ასურეთი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 14:
ასურეთის მეზობლად, შუამდინარეთშივე, ჩამოყალიბდა ხურიტების დიდი სახელმწიფო [[მითანი]], რომელმაც ასურეთი დაიპყრო. ძვ. წ. XVI - ძვ. წ. XV საუკუნეებში ასურეთის ქალაქებში გამგებლად მითანის მეფისნაცვლები ისხდნენ. ძვ. წ. XV საუკუნეში ასურეთმა თავი დაიხსნა მორჩილებისაგან და თვით გადავიდა შეტევაზე. მეფე ასურუბალიტ I-მა (ძვ. წ. XV საუკუნის ბოლო და ძვ. წ. XIV საუკუნის დასაწყისი) მცირე ხნით დაიმორჩილა ბაბილონეთი. [[ძვ. წ. XV საუკუნე|ძვ. წ. XV]]-[[ძვ. წ. XIII საუკუნე|XIII საუკუნეებში]] ასურეთი წარმატებით ომობდა მითანის წინააღმდეგ და მთლიანად დაიპყრო მისი ტერიტორია ჩრდილოეთ შუამდინარეთში ([[ადადნირარი|ადადნირარის]], [[სალმანასარ I|სალმანასარ I-ის]], თუქულთი-ნინურტა I-ია ლაშქრობანი). ძვ. წ. XII საუკუნეში მცირე ხნით დასუსტების შემდეგ მეფე [[ტიგლათფილესერ I|ტიგლათფილესერ I-ის]] ([[ძვ. წ. 1115]] - [[ძვ. წ. 1077]]) დროს ასურეთი კვლავ გაძლიერდა და წარმატებით ეომობოდა მეზობელ ქვეყნებს. ასურელები მიადგნენ სამხრეთ ამიერკავკასიას, ებრძოდნენ ნაირის, [[ურარტუ|ურარტუს]], შავი ზღვისპირა ტომებსა და სხვა. თავიანთ ლაშქრობათა დროს ასურელებს არასოდეს არ მიუღწევიათ ასე შორეული ჩრდილოეთისათვის, ამ დროს, ე. წ. "შუა ასურულ" ხანაში, ასურეთის მეფეები წარმატებით ომობდნენ აგრეთვე ჩრდილოეთ სირიასა და ფინიკიაში, ბაბილონეთში, მცირე აზიის აღმოსავლეთ რაიონებში. ინტენსიური შეტევითი ომები დიდ სამხედრო ძალას მოითხოვდა. ამას თან მოჰყვა ასურელების ჩამოყალიბება მხედართა საზოგადოებებად. სავალო კაბალა, რაც ასე ემუქრებოდა რიგით ასურელს, თანდათან შესუსტდა. ომებს ახლა დიდძალ ნადავლთან (პირუტყვი, ლითონები და სხვა სიმდიდრე) ერთად მოჰყვებოდა უამრავი ტყვე, რომელთა დიდ ნაწილს მონებად აქცევდნენ, რაც აღრმავებდა ქონებრივ და სოციალურ დიფერენციაციას თვით თავისუფალ ასურელთა წრეშიც.
[[ფაილი:Human headed winged bull facing.jpg|thumb|right|ფრთოსანი ხარის ქანდაკება.]]
