ოქტავიანე ავგუსტუსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ჩასწორდა ბმული
ხაზი 195:
[[ძვ. წ. 36]] წელს, ოქტავიანემ და [[მარკუს ემილიუს ლეპიდუსი (ტრიუმვირი)|ლეპიდუსმა]] სექსტუსის წინააღმდეგ [[სიცილია]]ში ერთობლივი ოპერაცია დაიწყეს.<ref name="eck 25 26">Eck (2003), 25–26.</ref> ოქტავიანეს უკუსვლების მიუხედავად, მხედართმთავარმა [[მარკუს ვიფსანიუს აგრიპა|აგრიპამ]] 3 სექტემბერს, ნავლოქოსის ბრძოლაში, თითქმის მთლიანად გაანადგურა პომპეუსის საზღვაო ფლოტი.<ref name="eck 26" /> სექსტუსი, თავის დარჩენილ ძალებთან ერთად, აღმოსავლეთში გაიქცა, სადაც, მომდევნო წელს, [[მილეტი|მილეტში]] შეიპყრო და სიკვდილით დასაჯა ანტონიუსის ერთ-ერთმა სარდალმა.<ref name="eck 26">Eck (2003), 26.</ref> მას შემდეგ, რაც ოქტავიანემ და ლეპიდუსმა პომპეუსის ძალების კაპიტულაცია მიიღეს, ამ უკანასკნელმა სიცილიის დაუფლება სცადა და ოქტავიანეს წასვლა მოსთხოვა,<ref name="eck 26" /> თუმცა, იგი საკუთარმა ჯარებმა მიატოვეს და ოქტავიანეს მიემხრნენ, მას შემდეგ, რაც ბრძოლით დაღლილებმა მისგან ფულის შეთავაზება მიიღეს.<ref name="eck 26" />
 
ლეპიდუსი ჩაბარდა ოქტავიანეს. მას ნება დართეს შეენარჩუნებინა ''[[პონტიფექს მაქსიმუსისმაქსიმუსი]]ს'' (უზენაესი ქურუმი) სტატუსი, თუმცა გაირიცხა ტრიუმვირატიდან, მისი საჯარო კარიერა დასრულდა და გადასახლებულ იქნა იტალიაში, ვილა კაპე ცირცეიაში.<ref name="Scullard 1982 164"/><ref name="eck 26" /> ამჯერად, რომის სამფლობელოები გადანაწილდა ოქტავიანესა და ანტონიუსს შორის; პირველს დასავლეთი ნაწილი შეხვდა, მეორეს კი — აღმოსავლეთი.<ref name="ქსე" />{{sfn-2|სანიკიძე|(1984)|გვ=6}} ოქტავიანემ უზრუნველყო რომის მოქალაქეთა საკუთრების უფლებები, რათა შეენარჩუნებინა მშვიდობა და სტაბილურობა იმპერიის საკუთარ ნაწილში. ამჯერად, მან თავისი დათხოვნილი ჯარისკაცები იტალიის გარეთ დაასახლა, ასევე, მათ პირვანდელ რომაელ მფლობელებს დაუბრუნა ის 30 000 მონა, რომლებიც იმისთვის გაიქცნენ, რომ პომპეუსის არმიასა და ფლოტს შეერთებოდნენ.<ref name="eck 26 27">Eck (2003), 26-27.</ref> რომში დაბრუნების შემდეგ, ოქტავიანემ თავისთვის, აგრეთვე, ცოლისა და დისთვისაც, სენატს ტრიბუნალური იმუნიტეტი მიანიჭებინა, რათა უზრუნველეყო თავისი პირადი და ლივიასა და [[ოქტავია უმცროსი|ოქტავიას]] უსაფრთხოება.<ref name="eck 27 28">Eck (2003), 27–28.</ref>
 
==== ომი ანტონიუსთან ====