მარინე იაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''მარინე ლუარსაბის ძე იაშვილი''' (დ. 20 ოქტომბერი, 1932, თბილისი), ...
 
No edit summary
ხაზი 1:
'''მარინე ლუარსაბის ძე იაშვილი''' (დ. [[20 ოქტომბერი]], [[1932]], [[თბილისი]]), [[ქართველები|ქართველი]] მევიოლინე, საქართველოს სახალხო არტისტი (1967), ზ. ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1975). [[ლუარსაბ იაშვილი|ლ.ლუარსაბ იაშვილის]] შვილი და მოწაფე.
==ბიოგრაფია==
[[1958]] წელს დაამთავრა [[მოსკოვის კონსერვატორია]]. იქვე სწავლობდა ასპირანტურაში (პროფ. მ. მოსტრასის კლასი). 1957 წლიდან "მოსკონცერტის" სოლისტია. 1958 წელს მიიწვიეს მოსკოვის კონსერვატორიის პედაგოგად. 1966 წლიდან [[თბილისის კონსერვატორია|თბილისის კონსერვატორიის]] პედაგოგია. 1967-1973 წლებში იყო საქართველოს ფილარმონიის კამერული ორკესტრის სოლისტი და სამხატვრო ხელძღვანელი. მისი საშემსრულებლო ხელოვნება გამოირჩევა მაღალი პროფესიული კულტურით, ტექნიკურო სრულყოფილებით, ნატიფი გემოვნებით. ხშირად მართავს კონცერტებს საზღვარგარეთ. იგი ქართული სავიოლინო ნაწარმოებთა დიდი პროპაგანდისტია. იაშვილი მრავალი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატია (იან კუბელიკის სახელობის კონკურსი, პრაღა, 1949; ჰენრიკ ვენიავსკის სახელობის კონკურსი, პოზნანი, 1952; ელისაბედის სახელობის კონკურსი, ბრიუსელი, 1955). 1975 წელს მიიწვიეს იუგოსლავიის ქ. ნოვი-სადის კონსერვატორიაში სავიოლინო კათედრის კამგედ. მუშაობდა 1979 წლამდე. დაჯილდოებულია [[შრომის წითელი დროშის ორდენი]]თ.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მარინე_იაშვილი“-დან