იმერეთის აჯანყება (1819-1820): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 2:
'''იმერეთის აჯანყება 1819-1820''' — ანტიკოლონიური სახალხო აჯანყება ცარიზმის რეაქციული პოლიტიკის წინააღმდეგ. იმერეთის რუსეთთან შეერთების ([[1810]]) შემდეგ შეწყდა თურქთა თავდასხმები და შეიქმნა მშვიდობიანი განვითარების პირობები, მაგრამ სამაგიეროდ გაჩნდა ბიუროკრატიული აპარატი, გაიზარდა სახელმწიფო გადასახადები და შრომითი ბეგარა, გაუარესდა სამართალწარმოება, ფესვი გაიდგა [[კორუფცია|მექრთამეობამ]]. რუსეთის მთავრობამ მიზნად დაისახა გაეზარდა სახაზინო შემოსავალი, ამისათვის საჭიროდ მიიჩნიეს საეკლესიო რეფორმების გატარება, რითაც გლეხთა საეკლესიო გადასახადები კიდევ უფრო იზრდებოდა. რეფორმა ითვალისწინებდა იმერეთის ეპარქიების შემცირებასა და საეკლესიო აზნაურებისა და გლეხობის სახაზინო (სახელმწიფო) უწყებაში გადარიცხვას. ამ ღონისძიებას უკმაყოფილოდ შეხვდა მოსახლეობის ყველა ფენა.
 
[[1819]] ივლისში დაიწყო რეფორმების გატარება, რომელსაც სათავეში ჩაუდგა მიტროპოლიტი [[თეოფილაქტე]]. თავადაზნაურობამ მშვიდობიანი გზით სცადა რეფორმის შეჩერება, მაგრამ უშედეგოდ. შორაპნის ოკრუგის მოსახლეობა აჯანყდა და რეფორმის გაუქმება მოითხოვა. ასევე აჯანყდა რაჭის მოსახლეობა. რეფორმის გასატარებლად გაგზავნილი მოხელეები ხალხმა გურია-სამეგრელოში არ შეუშვა. მთავრობამ სასწრაფოდ გაგზავნა იმერეთში ჯარის ნაწილები. [[9 ივლისი|9 ივლისს]] [[თეოფილაქტე რუსანოვი (ეგზარქოსი)|თეოფილაქტე რუსანოვი]] იძულებულიგახდაიძულებული გახდა თბილისს გამგზავრებულიყო. ამან მღელვარება შეანელა, მაგრამ როდესაც რუსეთის ხელისუფლებამ აჯანყების საქმის ძიება დაიწყო, მოსახლეობამოსახლეობამ კვლავ იარაღს მოჰკიდა ხელი. იმერეთი აჯანყებამ მოიცვა. აჯანყებულთააჯანყება ხელშიგავრცელდა იყო მთელი რაჭარაჭაშიც. მოსახლეობა თავს ესხმოდა რუსთა რაზმებს, შეწყდა გადასახადების გადახდა. აჯანყებამ აამოძრავა ოსმალეთში მყოფი იმერელი ემიგრანტები. ფეოდალთა ნაწილმა განიზრახა ესარგებლა შექმნილი მდგომარეობით და იმერეთში ადგილობრივი სამეფო ხელისუფლება აღედგინა. მათ მოიწვიეს ირანში მყოფი [[ალექსანდრე ბატონიშვილი, ერეკლე II-ის ძე|ალექსანდრე ბატონიშვილი]] ([[ერეკლე II|ერეკლე II-ის]] ძე), მაგრამ მასთან მოლაპარაკება გაჭიანურდა (სხვადასხვა მიზეზბის გამო ალექსანდრემ იმერეთში ჩამოსვლა ვერ შეძლო), საბოლოოოდსაბოლოოდ არჩევანი [[სოლომონ I|სოლომონ I-ის]] შვილიშვილ - [[ივანე აბაშიძე|ივანე აბაშიძეზე]] - შეჩერდა. რუსეთის მთავრობამ მისი დაპატიმრება გადაწყვიტა, აბაშიძე [[გურია]]ში გადავიდა და თავის ნათესავს, გურიის მთავრის ბიძას, [[ქაიხოსრო ბატონიშვილი|ქაიხოსრო ბატონიშვილს]] შეაფარა თავი. ქაიხოსროს მხარეზე დადგნენ დავით გიორგის ძე გურიელი, დავით ზაალის ძე ერისთავი.
 
