ოქტავიანე ავგუსტუსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 278:
ცენზორის ძალაუფლების გამოყენებით, ავგუსტუსმა რომაული პატრიოტიზმის ღირსებებს მიმართა, როდესაც ფორუმში კლასიკური [[ტოგა|ტოგის]] გარდა სხვა სამოსით შესვლა აკრძალა.<ref name="ccaa 30">Eder (2005), 30.</ref> რომაული მმართველობის სისტემაში მანამდე არ არსებულა იმის პრეცედენტი, რომ ტრიბუნისა და ცენზორის უფლებამოსილებები ერთი პიროვნების ხელში გაერთიანებულიყო, ამასთანავე, ავგუსტუსი არც არასდროს აურჩევიათ ცენზორის თანამდებობაზე.<ref name="bunson 80">Bunson (1994), 80.</ref> მსგავსი უფლებამოსილება მინიჭებული ჰქონდა იულიუს კეისარსაც, როდესაც იგი სახელმწიფოს მორალის უმაღლეს ზედამხედველად დაინიშნა, თუმცა ამ თანამდებობის ძალაუფლება არ ვრცელდებოდა ცენზორის შესაძლებლობებამდე მოეწყო აღწერა და განესაზღვრა სენატის სია. ავგუსტუსის მიერ ტრიბუნალური ძალაუფლების მოპოვების შემდეგ, სახალხო ტრიბუნის თანამდებობამ პრესტიჟი დაკარგა. მისი მნიშვნელობის აღსადგენად, ოქტავიანემ ეს თანამდებობა პრეტორობის მსურველი ყოველი პლებეისათვის სავალდებულოდ გამოაცხადა.<ref name="bunson 427">Bunson (1994), 427.</ref>
 
[[File:CaesarAugustusPontiusMaximusCloseup.jpg|thumb|left|upright|''ვია ლაბიკანა ავგუსტუსი'' — ავგუსტუსი, როგორც [[პონტიფექს მაქსიმუსი]].]]
ავგუსტუსს მიენიჭა ერთპიროვნული [[იმპერიუმი]] საკუთრივ ქალაქ რომში და დამატებით მიიღო პროკონსულისა და ტრიბუნის ძალაუფლება და უფლებამოსილება სიცოცხლის ბოლომდე. ტრადიციულად, პროკონსულები (რომის პროვინციათა გუბერნატორები) კარგავდნენ თავიანთ უზენაეს ძალაუფლებას მას შემდეგ, რაც გადაკვეთდნენ ''პომერიუმს'', რომის წმინდა საზღვარს და ქალაქში შევიდოდნენ. ამ სიტუაციაში, ავგუსტუსს ექნებოდა ძალაუფლება, როგორც მისი ტრიბუნალური უფლებამოსილების ნაწილი, თუმცა პომერიუმის შიგნით, მისი სამართლებრივი იმპერიუმი მოქმედი კონსულებისაზე მცირე იქნებოდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ქალაქში ყოფნისას, იგი, შესაძლოა, არ ყოფილიყო სამართლებრივი მაგისტრატი უმაღლესი ძალაუფლებით. მისი ავტორიტეტის პრესტიჟის წყალობით, მისი სურვილები, როგორც წესი, სრულდებოდა, თუმცა, შესაძლოა, მაინც წარმოქმნილიყო გარკვეული სირთულეები. უფლებამოსილების ამ ვაკუუმის ამოსავსებად, სენატმა მხარი დაუჭირა იდეას, რომ ავგუსტუსის უმაღლესი პროკონსულარული ძალაუფლება არ უნდა შემცირებულიყო მისი ქალაქის კედლებს შიგნით ყოფნისას. ქალაქის ყველა შეიარაღებული ძალა, სამართლებრივად, საქალაქო პრეტორისა და კონსულების კონტროლქვეშ იყო, თუმცა არსებულმა სიტუაციამ ისინი ავგუსტუსის ერთპიროვნული მმართველობის ქვეშ მოაქცია.<ref name="eck 60">Eck (2003), 60.</ref>