ჯალალედინ რუმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 125:
 
მესნევის სხვა ტაეპებში რუმი საყოველთაო სიყვარულის არსს დაწვრილებით ხსნის:
 
 
 
Line 132 ⟶ 131:
''სიყვარული ჭოგრიტია ღვთაებრივი საოცრების."''<ref>Naini, Majid. The Mysteries of the Universe and Rumi's Discoveries on the Majestic Path of Love.</ref>
 
 
საინტერესოა, რომ რუმის საყვარელი მუსიკალური ინსტრუმენტი ნეი (ლერწმის სალამური) იყო.<ref>Charles Haviland (2007-09-30). "The roar of Rumi—800 years on". BBC News. Retrieved 2007-09-30.</ref>
Line 174 ⟶ 172:
სპარსი პოეტის შემოქმედება მსოფლიოს მრავალ ენაზეა ნათარგმნი და მისი შემოქმედება სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებაზე გამოაქვთ.<ref>"Rumi Network by Shahram Shiva -- The World's Most Popular Website on Rumi". rumi.net.</ref> მაგ, ქოლმან ბარქსის მიერ შესრულებული ინგლისურენოვანი თარგმანების ნახევარ მილიონზე მეტი ეგზემპლარი არის გაყიდული მსოფლიოს მასშტაბით.<ref>"University of Tehran". ut.ac.ir</ref> რუმის შემოქმედება კი აშშ-ში საკმაოდ პოპულარულია.<ref>Curiel, Jonathan, San Francisco Chronicle Staff Writer, Islamic verses: The influence of Muslim literature in the United States has grown stronger since the Sept. 11 attacks (February 6, 2005), Available online (Retrieved Aug 2006)</ref> აღსანიშნავია, რომ ამერიკელი მწერლის, ფერეიდუნ კიას ნათარგმნი და დიპაკ ჩოპრას მიერ რედაქტირებული რუმის სასიყვარულო პოემები შესრულებული აქვთ ისეთ ცნობილ ადამიანებს, როგორებიც არიან: [[მადონა]], გოლდი ჰოუნი, ფილიპ გლასი და [[დემი მური]].
 
ინდოეთში, კერძოდ ქალაქ ლუქნოუში არის ცნობილი ღირსშესანიშნაობა, რომელსაც რუმის კარიბჭე ეწოდება პოეტის პატივსაცემად და ლუქნოუში. ასევე მევლანა და მისი მავზოლეუმი გამოსახული იყო 5000 თურქული ლირის ბანკნოტებზე 1981-1994 წლებში.<ref>Central Bank of the Republic of Turkey. Banknote Museum: 7. Emission Group—Five Thousand Turkish Lira—I. Series, II. Series & III. Series. Retrieved on 20 April 2009. Archived 2 June 2009 at WebCite</ref>
 
=== კავშირი ირანთან ===
 
ارسی گو گرچه تازی خوشتر است — عشق را خود صد زبان دیگر است
 
"რაც არ უნდა უკეთესი იყოს არაბული, წარმოთქვი სპარსულად - სიყვარული ყველა ენაზე თავისით იპოვის საკუთარ გზას".
 
კულტურულმა, ისტორიულმა და ლინგვისტურმა კავშირებმა ირანთან რუმი გამოჩენილ სპარს პოეტად აქცია. რამდენიმე ცნობილი რუმოლოგი: ფორუზანფარი, ნაინი, საბზევარი და ა.შ. ასევე ირანელები იყვნენ.<ref>Franklin Lewis, Rumi: Past and Present, East and West, Oneworld Publications, 2000.</ref> ამონარიდები რუმის პოეზიიდან ირანის ბევრი ქალაქის კედელზე, სპარსულ მუსიკასა და სასკოლო წიგნებში გვხვდება.<ref>See for example 4th grade Iranian school book where the story of the Parrot and Merchant from the Mathnawi is taught to students</ref>
 
=== მევლევის სუფიური საძმო ===
 
მევლევის საძმო რუმის გარდაცვალების შემდეგ, 1273 წელს მისმა მიმდევრებმა დააარსეს.<ref>"Sufism". gmu.edu</ref> მისი პირველი მემკვიდრე ჰუსამ ჩალაბი იყო, რომელიც 1284 წელს გარდაიცვალა. საძმოს სათავეში პოეტის ერთადერთი ცოცხალი შვილი სულთან ველედი ჩაუდგა, რომელიც ცნობილი "მესნევი რაბაბნამას" (რაბაბის წიგნის) ავტორია და მის გარდაცვალებამდე (1312 წლამდე) ხელმძღვანელობდა.<ref>ISCA—The Islamic Supreme Council of America Archived August 27, 2013, at the Wayback Machine.</ref> მას შემდეგ მევლევის საძმოს რუმის შთამომავლები უძღვებიან.<ref>"Mevlâna Celâleddin Rumi". Retrieved 2007-05-19</ref> აღნიშნული საძმოს წევრები ზიქრის დროს სამას იყენებენ. ეს ტრადიცია რუმის დროიდან მოდის, როცა მისი დერვიშები იკრიბებოდნენ და მუსიკის თანხლებით ასრულებდნენ რიტუალებს.
 
