მარკუს ემილიუს ლეპიდუსი (ტრიუმვირი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
clean up using AWB
ხაზი 51:
| თანამდებობა დაიკავა3 = [[1 იანვარი]], [[ძვ. წ. 42]]
| თანამდებობა დატოვა3 = [[31 დეკემბერი]], [[ძვ. წ. 42]]<br /><small>ლუციუს მუნატიუს პლანკუსთან ერთად</small>
| წინამორბედი3 = გაიუს ვიბიუს პანსა კეტრონიკანუსი და<br />[[აულუსავლუს ჰირციუსი]]
| მემკვიდრე3 = [[ლუციუს ანტონიუსი]] და<br />სერვილიუს ვატია ისაურიკუსი
| პრეზიდენტი3 =
ხაზი 84:
 
== ოჯახი ==
ლეპიდუსი იყო მარკუს ემილიუს ლეპიდუსის ძე; დედამისი კი შესაძლოა, ლუციუს აპულეიუს სატურნინუსის ქალიშვილი ყოფილიყო. მამამისი სულას სიკვდილის შემდეგ, ხელახლა აღორძინებული პოპულარების ფრაქციის პირველი ლიდერი იყო და ოპტიმატების წინააღმდეგ მოწყობილ წარუმატებელ ამბოხებას მეთაურობდა. ლეპიდუსს ჰყავდა ძმა — ლუციუს ემილიუს ლეპიდუსი.
 
ლეპიდუსი დაქორწინებული იყო იუნია სეკუნდაზე, მარკუს იუნიუს ბრუტუსისა და იუნია ტერტიას, კასიუს ლონგინუსის ცოლის დაზე. მას და იუნიას სულ მცირე, ერთი შვილი მაინც ჰყავდათ — მარკუს ემილიუს ლეპიდუს უმცროსი.
ხაზი 92:
=== კეისრის მოკავშირე ===
[[File:DisegnoMonetaBasilicaEmiliaRoma.gif|thumb|left|ლეპიდუსის მიერ მოჭრილი ერთ-ერთი მონეტა, რომელიც მისი ოჯახის მიღწევებს აღნიშნავს. მასზე გამოსახულია ბაზილიკა ემილია.]]
ლეპიდუსი პონტიფიკთა კოლეგიას ჯერ კიდევ ბავშვობაში შეუერთდა. მან თავისი ''[[cursus honorum]]'' დაიწყო, როგორც as ''Triumvir Monetalis''-მა, მონეტების მოჭრის ზედამხედველმა, ძვ. წ. 62-58 წლიდან. სულ მალე, ლეპიდუსი იულიუს კეისრის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მხარდამჭერი გახდა. ძვ. წ. 49 წელს იგი პრეტორად დაინიშნა და სანამ კეისარი საბერძნეთში პომპეუსს დაამარცხებდა, რომსაც განაგებდა. <ref>Holland, Tom, ''Rubicon: The Triumph and Tragedy of the Roman Republic'', Abacus, 2004, ISBN 0-349-11563-X, 316.</ref> მან უზრუნველყო კეისრის დიქტატორად არჩევა, რაც ამ უკანასკნელმა კონსულად გახდომისათვის გამოიყენა და თერთმეტი დღის შემდეგ დიქტატორობაზე უარი თქვა. ლეპიდუსი ესპანეთის პროვინციის პროკონსულის თანამდებობით დაჯილდოვდა.
 
ესპანეთში ყოფნისას, ლეპიდუსს მოუწოდეს ჩაეხშო მეზობელი ჰისპანია ულტერიორის გუბერნატორის, კვინტუს კასიუს ლონგინუსის წინააღმდეგ მოწყობილი ამბოხება. ლეპიდუსმა უარი განაცხადა მხარი დაეჭირა კასიუსისათვის, რომელიც კეისრის რეჟიმის ოპონენტს წარმოადგენდა. მან მეამბოხე ლიდერთან, კვესტორ მარცელუსთან მოლაპარაკება გამართა და მავრიტანიის მეფე ბოგუდსაც დაეხმარა მის დასამარცხებლად მოწყობილ თავდასხმაში. კასიუსსა და მის მომხრეებს წასვლის ნება მისცეს და წესრიგი აღდგა. კეისარსა და სენატზე ლეპიდუსის მოლაპარაკებისა და სამხედრო ქმედებების სამართლებრივმა ნაზავმა იმხელა შთაბეჭდილება მოახდინა, რომ მათ ეს უკანასკნელი ტრიუმფით დააჯილდოვეს.
ხაზი 102:
=== კეისრის სიკვდილის შემდეგ ===
[[File:Map Gallia Tribes Towns.png|thumb|left|ნარბონის გალია („Narbonensis“) და ციზალპური გალია („Gallia Cisalpina“). მუნდის ბრძოლის შემდეგ, ანტონიუსმა ლეპიდუსის ტერიტორიებისაკენ დაიხია, რათა მას შეერთებოდა.]]
როგორც კი ლეპიდუსმა კეისრის მკვლელობის შესახებ შეიტყო, მან გაბედული ქმედება წამოიწყო წესრიგის შესანარჩუნებლად და კამპუს მარტიუსისკენ ჯარი გაგზავნა.<ref>Weigel ''Lepidus: The Tarnished Triumvir'' გვ. 43</ref> თავის არმიაზე დაყრდნობით მან მკვლელების დასჯის წინადადებაც წამოაყენა, თუმცა მარკუს ანტონიუსმა და [[აულუსავლუს ჰირციუსი|აულუსავლუს ჰირციუსმა]] გადაათქმევინეს.<ref>John Hazel, ''Who's Who in the Roman World'', Routledge, London, 2001, გვ. 165.</ref> მომდევნო დღეს, ლეპიდუსი და ანტონიუსი სენატში სიტყვით გამოვიდნენ და თავიანთი თანამდებობებისა და კეისრის რეფორმების შენარჩუნების სანაცვლოდ, მკვლელებისათვის ამნისტიას დასთანხმდნენ. ლეპიდუსმა პონტიფექს მაქსიმუსის თანამდებობაც მიიღო.
 
ამ მდგომარეობაში, პომპეუსის გადარჩენილმა ვაჟმა, [[სექსტუს პომპეუსი|სექსტუს პომეუსმა]], სცადა ესარგებლა არეულობით და ესპანეთს დამუქრებოდა. ლეპიდუსი მასთან მოსალაპარაკებლად გაიგზავნა. მან წარმატებით შეძლო სექსტუსთან შეთანხმების მიღწევა, რითაც მშვიდობა შენარჩუნდა. სენატმა ლეპიდუსს საჯარო სამადლობელი ფესტივალი მიუძღვნა.<ref>Weigel ''Lepidus: The Tarnished Triumvir'' გვ. 50</ref> ამის შემდეგ, იგი მართავდა ესპანეთსაც და ნარბონის გალიასაც.
ხაზი 117:
| ფაილი1 = Roman-Empire-43BC.png
| ალტ1 =
| წარწერა1 =
 
| ფაილი2 = Roman-Empire-39BC-sm.png