ძვ. წ. XI საუკუნიდან დაიწყო ასურეთის დასუსტება. ეს გამოიწვია დასავლეთიდან არამეული ტომების თავდასხმამ, რომელთა თარეში ასურელთა მიწა-წყალზე თითქმის ორი საუკუნე გრძელდებოდა. ასურეთის მეფეთა რეზიდენცია ასურიდან გადაიტანეს ჯერ [[ქალხუ|ქალხუში]] (თანამედროვე ნიმრუდი), შემდეგ დურ-შარუქინში (თანამედროვე ხორსაბადი) და ბოლოს ნინევიაში (თანამედროვე კუიუნჯიკი). [[ძვ. წ. IX საუკუნე]]ში დაიბრუნა ძველი ძლიერება. [[ასურნასირფალი|ასურნასირფალისა]] და [[სალმანასარ III|სალმანასარ III-ის]] მეფობის დროს მოეწყო რამდენიმე წარმატებული ლაშქრობა ჩრდილოეთით, ნაირის ქვეყნებისა და ურარტუს ძლიერი სახელმწიფოს წინააღმდეგ, დასავლეთით ჩრდილოეთ შუამდინარეთსა და სირიაში, აღმოსავლეთით - [[მიდია|მიდიაში]], სამხრეთით - ბაბილონეთში, მაგრამ ძვ. წ. IX საუკუნის ბოლოს ასურეთი კვლავ დასუსტდა და ურარტუს დარტყმებით დაკარგა ადრე დაპყრობილი ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი. ურარტუს მეფეებმა ასურეთს გადაუჭრეს ჩრდილოეთ სირიისა და მცირე აზიისაკენ მიმავალი სავაჭრო-სატრანზიტო გზები და ამით მოწყვიტეს ლითონით, კერძოდ, რკინით მომარაგების ბაზებს. ამას დაემატა ხანგრძლივი სამოქალაქო ომი ქურუმთა, პრივილეგიურ სავაჭრო და სამოხელეო არისტოკრატიასა და სამხედრო არისტოკრატიას შორის. ამ კრიზისიდან გამოსვლა უკავშირდება ტოგლათფილესერტიგლათფილესერ III-ის ([[ძვ. წ. 745]] - [[ძვ. წ. 727]]) სახელს, რომლის რეფორმებმა დიდად შეუწყო ხელი ასურეთის ხელახალ გაძლიერებას. მის დროს ჩატარდა მნიშვნელოვანი სამხედრო რეფორმა - შეიქმნა სამეფო მუდმივი ჯარი, რომელსაც სახელმწიფო აიარაღებდა და ინახავდა. გატარდა ადმინისტრაციული რეფორმა: შემცირდა ადმინისტრაციული ოლქების მოცულობა და შეიზღუდა ოლქების მმართველთა ფუნქციები. თუ ასურეთის უწინდელი მეფეები დამორჩილებულ მოსახლეობას მასობრივად ჟლეტდნენ, ახლა ამ მოსახლეობას სხვა ადგილას ასახლებდნენ და სამეფოს მიმართ ვალდებულ მიწათმოქმედებად აქცევდნენ ხოლმე. დამორჩილებული მეომრების ნაწილი თვით ასურელთა ჯარშიც კი შეჰყავდათ და ა. შ. ტოგლათფილესერ III-მ სასტიკად დაამარცხა ურარტუ, დაიპყრო სირია, პალესტინა, ფინიკია, ბაბილონეთი და სხვა. შეიქმნა ასურეთის დიდი იმპერია, რომელიც შემდეგში კიდევ უფრო გაიზარდა.
 
[[სარგონ II]] ებრძოდა ურარტუს და ახალი ტერიტორიები წაართვა. მან და მისმა მემკვიდრე [[სინახერიბი|სინახერიბმა]] ([[ძვ. წ. 705]] - [[ძვ. წ. 680]]) გააფართოვეს ასურეთის საზღვრები აღმოსავლეთითაც მიდიისა და ელამის მიმართულებით. [[ასარხადონი|ასარხადონმა]] ([[ძვ. წ. 680]] - [[ძვ. წ. 669]]) დაიპყრო ეგვიპტე და ა. შ. ამავე დროს დაიწყო დიდი შინაგანი და საგარეო გართულებები, გამწვავდა ბრძოლა ქვეყნის სამხედრო პარტიასა და ქურუმობას შორის, ქურუმებს ზურგს უმაგრებდნენ ბაბილონეთის სავაჭრო ცენტრები. ასურეთმა მძიმე ბრძოლები გადაიხადა ჩრდილოეთიდან შემოსულ სკვითებთან და კიმერიელებთან. [[ასურბანიფალი|ასურბანიფალს]] ([[ძვ. წ. 669]] - [[ძვ. წ. 633]]) დიდი ბრძოლა მოუხდა ამბოხებულ ბაბილონეთთან. ასურეთს ამ დროს ჩამოსცილდა ეგვიპტეც. [[ძვ. წ. 605]] გაძლიერებული მიდიისა და ბაბილონეთის კოალიციამ ბოლო მოუღო ასურეთის სახელმწიფოს. მისი ტერიტორია გამარჯვებული სახელმწიფოს შემადგენლობაში შევიდა. თვით ასურელები თანდათანობით არამეულ მოსახლეობაში გაითქვიფნენ და თავიანთი ეთნიკური ინდივიდუალობა დაკარგეს.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ასურეთი“-დან