ჯალალედინ რუმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 163:
 
მევლანა საკუთარ დივანში ნათლად აჩვენებს, რომ ის მართლაც მუსლიმია: "სუფის მუჰამედის ისეთივე იმედი აქვს, როგორც [[აბუ ბაქრი|აბუ ბაქრს]].<ref>Quoted in Ibrahim Gamard, Rumi and Islam: Selections from His Stories, Poems, and Discourses — Annotated and Explained, p. 171.</ref>
 
== მემკვიდრეობა ==
 
რუმის პოეტური ფორმები კლასიკური ირანული და ავღანური მუსიკის საფუძველია. მისი პოეზიის თანამედროვე კლასიკური ინტერპრეტაციები გვხვდება მუჰამად რეზა შაჯარიანთან, შაჰრამ ნაზერთან, დავუდ აზადთან (წარმოშობით ირანელები) და უსთად მოჰამად ჰამზე ჩეშთისთან (ავღანეთიდან). დასავლურ სამყაროში მევლანას სწავლებები სუფიზმის ფილოსოფიისა და გამოვლინების ერთ-ერთ საუკეთესო შესავალს წარმოადგენს. მაგ, შაჰრამ შივა დაახლოებით 20 წელი ინგლისურენოვან ქვეყნებში ავრცელებდა რუმის პოეზიის თარგმანებს. პაკისტანელ პოეტი მუჰამად იკბალი რუმის შემოქმედებამ შთააგონა და ამ უკანასკნელს თავის სულიერ წინამძღოლადაც თვლიდა. უფრო მეტიც, მევლანას ის პატივისცემის ნიშნად "ფირ რუმიდ" მოიხსენიებდა საკუთარ ლექსებში. ("ფირი" ზოგადად უფროს, მოხუც ადამიანს ნიშნავს, თუმცა სუფიზმის კონტექსტში ბატონის, მასწავლებელის, წინამძღოლის ან დამაარსებლის მნიშვნელობას იძენს).<ref>Said, Farida. "REVIEWS: The Rumi craze". Archived from the original on 2007-09-27. Retrieved 2007-05-19.</ref>
 
შაჰრამ შივა ამტკიცებს, რომ ჯალალედინ რუმის ძალუძს, სიტყვებით მკაფიოდ და უშუალოდ გადმოსცეს პიროვნული ზრდისა და განვითარების რთული სამყარო. მისი თქმით, რუმის ლექსები ეკლესიებში, სინაგოგებსა და ძენის მონასტრებში ისევე ისმის, როგორც [[ნიუ-იორკი|ნიუ-იორკის]] მუსიკალურ სცენებზე.
 
პროფესორ მაჯიდ ნაინის თანახმად,<ref>"index". naini.net.</ref> ''"რუმის ცხოვრება და გარდასახვა ჭეშმარიტი მტკიცებულებაა, რომ ნებისმიერი რელიგიისა და წარმომავლობის ადამიანებს შეუძლიათ მშვიდად თანაცხოვრება. მისი ხედვები, სიტყვები და ცხოვრება გვასწავლის, თუ როგორ უნდა დავეუფლოთ შინაგან სიმშვიდეს, ბედნიერებას და როგორ უნდა შევწყვიტოთ უსაზღვრო ტალღა".''
 
სპარსი პოეტის შემოქმედება მსოფლიოს მრავალ ენაზეა ნათარგმნი და მისი შემოქმედება სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებაზე გამოაქვთ.<ref>"Rumi Network by Shahram Shiva -- The World's Most Popular Website on Rumi". rumi.net.</ref> მაგ, ქოლმან ბარქსის მიერ შესრულებული ინგლისურენოვანი თარგმანების ნახევარ მილიონზე მეტი ეგზემპლარი არის გაყიდული მსოფლიოს მასშტაბით.<ref>"University of Tehran". ut.ac.ir</ref> რუმის შემოქმედება კი აშშ-ში საკმაოდ პოპულარულია.<ref>Curiel, Jonathan, San Francisco Chronicle Staff Writer, Islamic verses: The influence of Muslim literature in the United States has grown stronger since the Sept. 11 attacks (February 6, 2005), Available online (Retrieved Aug 2006)</ref> აღსანიშნავია, რომ ამერიკელი მწერლის, ფერეიდუნ კიას ნათარგმნი და დიპაკ ჩოპრას მიერ რედაქტირებული რუმის სასიყვარულო პოემები შესრულებული აქვთ ისეთ ცნობილ ადამიანებს, როგორებიც არიან: [[მადონა]], გოლდი ჰოუნი, ფილიპ გლასი და [[დემი მური]].
 
ინდოეთში, კერძოდ ლუქნოუში არის ცნობილი ღირსშესანიშნაობა, რომელსაც რუმის კარიბჭე ეწოდება პოეტის პატივსაცემად და ლუქნოუში. ასევე მევლანა და მისი მავზოლეუმი გამოსახული იყო 5000 თურქული ლირის ბანკნოტებზე 1981-1994 წლებში.<ref>Central Bank of the Republic of Turkey. Banknote Museum: 7. Emission Group—Five Thousand Turkish Lira—I. Series, II. Series & III. Series. Retrieved on 20 April 2009. Archived 2 June 2009 at WebCite</ref>
 
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჯალალედინ_რუმი“-დან