გარდა იმისა, რომ ჯალალ ედ-დინი პოეტი და მისტიკოსი იყო, ის რობაბზე კარგად უკრავდა.<ref>"About the Mevlevi Order of America". hayatidede.org.</ref> დერვიშების სარიტუალო როკვის მუსიკა შეიცავს ამონარიდებს რუმის ამონარიდებს მესნევიდან და შამსეს დივანიდან ან სულთან ველედის ლექსებიდან.<ref>"About the Mevlevi Order of America". hayatidede.org.</ref> აღსანიშნავია, რომ მევლევის საძმო კარგად ჩამოყალიბებული ერთობა იყო და მისის წევრები მაღალ თანამდებობებსაც კი იკავებდნენ ოსმალეთის იმპერიაში. საძმოს ცენტრი თურქეთის ქალაქი კონიაა. ასევე [[სტამბოლი|სტამბოლში]], გალათას კოშკთან მდებარეობს ამ საძმოს მონასტერი (درگاه, დარგაჰ), სადაც სამა სრულდება და საზოგადოებისთვის მისაწვდომია. ასეთ დროს მევლევის საძმო ნებისმიერი წარმოშობის ადამიანებს იწვევს.
 
ოსმალეთის იმპერიის დროს მევლევის საძმოში მოღვაწეობდნენ ცნობილი მუსიკოსები და პოეტები: შეიხ ღალიბი, ისმაილ რუსუჰი დედე, ესრარ დედე, ჰალეთ ეფენდი და გავსი დედე, რომლებიც სტამბულში არიან დაკრძალულნი.<ref>Web Page Under Construction</ref> ნეიზე დაკრული მუსიკა რუმის მიმდევრების რიტუალების დროს მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
 
თანამედროვე სეკულარული თურქული რესპუბლიკის ჩამოყალიბებისთანავე [[მუსტაფა ქემალ ათათურქი| მუსტაფა ქემალ ათათურქმა]] რელიგია საჯარო სივრციდან განდევნა და იმდენად შეზღუდა, რომ პირადი ცხოვრების შემადგენელი ნაწილი გახდა. 1925 წლის 13 დეკემბერს გამოვიდა კანონი, რომელიც ხურავდა დერვიშების შეკრების ყველა ადგილს, სადაც მოსალოცად ({{lang-ar|}} - ზიარა) მიდიოდნენ. მხოლოდ სტამბოლში ამგვარი 250 მონასტერი და პატარ-პატარა შეკრების ადგილები სხვადასხვა საძმოებისთვის. ეს კანონი ყველა სუფიურ საძმოს დაშლილად აცხადებდა, კრძალავდა მისტიკური სახელების, ტიტულებისა და ტიტულების შესაბამისი ტანისამოსის გამოყენებას. ასევე აყადაღებდა საძმოების საკუთრებას, კრძალავდა მათს რიტუალებს, შეკრებებს და აწესებდა სასჯელს მათთვის, ვინც საძმოების აღდგენას შეეცდებოდა. ორი წლის შემდეგ, 1927 წელს, მევლანას მავზოლეუმი კონიაში გაიხსნა როგორც მუზეუმი.<ref>Mango, Andrew, Atatürk: The Biography of the Founder of Modern Turkey, (2002), ISBN 978-1-58567-011-6.</ref>
 
1950-იან წლებში თურქეთის ხელისუფლებამ მბრუნავ დერვიშებს კონიაში წელიწადში ერთხელ რიტუალის შესრულების უფლება მისცა. მევლანას ფესტივალი დეკემბერში ორ კვირაზე მეტხანს გრძელდება. კულმინაცია რუმის გარდაცვალების დღე 17 დეკემბერია, რომელსაც შაბე 'არუსს (ქორწილის ღამეს) უწოდებენ. ეს დღე რუმის ღმერთთან შერწყმის დღედ აღიქმება სუფიებში.<ref>Kloosterman Genealogy, Jalal al-Din Muhammad Rumi</ref> 1974 წელს მბრუნავ დერვიშებს დასავლეთში მოგზაურობის უფლება მისცეს. 2005 წელს [[იუნესკო|იუნესკომ]] მევლევის საძმოს სამას რიტუალი კაცობრიობის ზეპირსიტყვიერებისა და არამატერიალური მემკვიდრეობის ერთ-ერთ შედევრად აღიარა.<ref>The Mevlevi Sema Ceremony UNESCO.</ref>
 
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჯალალედინ_რუმი“-დან