ნინევია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎რესურსები ინტერნეტში: clean up, removed: {{Link FA|fr}} using AWB
No edit summary
ხაზი 1:
[[სურათი:Nineveh map city walls & gates.JPG|thumb|left|ანტიკური ნინევიის კედლების და კარიბჭეების მარტივი გეგმა]]
{{ძველი მესოპოტამია}}
'''ნინევია''' (ასირიულ-აქადურად: ''ნინუა'') [[ასურეთი]]ს უძველესი და უმნიშვნელოვანესი [[ქალაქი]]. მდებარეობდა მდინარე [[ტიგრი]]ს მარცხენა სანაპიროზე, დღევანდელი ქ. [[მოსული|მოსულის]], [[ერაყი]], ადგილას. [[ასურბანიფალი]]ს ბრძანებით ნინევიაში მსოფლიოში პირველი ბიბლიოთეკა დაარსდა.
 
მის ადგილას პირველი დასახლება გაჩნდა [[ძვ. წ. V ათასწლეული]]ს შუა ხანებში, ქალაქად კი გადაიქცა ძვ. წ. II ათასწლეულის I ნახევარში. აქ ძვ. წ. XVIII საუკუნეში ღვთაება [[იშთარი]]ს ტაძარი ააგო [[შამშიადად I]]-მა. ძვ. წ. XV-XIV საუკუნეებში ნინევია დაიმორჩილა მითანის სახელმწიფომ. ძვ. წ. VIII საუკუნეში მეფე სინახერიბის დროს დაიწყო ქალაქის გეგმიანი განაშენიანებ. მას შემოავლეს 4 კმ სიგრძის გალავანი, რომელსაც დატანებული ჰქონდა 15 ჭიშკარი. ცენტრალური ქუჩის სიგანე 26 მეტრი იყო.
ხაზი 7:
ამ დროს ნინევია გადაიქცა ასურეთის სამეფოს დედაქალაქად. აშენდა მეფის სასახლე, განახლდა [[იშთარი]]ს, ხოლო ახლად აიგო ღვთაება [[ნაბუ]]ს ტაძარი. მეფე [[ასურბანიფალი]]ს დროს, მისივე ბრძანებით ნინევიაში შეიქმნა იმ დროისათვის უდიდესი და უნიკალური [[ბიბლიოთეკა]], რომლის ნანგრევებშიც აღმოჩნდა 30 ათასი [[ლურსმული დამწერლობა|ლურსმულად]] ნაწერი თიხის ფირფიტა. [[ძვ. წ. 612]] წელს ბაბილონის მეფე [[ნაბუფალასარი]]სა და მიდიის მეფე [[კიაქსარი]]ს გაერთიანებულმა ლაშქარმა აიღო და დაანგრია ნინევია. ამის შემდეგ იგი გადაიქცა მცირე დასახლებად.
 
[[XIX საუკუნე|XIX საუკუნის]] 40-იანი წლებიდან [[XX საუკუნე|XX საუკუნის]] 20-იან წლებამდე ნინევიის გათხრების შედეგად გამოვლენილ და შესწავლილ იქნაშეისწავლეს [[სინახერიბი]]სა და ასურბანიფალის სასახლეთა კედლების დიდებული მხატვრობა, ასევე ფრთოსანი ხარებისა და ლომების ქანდაკებები.
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნინევია“-დან