მეჰმედ IV: განსხვავება გადახედვებს შორის

გრამატიკის შესწორება; დამატებული ბმულები
(ტიპოგრაფიული შესწორება; გრამატიკის შესწორება)
იარლიყები: რედაქტირება მობილურით მობილური აპლიკაციით რედაქტირება
(გრამატიკის შესწორება; დამატებული ბმულები)
იარლიყები: რედაქტირება მობილურით მობილური აპლიკაციით რედაქტირება
[[1672]] წელს თვით სულთან მეჰმედის სარდლობით [[პოლონეთი|პოლონეთთან]] ომი დაიწყო. ამ ომის შედეგად პოლონეთმა ოსმალეთის იმპერიას დაუთმო [[პოდოლიე]] და [[უკრაინა|უკრაინის]] ნაწილი.
 
1676 წელს, ფაზილ აჰმედ-ფაშას გარდაცვალების შემდეგ დიდი ვეზირი გახდა [[ქარა მუსტაფა-ფაშა|მუსტაფა-ფაშა]], რომელმაც ხელი შეუწყო ოსმალეთის იმპერიის დაქვეითებას. რუსეთთან ომი ოსმალებისათვის წარუმატებელი [[ბახჩისარაის საზავო ხელშეკრულება|ზავით]] დასრულდა. ამ ხელშეკრულების მიხედვით ორ დიდ იმპერიას შორის საზღვარი გადიოდა მდინარე დნეპრზე, რაც დიდ საშიშროებას უქმნიდა ყირიმის სახანოს. ქარა მუსტაფა-ფაშას ოცნება იყო [[გერმანია|გერმანიის]] დაპყრობა. [[1683]] წელს ქარა მუსტაფა-ფაშამ [[ვენა]]ზე ლაშქრობა დაიწყო. [[კარლ IV (ლოტარინგია)|კარლ ლოთარინგიელი]] და [[იან III სობესკი|იან სობესკი]] ქალაქის დასახმარებლად მივიდნენ. ორთვიანი დაპირისპირება ოსმალეთის არმიის სრული მარცხით დასრულდა. სულთნის ბრძანებით [[1683]] წელს მუსტაფა-ფაშა [[ბელგრადი|ბელგრადში]] სიკვდილით დასაჯეს. დიდი ვეზირის ბეჭედი კი ბაიბურთლუ იბრაჰიმ ფაშას უბოძეს, რომელმაც წინამორბედის მსგავსად,ვერ გაამართლა სულთნის იმედები. [[1687]] წელს მოჰაჩთან სასტიკად დამარცხდა ოსმალეთის არმია ისევ ავსტრიელთა წინააღმდეგ. [[1687]] წელსვე ქოფრიულიუ მეჰმედ-ფაშას მეორე შვილი, ფაზილ მუსტაფა ფაშა აჯანყდა მეჰმედ IV-ის წინააღმდეგ და ტახტიდან ჩამოაგდო. საიმპერატორო ტიტული კი უბოძა მეჰმედის ძმას, სულეიმან ll-ს. ხუთწლიანი პატიმრობის შემდეგ, მეჰმედ lV გარდაიცვალა ციხეში.
 
==ოჯახი==
ანონიმური მომხმარებელი