ასურეთი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary |
No edit summary |
||
ხაზი 4:
'''ასურეთი''' ({{lang-arc| ܐܬܘܪ}}; {{lang-he| אשור}}; {{lang-am| አሦር}}; {{lang-el| Ασσυρία}}) — ძველი სახელმწიფო დღევანდელი [[ერაყი]]ს ტერიტორიაზე. ჩამოყალიბდა [[ძვ. წ. II ათასწლეული|ძვ. წ. II ათასწლეულში]] [[შუამდინარეთი]]ს ჩრდილოეთ ნაწილში და იარსება [[ძვ. წ. VII საუკუნე|ძვ. წ. VII საუკუნის]] ბოლომდე. ამ დროს ასურეთის მოსახლეობა ეთნიკურად, ენით, კულტურით დიდად არ განსხვავდებოდა [[ბაბილონეთი|ბაბილონი]]ს მოსახლეობისაგან. [[სემიტური ენები|სემიტურ ენათა]] ოჯახში შემავალი [[ასურული ენა]] ერთიანი ასურულ-ბაბილონური ანუ აქადური ენის დიალექტია.
ასურელები თაყვანს სცემდნენ ღვთაებათა
სამხრეთ შუამდინარეთისაგან ([[ბაბილონეთი|ბაბილონეთისაგან]]) განსხვავებით, სადაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ხელოვნურ რწყვას, ასურეთში მიწათმოქმედება შესაძლებელი იყო ხელოვნური რწყვის გარეშე. ასურეთის გარშემო მდებარე მთები მდიდარი იყო ნადირითა და წიაღისეულით. არქეოლოგიური აღმოჩენები მოწმობს, რომ უკვე IV ათასწლეულში აქ ჰქონიათ იმ დროის კვალობაზე საკმაოდ განვითარებული სამიწათმოქმედო კულტურა, მიწათმოქმედებასთან ერთად მესაქონლეობასაც მისდევდნენ. ბევრი მკვლევარი ფიქრობს, რომ ამ დროს ასურეთის ტერიტორიაზე უნდა ეცხოვრა [[ხურიტები|ხურიტულ]] ანუ სუბარულ ტომებთან ახლო მდგომ არასემიტურ მოსახლეობას. თანდათანობით ამ ადგილების სემიტიზაციამ ინტენსიური ხასიათი მიიღო. დასავლეთიდან შემოიჭრა დასავლეთი სემიტური
ქ. ასურმა [[მცირე აზია]]ში, ხეთების ქვეყანაში, დააარსა მრავალი სავაჭრო კოლონია. ამათგან უმნიშვნელოვანესი იყო [[ქანესი|ქ. ქანესი]] (დღევანდელი ქულთეფე თურქეთში). არქეოლოგებმა აქ აღმოაჩინეს ასურელ კოლონისტთა დიდი არქივი, რომელიც შუქს ჰფენს ასურელთა მოღვაწეობას
ასურის საქალაქო თემ-სახელმწიფოს სათავეში მდგომი პირები თავდაპირველად იწოდებოდნენ არა მეფეებად, არამედ "იშაქუმებად" (შესატყვისია ბაბილონელთა "პატეისის" ანუ "ენისისა"). მათ ეპყრათ ქვეყანაში უმაღლესი სამხედრო და საკულტო-რელიგიური (უზენაესი ქურუმის) ძალაუფლება. [[ძვ. წ. III ათასწლეული|ძვ. წ. III ათასწლეულში]] და II ათასწლეულის დასაწყისში ქ. ასური და მის კონტროლქვეშ მყოფი ტერიტორია, ისევე როგორც სხვა
