რევაზ იაშვილი (ექიმი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
- "Revaz_IASHVILI_FILMSHI_.jpg". ფაილი წაიშალა Commons-იდან მომხმარებელ INeverCry-ს მიერ. მიზეზი: per [[:c:Commons:Deletion requests/Files uploaded b...
ხაზი 31:
==ბიოგრაფია==
რევაზ იაშვილი დაიბადა 1926 წელს ქ. [[თბილისი|თბილისში]]. საშუალო განათლების მიღების შემდეგ, 1951 წელს დაამთავრა მოსკოვის პირველი სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ იგი დარჩა ქ. [[მოსკოვი|მოსკოვში]] და მუშაობდა მოსკოვის ქირურგიულ, პროქტოლოგიურ და უროგინოკოლოგიურ კლინიკებში. [[1954]] წელს ჩამოვიდა [[საქართველო|საქართველოში]]. იმავე წელს გაგზავნეს [[ყაზახეთი|ყაზახეთში]], სადაც ხელმძღვანელობდა საავადმყოფოს მშენებლობას, რომლის დამთავრების შემდეგ სათავეში ჩაუდგა იმავე საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებას.
 
[[ფაილი:Revaz IASHVILI FILMSHI .jpg|მარცხნივ|მინი|341x341პქ|რეზო იაშვილი ფილმში [[ქეთო და კოტე (ფილმი)|„ქეთო და კოტე]]<nowiki/>“]]
საქართველოში დაბრუნების შემდეგ რ. იაშვილი მუშაობდა თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში ქირურგიულ კათედრაზე ჯერ დოცენტის, ხოლო შემდეგ პროფესორის თანამდებობაზე. ბატონი რ. იაშვილი [[1968]] წელს სათავეში ჩაუდგა თავის მიერ ჩამოყალიბებულ [[პროქტოლოგია|პროქტოლოგიურ]] განყოფილებას, ხოლო [[1981]] წელს იგი ამავე ინსტიტუტის პროქტოლოგიის კათედრის გამგედ აირჩიეს. [[საბჭოთა კავშირი|საბჭოთა კავშირში]] მას პირველს მიენიჭა პროფესორის წოდება პროქტოლოგიაში. იგი მაღალკვალიფიციური სპეციალისტი იყო, კარგად ფლობდა მუცლის ღრუს ქირურგიის ყველა ურთულესი ოპერაციის მეთოდიკასა და ტექნიკას. გამოქვეყნებული აქვს 300-ზე მეტი სამეცნიერო შრომა და 3 მონოგრაფია, იყო 25-მდე გამოგონებისა და ახალი მეთოდების ავტორი.