ჯალალედინ რუმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 185:
 
მევლევის საძმო რუმის გარდაცვალების შემდეგ, 1273 წელს მისმა მიმდევრებმა დააარსეს.<ref>"Sufism". gmu.edu</ref> მისი პირველი მემკვიდრე ჰუსამ ჩალაბი იყო, რომელიც 1284 წელს გარდაიცვალა. საძმოს სათავეში პოეტის ერთადერთი ცოცხალი შვილი სულთან ველედი ჩაუდგა, რომელიც ცნობილი "მესნევი რაბაბნამას" (რაბაბის წიგნის) ავტორია და მის გარდაცვალებამდე (1312 წლამდე) ხელმძღვანელობდა.<ref>ISCA—The Islamic Supreme Council of America Archived August 27, 2013, at the Wayback Machine.</ref> მას შემდეგ მევლევის საძმოს რუმის შთამომავლები უძღვებიან.<ref>"Mevlâna Celâleddin Rumi". Retrieved 2007-05-19</ref> აღნიშნული საძმოს წევრები ზიქრის დროს სამას იყენებენ. ეს ტრადიცია რუმის დროიდან მოდის, როცა მისი დერვიშები იკრიბებოდნენ და მუსიკის თანხლებით ასრულებდნენ რიტუალებს.
 
''"აქ ვიღაც როკავს... მოცეკვავის ხელის ჩრდილებმა''
 
''დაჩრდილეს ყველა სრულყოფილის სრულყოფილება;''
 
''შენ თუ ვერ ხედავ _ მოცეკვავე რაა ქმნილება,''
 
''გულში შეიძელ სხივმოსილი მთვარის მხილება".''
 
გარდა იმისა, რომ ჯალალ ედ-დინი პოეტი და მისტიკოსი იყო, ის რობაბზე კარგად უკრავდა.<ref>"About the Mevlevi Order of America". hayatidede.org.</ref> დერვიშების სარიტუალო როკვის მუსიკა შეიცავს ამონარიდებს რუმის ამონარიდებს მესნევიდან და შამსეს დივანიდან ან სულთან ველედის ლექსებიდან.<ref>"About the Mevlevi Order of America". hayatidede.org.</ref> აღსანიშნავია, რომ მევლევის საძმო კარგად ჩამოყალიბებული ერთობა იყო და მისის წევრები მაღალ თანამდებობებსაც კი იკავებდნენ ოსმალეთის იმპერიაში. საძმოს ცენტრი თურქეთის ქალაქი კონიაა. ასევე [[სტამბოლი|სტამბოლში]], გალათას კოშკთან მდებარეობს ამ საძმოს მონასტერი (درگاه, დარგაჰ), სადაც სამა სრულდება და საზოგადოებისთვის მისაწვდომია. ასეთ დროს მევლევის საძმო ნებისმიერი წარმოშობის ადამიანებს იწვევს.
Line 192 ⟶ 200:
თანამედროვე სეკულარული თურქული რესპუბლიკის ჩამოყალიბებისთანავე [[მუსტაფა ქემალ ათათურქი| მუსტაფა ქემალ ათათურქმა]] რელიგია საჯარო სივრციდან განდევნა და იმდენად შეზღუდა, რომ პირადი ცხოვრების შემადგენელი ნაწილი გახდა. 1925 წლის 13 დეკემბერს გამოვიდა კანონი, რომელიც ხურავდა დერვიშების შეკრების ყველა ადგილს, სადაც მოსალოცად ({{lang-ar|}} - ზიარა) მიდიოდნენ. მხოლოდ სტამბოლში ამგვარი 250 მონასტერი და პატარ-პატარა შეკრების ადგილები სხვადასხვა საძმოებისთვის. ეს კანონი ყველა სუფიურ საძმოს დაშლილად აცხადებდა, კრძალავდა მისტიკური სახელების, ტიტულებისა და ტიტულების შესაბამისი ტანისამოსის გამოყენებას. ასევე აყადაღებდა საძმოების საკუთრებას, კრძალავდა მათს რიტუალებს, შეკრებებს და აწესებდა სასჯელს მათთვის, ვინც საძმოების აღდგენას შეეცდებოდა. ორი წლის შემდეგ, 1927 წელს, მევლანას მავზოლეუმი კონიაში გაიხსნა როგორც მუზეუმი.<ref>Mango, Andrew, Atatürk: The Biography of the Founder of Modern Turkey, (2002), ISBN 978-1-58567-011-6.</ref>
 
1950-იან წლებში თურქეთის ხელისუფლებამ მბრუნავ დერვიშებს კონიაში წელიწადში ერთხელ რიტუალის შესრულების უფლება მისცა. მევლანას ფესტივალი დეკემბერში ორ კვირაზე მეტხანს გრძელდება. კულმინაცია რუმის გარდაცვალების დღე 17 დეკემბერია, რომელსაც შაბე 'არუსს (ქორწილის ღამეს) უწოდებენ. ეს დღე რუმის ღმერთთან შერწყმის დღედ აღიქმება სუფიებში.<ref>Kloosterman Genealogy, Jalal al-Din Muhammad Rumi</ref> 1974 წელს მბრუნავ დერვიშებს დასავლეთში მოგზაურობის უფლება მისცეს. 2005 წელს [[იუნესკო|იუნესკომ]] მევლევის საძმოს სამას რიტუალი კაცობრიობის ზეპირსიტყვიერებისა და არამატერიალური მემკვიდრეობის ერთ-ერთ შედევრად აღიარა.<ref>The Mevlevi Sema Ceremony UNESCO.</ref>
 
 
== სქოლიო ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჯალალედინ_რუმი“-დან