ლეჩხუმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ლეჩხუმის საგვარეულოები
ლეჩხუმის ისტორია
ხაზი 24:
'''ლეჩხუმი''' — დასავლეთ საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე. იგი მოიცავდა ძირითადად ახლანდელი [[ცაგერის რაიონი]]სა და ნაწილობრივ [[წყალტუბოს რაიონი]]ს და [[ამბროლაურის რაიონი]]ს ტერიტორიას. ლეჩხუმს დასავლეთით [[სამეგრელო]]საგან ყოფდა ასხის მთის მასივი, ჩრდილოეთით[[ სვანეთი]]საგან — [[ლეჩხუმის ქედი]], აღმოსავლეთით [[რაჭა|რაჭისაგან]] — [[მდინარე]] [[ასკისწყალი]], მდინარე [[რიონი]]ს მარცხენა ნაპირზე კი [[თავშავის ქედი]]ს სამხრეთი კალთები, სამხრეთით [[იმერეთი]]საგან — მდინარე [[ლეხიდარი]]ს მარცხენა ნაპირის გასწვრივ მდებარე სერი და ხვამლის მთის მასივი.
 
ლეჩხუმში ადამიანის ცხოვრების კვალი ნეოლითის ხანიდანაა დამოწმებული. არქეოლოგიური მონაპოვარით კარგად არის აგრეთვე წარმოდგენილი გვიანდელი ბრინჯაოს ხანა. ანტიკურ ხანაში ლეჩხუმი უკვე მჭიდროდ დასახლებული რეგიონი იყო. უძველეს წყაროებში რეგიონს სარკინეთი ეწოდება. ლაზიკის სამეფოს ხანაში კი "სკვიმნია". უცხოურ წყაროებში პირველად მოიხსენიება VI საუკუნეში (პროკოპი კესარიელი) სკვიმნიას სახელწოდებით (სწორედ ლაზიკის სამეფოში შემავალი ცალკეული რეგიონის სახით). მისი ცენტრი ძველი დროიდან იყო ციხე-ქალაქი ცაგერი. ამ დროს მას ერისთავი მართავდა, რომელიც ეგრისის მეფეს ექვემდებარებოდა. მომდევნო ხანაში დაახლოებით X საუკუნეში აფხაზთა სამეფოს ერთიან ქართულ სამეფოსთან შეერთების შემდეგ ლეჩხუმი, როგორც ცალკე ადმინისტრაციული ერთეული, დაიშალა და მისი ტერიტორია თაკვერის, რაჭისა და ოკრიბის შემადგენლობაში შევიდა. უფრო გვიან ლეჩხუმი კვლავ დამოუკიდებელი ერთეულია. მისი სავაჭრო-ეკონომიური ცენტრი იყო ლაილაში.. [[იმერეთის სამეფო]]ს წარმოქმნის (XV ს.) შემდეგ ლეჩხუმი მის შემადგენლობაში შევიდა როგორც სამეფო დომენი. XVII საუკუნის II ნახევრიდან ლეჩხუმში თავი იჩინა მისწრაფებამ დამოუკიდებლობისაკენ, გაჩნდა თანამდებობა — ტიტული ლეჩხუმის თავი. XVII საუკუნის II ნახევრიდან ლეჩხუმელი ძლიერი აზნაურები შეეცადნენ შეექმნათ ცალკე სათავადოები. ამ მხრივ გარკვეულ წარმატებას მიაღწია [[ინასარიძენი|ინასარიძეთა]] საგვარეულომ. შემდგომში ლეჩხუმს მთლიანად ჩიქოვანთა ფეოდალური საგვარეულო დაეუფლა. 1714 წელს, მას შემდეგ, რაც ლეჩხუმს გამგებელი [[ბეჟან I დადიანი]] სამეგრელოს მთავარი გახდა, ლეჩხუმი [[სამეგრელოს სამთავრო]]ს ერთ ნაწილად იქცა, ამიერიდან მას [[დადიანები]]ს დანიშნული სარდალმოურავი განაგებდა. XVIII-XIX საუკუნეების მიჯნაზე იმერეთის მეფე [[სოლომონ II]] შეეცადა ლეჩხუმის დამორჩილებას, მაგრამ უშედეგოდ. სამეგრელოს სამთავროს [[რუსეთის იმპერია]]ში შესვლია შემდეგ ლეჩხუმის ტერიტორიაზე შეიქმნა ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული — [[ლეჩხუმის მაზრა]].
 
ლეჩხუმის თავადები იყვნენ [[გელოვანი|გელოვანთა]], [[მუშკუდიანი|მუშკუდიანთა]], [[სილაგაძე|სილაგაძეების]], [[ახვლედიანი|ახვლედიანთა]], კოპალიანთა, ასათიანთა და [[ჩიქვანი|ჩიქვანთა]] საგვარეულოდან.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლეჩხუმი“-დან