გუჯარეთი (მხარე): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 2:
[[File:Prokudin-gorsky. Inside the ruins of Timotis-Ubanskii (timotisubani) Monastery.jpg|thumb|[[ტიმოთესუბნის მონასტერი|ტიმოთესუბნის ეკლესიის]] სამხრეთ კარიბჭე, XIII საუკუნის დასაწყისი]]
 
'''გუჯარეთი''' — მხარე აღმოსავლეთ საქართველოში, ახლანდელი [[ბორჯომის მუნიციპალიტეტი]]ს ტერიტორიის ნაწილი. აქ მოპოვებული არქეოლოგიური მასალით (კოლხური ცულის ყალიბი, ზოდები, თოხები) დასტურდება, რომ გუჯარეთის ხევი ადამიანის მიერ ბრინჯაოს ხანიდან იყო ათვისებული, ისტორიულ წარსულში გუჯარეთი შედიოდა [[თორი|თორის მხარემხარეში]]ში. მონღოლთა ბატონობის პერიოდიდან დაკნინდა. [[XIV საუკუნე]]ში სამეფო მამული იყო. XV საუკუნიდან ციციშვილთა ფეოდალური საგვარეულო ფლობდა. [[XVI საუკუნე|XVI საუკუნის]] ბოლოს გუჯარეთი ოსმალებმა დაიკავეს. მათი მფლობელობის პერიოდში ამ მხარის მოსახლეობა თითქმის მთლიანად [[შიდა ქართლი|შიდა ქართლში]] გადასახლდა. ოსმალთა განდევნის შემდეგ, XIX საუკუნის 30-იანი წლებიდან იწყება ამ მხარის ხელახალი დასახლება. მატერიალური კულტურის ძეგლთაგან აღსანიშნავია უზნარიანის, თოთხამის, მომწვარასი და სარბიელას ციხეები, [[ტიმოთესუბნის მონასტერი|ტიმოთესუბნის]], დაბის, მაღალჯვარისა და სხვა მრავალი დიდი თუ მცირე ეკლესია-სამლოცველო და გამოქვაბულ-სახიზარი. გუჯარეთზე გადიოდა გზები, რომლებიც [[ჯავახეთი|ჯავახეთსა]] და [[თრიალეთი|თრიალეთს]] შიდა ქართლთან აკავშირებდა.
 
==ლიტერატურა==