გაიუს სოზიუსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 4:
[[ძვ. წ. 66]] წელს იგი [[კვესტორი|კვესტორად]] აირჩიეს, [[ძვ. წ. 49]] წელს კი — [[პრეტორი|პრეტორად]]. სამოქალაქო ომის დაწყებისას იგი სენატის იმ პარტიას შეუერთდა, რომელსაც თანამედროვე მკვლევარები ზოგჯერ ოპტიმატებსაც უწოდებენ (მიუხედავად იმისა, რომ ეს ტერმინი [[სულა]]სა და [[გაიუს მარიუსი|მარიუსის]] ეპოქისაა). [[გნეუს პომპეუს მაგნუსი|პომპეუსის]] საბერძნეთში გაქცევის შემდეგ, სოზიუსი რომში დაბრუნდა და [[იულიუს კეისარი|იულიუს კეისარს]] ჩაბარდა.
 
კეისრის მკვლელობის შემდეგ იგი [[მარკუს ანტონიუსისანტონიუსი]]ს მხარეს დადგა, რომელმაც [[ძვ. წ. 38]] წელს იგი სირიისა და კილიკიის გუბერნატორად დანიშნა პუბლიუს ვენტიდიუსის ადგილას. როგორც გუბერნატორმა, სოზიუსმა ანტონიუსისაგან ბრძანება მიიღო მხარი დაეჭირა [[ჰეროდე I დიდი|ჰეროდესათვის]] ანტიგონე ჰასმონელის წინააღმდეგ ბრძოლაში, როდესაც ეს უკანასკნელი იერუსალიმს ფლობდა. ძვ. წ. 37 წელს სოზიუსმა იერუსალიმზე ილაშქრა და ქალაქის დაუფლების შემდეგ ჰეროდე სამეფო ტახტზე დასვა.
 
ამ სამსახურისათვის იგი ძვ. წ. 34 წელს ტრიუმფით დაჯილდოვდა, ძვ. წ. 32 წელს კი გნეუს დომიციუს აჰენობარბუსთან ერთად კონულიც გახდა. როდესაც ანტონიუსსა და ოქტავიანეს შორის სამოქალაქო ომი დაიწყო, სოზიუსმა ანტონიუსის მხარე დაიჭირა და სენატში ოქტავიანეს წინააღმდეგ გაილაშქრა, რისთვისაც იძულებული გახდა აღმოსავლეთში გაქცეულიყო. ძვ. წ. 31 წელს სოზიუსი მარკუს ანტონიუსის ფლოტის ესკადრას მეთაურობდა და დიონ კასიუსის (50.14) მიხედვით, შეძლო ტავრიუს რუფუსის ესკადრის დამარცხება და უკან დახევა აიძულა, თუმცა როდესაც ამ უკანასკნელმა მარკუს აგრიპასაგან დამხმარე ძალები მიიღო, სოზიუსის მოკავშირე, კილიკიის მეფე ტარკონდიმოტუს I დაიღუპა და თავად სოზიუსი იძულებული გახდა გაქცეულიყო. დიონ კასიუსი შეცდომით ამტკიცებს, რომ ბრძოლაში სოზიუსიც დაიღუპა, თუმცა შემდეგ ადასტურებს, რომ იგი აქციუმის ბრძოლაში კვლავ ცოცხალი იყო. აქციუმთან სოზიუსი ფლოტის მარცხენა ფრთას მეთაურობდა. ბრძოლის შემდეგ, რომლიდან გაქცევაც მან მოახერხა, მის სამალავს მიაგნეს, სოზიუსი შეიპყრეს და ოქტავიანეს მიუყვანეს, თუმცა ლუციუს არუნციუსის შუამდგომლობის წყალობით, ოქტავიანემ იგი შეიწყალა. სოზიუსი რომში დაბრუნდა და აპოლონ მედიკუსის ტაძრის მშენებლობა დაასრულა, რომელიც ძვ. წ. 34 წელს დაიწყო და ის ოქტავიანეს სახელს მიუძღვნა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გაიუს_სოზიუსი“-დან