რუსეთის მთავრობამ [[1820]] წლის 4 მარტს დააპატიმრა [[ექვთიმე გენათელი]], [[დოსითეოს ქუთათელი]], [[დარეჯან ბატონიშვილი]] (სოლომონ I-ის ასული) და რამდენიმე გავლენიანი თავადი და აზნაური და მათი რუსეთში გაგზავნა გადაწყვიტა, ამას აჯანყების ახალი ტალღა მოჰყვა. აჯანყებას თანაუგრძნობდა გურია-სამეგრელოს მოსახლეობაც, მაგრამ რუსეთის სარდლობის მუქარამ დადიანი და გურიელი აიძულა მთავრობის მხარე დაეჭირათ. იმერეთის მმართველმა პოლკოვნიკმა პუზირევსკიმ ქაიხოსრო ბატონიშვილს [[ივანე აბაშიძე|ივანე აბაშიძის]] გაცემა მოსთხოვა. ქაიხოსრომ უარი განაცხადა. [[1820]] წლის აპრილს გურიაში რაზმით შესული პუზირევსკი შემოქმედის ციხესთან მოკლეს. რუსთა რაზმმა უკან დაიხია. ქაიხოსრომ თურქეთს შეაფარა თავი. იმავე დროს აჯანყდა სამეგრელოს მოსახლეობაც მთავრის ძმასძმის - გიორგი დადიანის - მეთაურობით. რუსეთის სარდლობამ სამეგრელოში ჯარი შეიყვანა და აჯანყებულები დაამარცხა. გიორგი დადიანიდადიანმა აფხაზეთს შეეფარაშეაფარა თავი. იმერეთში რუსთა დამატებითი ძალები შეიყვანეს გენერალ ველიამინოვის სარდლობით. იმერეთის დამორჩილების შემდეგ, 21 მაისს, რუსთა ჯარმა [[კვარის ციხე|კვარას ციხესთან]] დაამარცხა აჯანყებული რაჭველები და [[რაჭა]] მოარბია. ბრძოლაში დაიღუპა აჯანყების მონაწილე დავით ბაგრატის ძე ბატონიშვილი, სოლომონ I-ის ძმისშვილი; როსტომ სვიმონის ძე რუსეთში გადაასახლეს და რიგითად ჩარიცხეს სუმის ჰუსართა პოლკში. იმერეთის ბაგრატიონთა სხვა წარმომადგენლები — მამუკა, ვახტანგი და ტარიელი თურქეთში გადაიხვეწნენ.
 
დააპატიმრეს 70 კაცი, მათგან 10 ჩამოახრჩვეს (მათ შორის [[იოთამ ბოლქვაძე]]), ნაწილი კი რუსეთში გადაასახლეს. ველიამინოვი დიდი რაზმითრაზმითა და არტილერიით (13200 ქვეითი, 7 ზარბაზანი, 150 ცხენოსანი) გურიაში შევიდა. 24 ივლისს რუსთა ჯარმა აიღო და მიწასთან გაასწორა [[შემოქმედი]]ს ციხე, მოარბია ახლომახლო სოფლები, შემდეგ აიღო [[გრიგოლეთი]], [[ნიგოზდიდი]], [[გურიის სამთავრო]]ს სიმაგრეები. აჯანყების მეთაურები ემიგრაციაში წავიდნენ. ბევრი აჯანყებული რუსეთს გადაასახლეს, მათი ქონება ხაზინას გადაეცა. ი. აბაშიძე, ქ. გურიელი, ვ. ბაგრატიონი და დ. ერისთავი ემიგრაციაში გარდაიცვალნენ. მომდევნო წლებში მათი ნათესავები და მომხრეები რუსეთის მთავრობას შეურიგდნენ, სამშობლოში დაბრუნდნენ და ყმა-მამულიმამულები დაიბრუნეს.
 
==ლიტერატურა==