ოქტავიანე ავგუსტუსი: განსხვავება გადახედვებს შორის

clean up using AWB
(clean up using AWB)
როდესაც დეციმუსმა თავისი პროვინციის დათმობაზე უარი განაცხადა, ანტონიუსი [[ძვ. წ. 44]] წლის დეკემბერში ჩრდილოეთისაკენ გაემართა თავის შემორჩენილ ჯარისკაცებთან ერთად, რათა პროვინცია ძალით დაეკავებინა და დეციმუსი [[მოდენა|მუტინაში]] ალყაში მოაქცია. სენატმა მგზნებარე [[ციცერონი]]ს მეთაურობით დაგმო ანტონიუსის ქმედებები და იგი კანონგარეშედ გამოაცხადა.<ref name="rowell, 24">Rowell (1962), 24.</ref> ანტონიუსმა არაფრად ჩააგდო სენატის მიღებული რეზოლუციები, რომლებიც ძალადობის შეწყვეტას მოითხოვდნენ, რამდენადაც, სენატს არ ჰყავდა საკუთარი არმია მასთან დასაპირისპირებლად. ამ ფაქტმა მშვენიერი შესაძლებლობა შეუქმნა ოქტავიანეს, რომელსაც, როგორც უკვე ცნობილი იყო, შეიარაღებული ძალები ჰყავდა.<ref name="eck 12" /> ციცერონმა, ასევე, დაიცვა ოქტავიანე ანტონიუსის დაცინვებისაგან, რომლებიც ოქტავიანეს ნაკლებადკეთილშობილურ წარმოშობასა და მის მიერ იულიუს კეისრის სახელით სარგებლობას შეეხებოდა, როდესაც განაცხადა: „ჩვენ არ გვყავს ტრადიციული ღვთისმოსაობის უფრო ბრწყინვალე მაგალითი ჩვენ ახალგაზრდებს შორის“.<ref name="chisholm 29">Chisholm (1981), 29.</ref>
 
ციცერონის დაჟინებული მოთხოვნით, სენატმა ოქტავიანეს ოფიციალურად მიანიჭა სენატორის თანამდებობა [[ძვ. წ. 43]] წლის 1 იანვარს, ამასთან, მას იმის უფლებაც მიეცა, რომ ყოფილ კონსულებთან ერთად ეყარა კენჭი.<ref name="eck 12" /><ref name="rowell 23" /> გარდა ამისა, ოქტავიანეს მიენიჭა ''propraetor [[იმპერიუმი|imperium]]'' (სარდლის ძალაუფლება), რამაც კანონიერი გახადა მისი მბრძანებლობა ჯარებზე. ამის შემდეგ, ოქტავიანე [[აულუსავლუს ჰირციუსი|ჰირციუსსა]] და პანსასთან (ძვ. წ. 43 წლის კონსულები) ერთად, მოალყეებთან საბრძოლველად გაიგზავნა.<ref name="eck 12" /><ref>Syme (1939), 167.</ref> [[ძვ. წ. 43]] წლის აპრილში ანტონიუსის ძალები ფორუმ გალორუმისა და მუტინის ბრძოლებში დამარცხდნენ, რამაც ანტონიუსი აიძულა ტრანსალპურ გალიაში დაეხია. ბრძოლებში ორივე კონსული მოკლეს და ოქტავიანე მათი არმიების ერთადერთ სარდლად დარჩა, რომლებიც დაახლოებით რვა ლეგიონისაგან შედგებოდა.<ref>Syme (1939), 173–174</ref><ref>Scullard (1982), 157.</ref>
 
=== მეორე ტრიუმვირატი ===
 
{{S-off}}
{{s-bef|წინამორბედი=[[აულუსავლუს ჰირციუსი]] და [[გაიუს ვიბიუს პანსა ცეტრონიანუსი]]}}
{{s-ttl|ტიტული=[[რომის რესპუბლიკა|რომის რესპუბლიკის]] [[კონსული]] (''სუფექტი'')|წლები=''[[კვინტუს პედიუსი|კვინტუს პედიუსთან]] ერთად''<br /> [[ძვ. წ. 43]]}}
{{s-aft|შემდეგი= [[მარკუს ემილიუს ლეპიდუსი (ტრიუმვირი)|მარკუს ემილიუს ლეპიდუსი]] და [[ლუციუს მუნაციუს პლანკუსი]]}}
959

რედაქტირება