გაიუს სოზიუსი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
კეისრის მკვლელობის შემდეგ იგი [[მარკუს ანტონიუსი]]ს მხარეს დადგა, რომელმაც [[ძვ. წ. 38]] წელს იგი სირიისა და კილიკიის გუბერნატორად დანიშნა პუბლიუს ვენტიდიუსის ადგილას. როგორც გუბერნატორმა, სოზიუსმა ანტონიუსისაგან ბრძანება მიიღო მხარი დაეჭირა [[ჰეროდე I დიდი|ჰეროდესათვის]] ანტიგონე ჰასმონელის წინააღმდეგ ბრძოლაში, როდესაც ეს უკანასკნელი იერუსალიმს ფლობდა. ძვ. წ. 37 წელს სოზიუსმა იერუსალიმზე ილაშქრა და ქალაქის დაუფლების შემდეგ ჰეროდე სამეფო ტახტზე დასვა.
 
ამ სამსახურისათვის იგი [[ძვ. წ. 34]] წელს ტრიუმფით დაჯილდოვდა, [[ძვ. წ. 32]] წელს კი გნეუს დომიციუს აჰენობარბუსთან ერთად კონულიც[[კონსული]]ც გახდა. როდესაც ანტონიუსსა და ოქტავიანეს შორის სამოქალაქო ომი დაიწყო, სოზიუსმა ანტონიუსის მხარე დაიჭირა და სენატში ოქტავიანეს წინააღმდეგ გაილაშქრა, რისთვისაც იძულებული გახდა აღმოსავლეთში გაქცეულიყო. [[ძვ. წ. 31]] წელს სოზიუსი მარკუს ანტონიუსის ფლოტის ესკადრას მეთაურობდა და დიონ კასიუსის (50.14) მიხედვით, შეძლო ტავრიუს რუფუსის ესკადრის დამარცხება და უკან დახევა აიძულა, თუმცა როდესაც ამ უკანასკნელმა მარკუს აგრიპასაგან დამხმარე ძალები მიიღო, სოზიუსის მოკავშირე, კილიკიის მეფე ტარკონდიმოტუს I დაიღუპა და თავად სოზიუსი იძულებული გახდა გაქცეულიყო. დიონ კასიუსი შეცდომით ამტკიცებს, რომ ბრძოლაში სოზიუსიც დაიღუპა, თუმცა შემდეგ ადასტურებს, რომ იგი [[აქციუმის ბრძოლაშიბრძოლა]]ში კვლავ ცოცხალი იყო. აქციუმთან სოზიუსი ფლოტის მარცხენა ფრთას მეთაურობდა. ბრძოლის შემდეგ, რომლიდან გაქცევაც მან მოახერხა, მის სამალავს მიაგნეს, სოზიუსი შეიპყრეს და ოქტავიანეს მიუყვანეს, თუმცა ლუციუს არუნციუსის შუამდგომლობის წყალობით, ოქტავიანემ იგი შეიწყალა. სოზიუსი რომში დაბრუნდა და აპოლონ მედიკუსის ტაძრის მშენებლობა დაასრულა, რომელიც ძვ. წ. 34 წელს დაიწყო და ის ოქტავიანეს სახელს მიუძღვნა.
 
უცნობია ჰყავდა თუ არა ვაჟები, თუმცა შემორჩენილია მისი ორი ქალიშვილის სახელი: სოზია და სოზია გალა, რომლებიც, შესაძლებელია, ჰყოლოდა ასინიასაგან,<ref>Gaius Stern, ''Women Children and Senators on the Ara Pacis Augustae'', University of California Berkeley dissertation 2006, page 353, n.88</ref> ნონიასაგან ან ელიასაგან.