლიანი მოკლე შენაკადებით ([[ჭერმისხევი]], შრომისხევი, ჩალაუბნისხევი, წილიანა და სხვა).<ref name="usaid" />
 
2014 წლის მდგომარეობით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა შეადგენს 54 337 კაცს. სულ 31 დასახლებაა, მათ შორის ერთი ქალაქია, რომლის მოსახლეობაა 10 000 კაცი, სოფლად კი 66 200 კაცი ცხოვრობს. მოსახლეობის სიმჭიდროვეა 90 კაცი/კვ.კმ, რაც ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს (67 კაცი/კვ,კმ) აღემატება. მოსახლეობის შემოსავლის ძირითადი წყაროებია: საბიუჯეტო ორგანიზაციები, სოფლის მეურნეობა, ხე-ტყის გადამუშავება და მცირე ბიზნესი.<ref name="usaid">[http://nala.ge/climatechange/geo/municipalities/municipalities-2/222-gurjaanis-municipaliteti პროგრამა — საქართველოს რეგიონებში კლიმატის ცვლილებისა და ზემოქმედების შერბილების ზომების ინსტიტუციონალიზაცია]</ref>
 
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დიდი ნაწილი [[ჰერეთი]]ს ფარგლებში იყო და ვეჯინის საერისთავოში შედიოდა. [[XV საუკუნე|XV საუკუნის]] 70-იანი წლებიდან, კახეთში საერისთავოების გაუქმების შემდეგ, აქ რამდენიმე სამოურავო იყო (ვეჯინის, ველისციხის, კალაურის, შაშიანის, ახაშნის, ჯიმითის, ჩუმლაყის და სხვა).
ხაზი 136:
==რესურსები ინტერნეტში==
*[http://gurjaani.ge/ ოფიციალური საიტი]
 
==სქოლიო==
{{სქოლიო}}
 
{{გურჯაანის მუნიციპალიტეტი}}