ლეჩხუმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ლეჩხუმის საგვარეულოები
ხაზი 26:
ლეჩხუმში ადამიანის ცხოვრების კვალი ნეოლითის ხანიდანაა დამოწმებული. არქეოლოგიური მონაპოვარით კარგად არის აგრეთვე წარმოდგენილი გვიანდელი ბრინჯაოს ხანა. ანტიკურ ხანაში ლეჩხუმი უკვე მჭიდროდ დასახლებული რეგიონი იყო. წყაროებში პირველად მოიხსენიება VI საუკუნეში (პროკოპი კესარიელი) სკვიმნიას სახელწოდებით. ამ დროს მას ერისთავი მართავდა, რომელიც ეგრისის მეფეს ექვემდებარებოდა. მომდევნო ხანაში ლეჩხუმი, როგორც ცალკე ადმინისტრაციული ერთეული, დაიშალა და მისი ტერიტორია თაკვერის, რაჭისა და ოკრიბის შემადგენლობაში შევიდა. უფრო გვიან ლეჩხუმი კვლავ დამოუკიდებელი ერთეულია. მისი სავაჭრო-ეკონომიური ცენტრი იყო ლაილაში. [[იმერეთის სამეფო]]ს წარმოქმნის (XV ს.) შემდეგ ლეჩხუმი მის შემადგენლობაში შევიდა როგორც სამეფო დომენი. XVII საუკუნის II ნახევრიდან ლეჩხუმში თავი იჩინა მისწრაფებამ დამოუკიდებლობისაკენ, გაჩნდა თანამდებობა — ტიტული ლეჩხუმის თავი. XVII საუკუნის II ნახევრიდან ლეჩხუმელი ძლიერი აზნაურები შეეცადნენ შეექმნათ ცალკე სათავადოები. ამ მხრივ გარკვეულ წარმატებას მიაღწია [[ინასარიძენი|ინასარიძეთა]] საგვარეულომ. შემდგომში ლეჩხუმს მთლიანად ჩიქოვანთა ფეოდალური საგვარეულო დაეუფლა. 1714 წელს, მას შემდეგ, რაც ლეჩხუმს გამგებელი [[ბეჟან I დადიანი]] სამეგრელოს მთავარი გახდა, ლეჩხუმი [[სამეგრელოს სამთავრო]]ს ერთ ნაწილად იქცა, ამიერიდან მას [[დადიანები]]ს დანიშნული სარდალმოურავი განაგებდა. XVIII-XIX საუკუნეების მიჯნაზე იმერეთის მეფე [[სოლომონ II]] შეეცადა ლეჩხუმის დამორჩილებას, მაგრამ უშედეგოდ. სამეგრელოს სამთავროს [[რუსეთის იმპერია]]ში შესვლია შემდეგ ლეჩხუმის ტერიტორიაზე შეიქმნა ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული — [[ლეჩხუმის მაზრა]].
 
ლეჩხუმის თავადები იყვნენ [[გელოვანი|გელოვანთა]], [[მუშკუდიანი|მუშკუდიანთა]], [[სილაგაძე|სილაგაძეების]], [[ახვლედიანი|ახვლედიანთა]], კოპალიანთა, ასათიანთა და [[ჩიქვანი|ჩიქვანთა]] საგვარეულოდან.
 
ამჟამად ლეჩხუმი ძირითადად [[რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარე|რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარის]] [[ცაგერის რაიონი|ცაგერის რაიონს]] მოიცავს.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლეჩხუმი“-დან