ოქტავიანე ავგუსტუსი: განსხვავება გადახედვებს შორის

→‎კონსპირაცია: ვიკიფიცირება
(→‎კონსპირაცია: ვიკიფიცირება)
მიუხედავად ამისა, არსებობდნენ ისეთებიც, რომლებიც შეაშფოთა მეორე შეთანხმებით ავგუსტუსისათვის გადაცემული ძალაუფლების გაფართოებამ. ეს განწყობილება ფანიუს კაეპიოს გამომჟღავნებული შეთქმულებით დაგვირგვინდა.<ref name="Southern გვ. 109"/> [[ძვ. წ. 22]] წლის 1 სექტემბრამდე მცირე ხნით ადრე, ვინმე კასტრიციუსმა ავგუსტუსს მიაწოდა ინფორმაცია ფანიუს კაეპიოს მეთაურობით მოწყობილი შეთქმულების შესახებ.<ref>Swan, გვ. 241; Syme, გვ. 483</ref> შეთქმულთა შორის სახელდებოდა [[ლუციუს ლიცინიუს ვარონ მურენა]]ც, რომელიც მარკუს პრიმუსის საქმეზე ამ უკანასკნელის დამცველი იყო. ისინი დაუსწრებლად გაასამართლეს პროცესზე, სადაც ბრალმდებლის ფუნქციას [[ტიბერიუსი]] ასრულებდა. მსაჯულთა კოლეგიამ შეთქმულები დამნაშავეებად ცნო, თუმცა ეს განაჩენი ერთსულოვანი არ ყოფილა.<ref>Wells, გვ. 53; Holland, გვ. 301</ref> ყველა ბრალდებულს სიკვდილი მიესაჯა სახელმწიფო ღალატისათვის. განაჩენი უნდა აღსრულებულიყო მათი შეპყრობისთანავე, თავის გასამართლებელი ყოველგვარი მტკიცებულების წარმოდგენის საშუალების მიცემის გარეშე.<ref>Davies, გვ. 260; Holland, გვ. 301</ref> მომხდარი მოვლენების ეფექტური მიჩქმალვით ავგუსტუსმა უზრუნველყო რესპუბლიკური მთავრობის ფასადის შენარჩუნება.<ref>Holland, გვ. 301</ref>
 
[[ძვ. წ. 19]] წელს სენატმა ავგუსტუსს კონსულის საერთო ძალაუფლება მიანიჭა, [[ძვ. წ. 23]] წელს მიღებული პროკონსულის ძალაუფლების მსგავსად. მისი ტრიბუნალური ავტორიტეტის მსგავსად, კონსულის ძალაუფლებაც წარმოადგენდა კიდევ ერთ საშუალებას იმ თანამდებობათა გასაკონტროლებლად, რომელთაც იგი რეალურად არ ფლობდა.<ref name="ccaa 43" /> გარდა ამისა, ავგუსტუსს ნება დართეს კონსულის ინსიგნია ეტარებინა საჯაროდ და სენატის წინაშეც,<ref name="eck 60" /> აგრეთვე, მჯდარიყო სიმბოლურ სკამზე ორ კონსულს შორის და სჭეროდა [[ფასცები]], კონსულის ავტორიტეტის სიმბოლო.<ref name="ccaa 43">Gruen (2005), 43.</ref> როგორც ჩანს, ეს ხალხის დასაშოშმინებლად იყო გაკეთებული. მიუხედავად იმისა, იქნებოდა ავგუსტუსი კონსული თუ არა, მნიშვნელოვანი ის იყო, რომ მისი ეს ორივე მდგომარეობა ხალხისათვის ერთი და იგივე იყო და რომ აუცილებლობის შემთხვევაში მას კონსულის ძალაუფლების გამოყენება შეეძლო. [[ძვ. წ. 12]] წლის 6 მარტს, ლეპიდუსის გარდაცვალების შემდეგ, ავგუსტუსმა დამატებით მიიღო ''[[პონტიფექს მაქსიმუსისმაქსიმუსი]]ს'' სტატუსიტიტული, რითაც გახდა პონტიფების კოლეგიის უმაღლესი ქურუმი და დაიკავა უმნიშვნელოვანესი ადგილი რომაულ რელიგიაში.<ref>Bowersock (1990), გვ. 380. The date is provided by inscribed calendars; see also Augustus, ''[[Res Gestae Divi Augusti|Res Gestae]]'' [http://penelope.uchicago.edu/Thayer/E/Roman/Texts/Augustus/Res_Gestae/2*.html#10 10.2]. Dio [http://penelope.uchicago.edu/Thayer/E/Roman/Texts/Cassius_Dio/54*.html#27.2 27.2] reports this under 13&nbsp;BC, probably as the year in which Lepidus died (Bowersock (1990), გვ. 383).</ref><ref name="ccaa 28">Eder (2005), 28.</ref>{{sfn-2|სანიკიძე|(1984)|გვ=11}} [[ძვ. წ. 2]] წლის 5 თებერვალს ავგუსტუსმა მიიღო ''pater patriae''-ის, „სამშობლოს მამის“ ტიტული.<ref>Mackay (2004), 186.</ref><ref name="eck 129">Eck (2003), 129.</ref>{{sfn-2|სანიკიძე|(1984)|გვ=11}}
 
=== სტაბილურობა და ძალაუფლების შენარჩუნება ===