ჯალალედინ რუმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 49:
 
ჯალალ ედ-დინ რუმი დაუბრუნდა მედრესეს და განაგრძო თავისი საქმიანობა, მსმენელებს და მოსწავლეებს იგი უკვე შამსე-თაბრიზის, მისთვის სიცოცხლის მზის სახელით ესაუბრებოდა და ჭეშმარიტების შესაცნობად საკუთარი არსების შეცნობას სთავაზობდა და თან მრავალ იგავს იშველიებდა ან იქვე თხზავდა ექსპრომტად უცნაური სულიერებით და აზრებით განმსჭვალულ ლექსებს (რასაც იწერდნენ მოსწავლეები და შემდეგ ავრცელებდნენ და ინახავდნენ). იმავე წლებში დაარსდა მევლევის ორდენი ანუ “მბრუნავ დერვიშთა საძმო”, რომლის წევრებიც სიცოცხლის იდუმალებასა და სიბრძნეში წვდომას ცდილობდნენ სულიერი ექსტაზის, სიმღერის, ცეკვისა და პოეზიის საშუალებით. შამსეს გაქრობის შემდეგ ჯალალ ედ-დინ რუმი ერთხანს სასოწარკვეთილებამ მოიცვა, მაგრამ ამას მოჰყვა კიდევ ერთი “სასწაული” მის ცხოვრებაში: მედრესეს მასწავლებელმა და მოძღვარმა უცებ იგრძნო, რომ შამსის სული მის სხეულში ჩასახლდა და ერთ ”მიწიერ ჭურჭელში” ორმა სუბსტანციამ განაგრძო ერთად სიცოცხლე. რუმის ბიოგრაფების თანახმად, სწორედ ეს იყო მიზეზი, რომ ის პოეტურ საქმიანობას აქტიურად შეუდგა. ყველა თავისი ლექსის ავტორად თვლიდა არა საკუთარ თავს, არამედ მასში მცხოვრებ მეორე “მე”-ს, რომელსაც შამსე თაბრიზის სახელით წარმოადგენდა ყაზალების ბოლოს. სწორედ ამ პერიოდში, 1247-1273 წლებში შეიქმნა მთელი ის ლიტერატურული მემკვიდრეობა, რამაც ჯალალ ედ-დინ რუმის საქვეყნოდ გაუთქვა სახელი, როგორც მის თანამედროვე ეპოქაში, ასევე მომავალ ეპოქებშიც.
 
შამსეს გაქრობის შემდეგ რუმიმ ყაზალების წერა დაიწყო, რომელიც "დივანე ქაბირში" (დიდი დივანი), იგივე შამსე თაბრიზის დივანში გააერთიანა. მალევე ჯალალ ედ-დინი დაუმ0გობრდა ოქრომჭედელ სალაჰ უდ-დინ ზარკუბის. ზარკუბის გარდაცვალების შემდეგ რუმის თანამგზავრად ჰუსამ ჩალაბი იქცა, რომელიც მისი საყვარელი სტუდენტი იყო. ერთხელ, როცა ჩალაბი და რუმი კონიის გარეთ მერამის ვენახებში დასეირნობდნენ, მურიდმა საკუთარ მასწავლებელს უთხრა: "შენ რომ სანაის "ილაჰინამას" ან ათარის "მანტიკ ატ-ტაირის" მსგავსი წიგნი დაგეწერა, ტრუბადურების თანამგზავრი გახდებოდა. ეს მათ შთააგონებდა და შენს ნაშრომთან შესაწყობ მუსიკას დაწერდნენ". რუმიმ გაიღიმა, ამოიღო ქაღალდის ნაგლეჯი, სადაც მესნევის პირველი 18 ტაეპი ეწერა. ნაწერი შემდეგნაირად იწყებოდა:
 
"ყური უგდე სალამურსა და მის ამბავს, რომ ჰყვება
როგორ კვნესის მარტოდმარტო.."<ref>Helminski, Camille. "Introduction to Rumi: Daylight". Archived from the original on July 16, 2011. Retrieved 2007-05-06.</ref>
 
რუმის მოწაფემ ის კიდევ უფრო მეტად შთააგონა. რუმიმ შემდეგი 12 წელიწადი ანატოლიაში დაჰყო, სადაც ჰუსამს მესნევის 6 ნაწილს კარნახობდა. 1273 წელს რუმი თავს უკვე შეუძლოდ გრძნობდა და იმავე წლის 17 დეკემბერს გარდაიცვალა. აღსანიშნავია, რომ მან საკუთარი სიკვდილი თავადვე იწინასწარმეტყველა. დიდი სუფი პოეტი მამამისის გვერდით დაკრძალეს, რომლის გარშემო მავზოლეუმი აშენდა, რომელსაც "მწვანე აკლდამას" უწოდებენ. რუმის საფლავზე ეპიტაფიაზე არის წარწერა: "როცა გარდავიცვლებით, საფლავი დედამიწაზე არ ვეძებოთ, არამედ ადამიანთა გულებში ვიპოვოთ".<ref>Mevlâna Jalal al-din Rumi</ref>
 
მნიშვნელოვანია, რომ [[თამარ მეფე|თამარ მეფის]] შვილიშვილს, [[გურჯი-ხათუნი| გურჯი ხათუნსა]] და პოეტს მჭიდრო მეგრობრული ურთიერთობები ჰქონდათ. აღსანიშნავია, რომ უშუალოდ მისი ხელმძღვანელობით აშენდა მევლანას მავზოლეუმი.<ref>H. Crane "Notes on Saldjūq Architectural Patronage in Thirteenth Century Anatolia," Journal of the Economic and Social History of the Orient, v. 36, n. 1 (1993), p. 18.</ref> მანამდე გურჯი ხათუნი, იგივე თამარი ქეიხოსროვ II-ზე დაქორწინდა. მატიანეთა ცნობით, გურჯი-ხათუნმა ქრისტიანული რწმენა სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნა და ამასთანავე სუფიზმს ჯალალ ედ-დინ რუმის წყალობით ეზიარა.
 
დღეს მე-13 საუკუნის მევლანას მავზოლეუმი, სუფიების მედიტაცია, დერვიშების საცხოვრებელი უბნები, მევლევის საძმოს ყოფილი წევრების საფლავები დღემდე უამრავ ადამიანს იზიდავს მუსლიმური თუ არამუსლიმური სამყაროებიდან. გარდა პოეტობისა და მევლევის საძმოს ხელმძღვანელობისა, ჯალალედინ რუმი ფილოსოფოსიც იყო. მისი სწავლება სიყვარულის მეშვეობით ტოლერანტობისკენ, სიკეთისკენ, ქველმოქმედებისკენ, ცოდნისა და დადებითი ფიქრებისკენ მოუწოდებს.
 
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჯალალედინ_რუმი“-დან