ჯეჰან-შაჰი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
{{მუშავდება|1=[[სპეციალური:Contributions/Jaba1977|Jaba1977]]|2=2016 წლის 15 აგვისტო}}
{{ინფოდაფა მმართველი
|სახელი = ჯეჰან-შაჰი
Line 34 ⟶ 33:
}}
'''მუზაფარ ად-დინ ჯეჰან-შაჰ-ხანი''' ({{lang-az|Müzəffərəddin Cahanşah xan}}; დ. [[1397]], [[ხოი (ქალაქი)|ხოი]], [[ირანი]] — გ. [[1467]], [[მუში (ქალაქი)|მუში]], [[ყარა-ყოიუნლუ]]) — [[ყარა-ყოიუნლუ]]ს სულთანი [[1435]]-[[1467]] წლებში, პოეტი<ref name="ირანიკა">[http://www.iranica.com/articles/azerbaijan-x Iranica. Azeri Literature in Iran]</ref>. წერდა ლირიკულ პოემებს აზერბაიჯანულ ენაზე, ფსევდონიმით „ჰაგიგი“<ref name="ირანიკა" /><ref name=Minorsky>''V. Minorsky''. Jihān-Shāh Qara-Qoyunlu and His Poetry (Turkmenica, 9). Bulletin of the School of Oriental and African Studies, University of London. — Published by: Cambridge University Press on behalf of School of Oriental and African Studies, 1954. — V.16, p . 272, 283</ref>.
 
== მმართველობა ==
[[1447]] წელს, მას შემდეგ, რაც გარდაიცვალა [[თემურ-ლენგი]]ს შვილი [[შაჰრუჰი]], ჯეჰან-შაჰი დაპყრობილი მიწების ერთპიროვნული მმართველი გახდა. მან ისარგებლა [[თემურიდები]]ს სახელმწიფოში არეულობებით და [[1453]] წლისთვისდაიპყრო დასავლეთი [[ირანი]], დაამხო თემურიდი მმართველის მირზა-იბრაჰიმის მმართველობა. [[1458]] წელს კი დაიპყრო თემურიდი სულთნების დედაქალაქი [[ჰერათი]]. საზღვარი თავის სახელმწიფოსა და თემურიდებს შორის გაატარა [[დაშტე-კავირი]]ს უდაბნოზე. თუმცა თემურიდმა მმართველმა მირზა [[აბუ საიდი (თემურიდი)|აბუ საიდმა]], მას მოსთხოვა დაპყრობილი მიწების დაბრუნება. ამავდროულად ჯეჰან-შაჰმა მიიღო ცნობები აზერბაიჯანში მისი შვილის, ჰასან-ალის, აჯანყების შესახებ. ამ ამბებმა განაპირობა ზავის დადება აბუ-საიდთან, რომლის მიხედვითაც სპარსეთის ერაყზე და ფარსისტანზე უარი განაცხადა. ჯეჰან-შაჰი წავიდა აზერბაიჯანში და ცაახშო ჰასან-ალის აჯანყება.
 
[[ყარა-ყოიუნლუ]]ს სახელმწიფო ჯეჰან-შაჰის მმართველობის დროს მუდმივ მტრობაში იმყოფებოდა [[აყ-ყოიუნლუ]]ს სახელმწიფოსთან. დასავლეთის საზღვრებთან ხშირად მიმდინარეობდა სამხედრო დაპირისპირებები. XV საუკუნის 50-იან წლების ბოლოს ყარა-ყოიუნლუმ დაკარგა ტერიტორიის მნიშვნელობანი ნაწილი ქურთისტანში და [[სომხეთი|სომხეთში]]. აყ-ყოიუნლუს ძალების გაძლიერება [[უზუნ-ჰასანი]]ს მმართველობის პერიოდში, გახდა ამ ორი თურქმნული სახელმწიფოს დაპირისპირების ძირითადი მიზეზი. [[1467]] წელს მუშის ხეობაში მათ შორის გაიმართა გადამწყვეტი ბრძოლა, რომელიც დასრულდა ყარა-ყოიუნლუს ჯარების სრული მარცხით. უკან დახევის დროს ჯეჰან-შაჰი დაატყვევეს და თავი მოჰკვეთეს.
 
==ლიტერატურა==
* Рыжов К. В. Все монархи мира. Мусульманский Восток. VII—XV вв. — М. : Вече, 2004. — ISBN 5-94538-301-5.
 
==სქოლიო==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჯეჰან-შაჰი“-დან