ჯალალედინ რუმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 64:
 
დღეს მე-13 საუკუნის მევლანას მავზოლეუმი, სუფიების მედიტაცია, დერვიშების საცხოვრებელი უბნები, მევლევის საძმოს ყოფილი წევრების საფლავები დღემდე უამრავ ადამიანს იზიდავს მუსლიმური თუ არამუსლიმური სამყაროებიდან. გარდა პოეტობისა და მევლევის საძმოს ხელმძღვანელობისა, ჯალალედინ რუმი ფილოსოფოსიც იყო. მისი სწავლება სიყვარულის მეშვეობით ტოლერანტობისკენ, სიკეთისკენ, ქველმოქმედებისკენ, ცოდნისა და დადებითი ფიქრებისკენ მოუწოდებს.
 
== სწავლება ==
 
რუმისა და სხვა სპარსი სუფი პოეტების ნაწარმოებების მთავარი თემა [[თავჰიდი|თავჰიდია]] - შერწყმა აბსოლუტთან, რომელიც სუფიზმში "სატრფოდ" აღიქმება და "მეტრფე" სუფი მისგან დაშორებულად თვლის თავს. მევლანას სურვილი, რომ სრულად ეზიაროს ღმერთს, ნათლად ჩანს მესნვის შემდეგ ლექსში:<ref>Mahmudul Hasan Hemal (October 15, 2015). "Jalal ad Din Muhammad Rumi: A home for the wayfarer". Dhakacourier.</ref>
 
მე ქვა ვიყავი, მოვკვდი ქვად და მცენარედ მოველ,
მოვკვდი მცენარეც და ბუნაგი ცხოველში ვპოვე.
მოვკვდი ცხოველიც და ვიქეცი ადამის ტომად,
მოვკვდები აქაც, მაგრამ განა მაშინებს კვდომა!
გარდავიცვლები ახალ დღეთა იმედით მთენი,
რომ ანგელოსის გამომებას მსუბუქი ფრთენი.
და ერთ დღეს, როცა ანგელოსის დადგება რიგი,
არავინ უწყის, იქ რა მელის, რა არის იქით!...
არარაობა დამანახვებს უსახო სახეს და მიგალობებს:
"ნივთი თვისად მიიქცეს სახედ". სიკვდილი ხარობს,
შენ კი მასზედ ტყუილად ცხარობ, განა არ იცი,
ჯურღმულში ჩქეფს სიცოცხლის წყარო! წყალმანკიანო,
წყალს რომ სვამ და ვერ იკლავ წყურვილს, სურვილი შენი
შეუხამე ლოტოსის სურვილს,- ლოტოსის მსგავსად
შუა წყალში გაიდგი ფესვი და სვი ეს წყალი,
რამდენიც გსურს იმდენი შესვი, მაგრამ გახსოვდეს
ამ ცხოვრების სასტიკი მცნება: წამალიც არის
წყალმანკისთვის წყალი და სნებაც.
დაგვიწყებია სულის სატრფო, შენს ტკბილ სულს ყვარობ,
იძახი კია: შემომხედეთ, მიჯნური ვარო!
დოქში ჩაგისხამს შენთვის ჩუმად წყალი წყაროსი.
და გიხარია, და გგონია, გიდგას ტაროსი.
გადააქციე ჩქარი წყალი, ნებაზე უშვი
იდინოს თავის კალაპოტში, ჩაუშვი რუში!<ref>თოდუა, მ. (1968). ჯელალ ედ-დინ რუმი. თბილისი, საქართველო: ლიტერატურული საქართველო</ref>
 
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჯალალედინ_რუმი“-დან