ასურეთის მეზობლად, შუამდინარეთშივე, ჩამოყალიბდა ხურიტების დიდი სახელმწიფო [[მითანი]], რომელმაც ასურეთი დაიპყრო. ძვ. წ. XVI - ძვ. წ. XV საუკუნეებში ასურეთის ქალაქებში გამგებლად მითანის მეფისნაცვლები ისხდნენ. ძვ. წ. XV საუკუნეში ასურეთმა თავი დაიხსნა მორჩილებისაგან და თვით გადავიდა შეტევაზე. მეფე ასურუბალიტ I-მა (ძვ. წ. XV საუკუნის ბოლო და ძვ. წ. XIV საუკუნის დასაწყისი) მცირე ხნით დაიმორჩილა ბაბილონეთი. [[ძვ. წ. XV საუკუნე|ძვ. წ. XV]]-[[ძვ. წ. XIII საუკუნე|XIII საუკუნეებში]] ასურეთი წარმატებით ომობდა მითანის წინააღმდეგ და მთლიანად დაიპყრო მისი ტერიტორია ჩრდილოეთ შუამდინარეთში ([[ადადნირარი|ადადნირარის]], [[სალმანასარ I|სალმანასარ I-ის]], თუქულთი-ნინურტა I-ია ლაშქრობანი). ძვ. წ. XII საუკუნეში მცირე ხნით დასუსტების შემდეგ მეფე [[ტიგლათფილესერ I|ტიგლათფილესერ I-ის]] ([[ძვ. წ. 1115]] - [[ძვ. წ. 1077]]) დროს ასურეთი კვლავ გაძლიერდა და წარმატებით ეომობოდა მეზობელ ქვეყნებს. ასურელები მიადგნენ სამხრეთ ამიერკავკასიას, ებრძოდნენ ნაირის, [[ურარტუ|ურარტუს]], შავი ზღვისპირა ტომებსა და სხვა. თავიანთ ლაშქრობათა დროს ასურელებს არასოდეს არ მიუღწევიათ ასე შორეული ჩრდილოეთისათვის, ამ დროს, ე. წ. "შუა ასურულ" ხანაში, ასურეთის მეფეები წარმატებით ომობდნენ აგრეთვე ჩრდილოეთ სირიასა და ფინიკიაში, ბაბილონეთში, მცირე აზიის აღმოსავლეთ რაიონებში. ინტენსიური შეტევითი ომები დიდ სამხედრო ძალას მოითხოვდა. ამას თან მოჰყვა ასურელების ჩამოყალიბება მხედართა საზოგადოებებად. სავალო კაბალა, რაც ასე ემუქრებოდა
[[ფაილი:Human headed winged bull facing.jpg|thumb|right|ფრთოსანი ხარის ქანდაკება.]]
ძვ. წ. XI საუკუნიდან დაიწყო ასურეთის დასუსტება. ეს გამოიწვია დასავლეთიდან არამეული ტომების თავდასხმამ, რომელთა თარეში ასურელთა
[[სარგონ II]] ებრძოდა ურარტუს და ახალი ტერიტორიები წაართვა. მან და მისმა მემკვიდრე [[სინახერიბი|სინახერიბმა]] ([[ძვ. წ. 705]] - [[ძვ. წ. 680]]) გააფართოვეს ასურეთის საზღვრები აღმოსავლეთითაც მიდიისა და ელამის მიმართულებით. [[ასარხადონი|ასარხადონმა]] ([[ძვ. წ. 680]] - [[ძვ. წ. 669]]) დაიპყრო ეგვიპტე და ა. შ. ამავე დროს დაიწყო დიდი შინაგანი და საგარეო გართულებები, გამწვავდა ბრძოლა ქვეყნის სამხედრო პარტიასა და ქურუმობას შორის, ქურუმებს ზურგს უმაგრებდნენ ბაბილონეთის სავაჭრო ცენტრები. ასურეთმა მძიმე ბრძოლები გადაიხადა ჩრდილოეთიდან შემოსულ სკვითებთან და კიმერიელებთან. [[ასურბანიფალი|ასურბანიფალს]] ([[ძვ. წ. 669]] - [[ძვ. წ. 633]]) დიდი ბრძოლა მოუხდა ამბოხებულ ბაბილონეთთან. ასურეთს ამ დროს ჩამოსცილდა ეგვიპტეც. [[ძვ. წ. 605]] გაძლიერებული მიდიისა და ბაბილონეთის კოალიციამ ბოლო მოუღო ასურეთის სახელმწიფოს. მისი ტერიტორია გამარჯვებული სახელმწიფოს შემადგენლობაში შევიდა. თვით ასურელები თანდათანობით არამეულ მოსახლეობაში გაითქვიფნენ და თავიანთი ეთნიკური ინდივიდუალობა დაკარგეს.
|