იბერები (ესპანეთი): განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{მრავალმნიშვნელოვნება*|იბერები}} '''იბერები''' (ბერძნ. Ibēres, ლათ. ...
(განსხვავება არ არის)

12:14, 12 ოქტომბერი 2007-ის ვერსია

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ იბერები.

იბერები (ბერძნ. Ibēres, ლათ. Hiberi, Hiberes) ესპანეთის უძველესი მოსახლეობა. თავდაპირველად ცხოვრობდნენ სამხრეთ და აღმოსავლეთ ესპანეთის ტერიტორიაზე. შემდეგ - (ძვ. წ. VII-III სს.) მთელ პირენეს ნახევარკუნძულზე. წარმოშობით ჩრდილოეთი აფრიკულ ტომებად მიიჩნევდნენ, ძველთაგანვე არსებობდა აზრი კავკასიის იბერებთა მათი ნათესაობის შესახებ (აპიანე ალექსანდრიელი, სტრაბონი), რაც ცნობილი იყო ქართველი მოღვაწეებისთვის ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში (გიორგი მთაწმინდელი).