საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 79:
1917 წლის მარტიდან სექტემბრამდე საქართველოში დიდი მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ასარჩევად. შემუშავდა საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება, განისაზღვრა ეპარქიათა რაოდენობა. რუსეთიდან სამშობლოში დაბრუნებულ ეპისკოპოს კირიონს დიდი სიყვარულითა და პატივისცემით შეხვდნენ ისინი, ვინც ამ მოღვაწის პიროვნების ფასი იცოდნენ.
 
'''[[საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პირველი ადგილობრივი კრება|პიველი საეკლესიო კრება]]''' შედგა თბილისში, 1917 წელს 9-17 სექტემბერს. დაადგინეს მართვა გამგეობის დებულებანი და 1917 წლის 17 სექტემბერს დაინიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნები. კენჭს იყრიდა ორი კანდიდატი: მიტროპოლიტი ლეონიდე და ეპისკოპოსი კირიონი. კათოლიკოს-პატრიარქად აირჩიეს ეპისკოპოსი კირიონი (გიორგი საძაგლიშვილი) [[კირიონ II|კირიონ II-ის]] სახელწოდებით. განსაკუთრებული ზეიმით მოხდა კირიონ II-ის აღსაყდრება მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარში.{{sfn-2|საქართველოს ისტორია, XX საუკუნე|2003|გვ=244}}{{sfn-2|საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია, ტომი 4, XVII-XX საუკუნეები|2012|გვ=207}}
 
საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას თავისი კუთვნილი ადგილი უნდა დაეკავებინა, როგორც საქართველოს სულიერ ცხოვრებაში, ასევე მსოფლიო მართლმადიდებლურ სამყაროში. ამ ამოცანების შესასრულებლად დიდი შრომა, ინტელექტი და თავდადება იყო საჭირო. კათოლიკოს-პატრიარქი [[კირიონ II]] სწორედ ის საჭეთმპყრობელი იყო, რომელიც ქართულ ეკლესიას გადაალახვინებდა იმ სიძნელეებს, რომელიც შექმნილი იყო როგორც მატერიალური, ასევე სულიერი ცხოვრების სფეროში.
ხაზი 91:
საქართველოს ავტოკეფალური ეკლესიის, ისევე როგორც ქართველი ერის სამსახური იმ დროს დიდ თავგანწირვასა და მსხვერპლს მოითხოვდა. პირველი ასეთი მსხვერპლი ქართულმა ეკლესიამ 1918 წლის 27 ივნისს, როცა მარტყოფის მონასტერში დღემდე დაუდგენელ ვითარებაში მოკლეს კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ II.
 
'''[[საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეორე ადგილობრივი კრება|მეორე საეკლესიო კრება]]''' შედგა თბილისში, 1920 წელს 27 ივნისს. განიხილეს ეკლესიის სახელმწიფოსაგან გამოყოფის, სასულიერო სასწავლებლების განათლების სამინისტროსათვის გადაცემის, ეკლესიის ბიუჯეტის, მცხეთა-თბილისის ეპარქიის გაერთიანების საკითხები. კრებამ მიტროპოლიტი [[ლეონიდე (კათოლიკოს-პატრიარქი)|ლეონიდე]] სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად დაამტკიცა.
[[ფაილი:Leonid Oqropirize.jpg|მინიატიურა|მარცხნივ|კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე]]
საქართველოს ეკლესიას დიდ სირთულეებს უქმნიდა რუსეთის ეკლესია. 1917 წლის [[ოქტომბრის რევოლუცია|ოქტომბრის რევოლუციის]] შემდეგ რუსეთში აღდგა პატრიარქობა. ახალი პატრიარქი, ტიხონი, აგრძელებდა რუსეთის სინოდის პოლიტიკას ქართული ეკლესიის მიმართ. 1917 წლის 29 დეკემბერს მან წერილით მიმართა საქართველოს ეკლესიას. ამ წერილში იგი უარყოფითად აფასებდა საქართველოს ეკლესიის მიერ ავტოკეფალიის აღდგენას და საქართველოს ეკლესიის მესვეურთაგან მოითხოვდა რუსეთის საქართველოს კრებაზე მიწვევას და „ცთომილებათა მონანიებას”. 1919 წლის 5 აგვისტოთი დათარიღებულ საპასუხო ეპისტოლეში კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე ასაბუთებდა, თუ რამდენად მცდარი და მედიდური იყო რუსეთის პატრიარქის მოთხოვნები და პრეტენზიები.
ხაზი 99:
საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა, რაც განპირობებული იყო, ერთი მხრივ საბჭოთა ხელისუფლების ანტირელიგიური პოლიტიკით, ხოლო მეორე მხრივ რუსეთის ეკლესიის დამოკიდებულებით.
 
'''[[საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მესამე ადგილობრივი კრება|მესამე საეკლესიო კრება]]''' შედგა გელათში, 1921 წელს 1-5 სექტემბერს, რომელზეც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აირჩია [[ცხუმ–აფხაზეთის ეპარქია|ცხუმ–აფხაზეთის]] [[მიტროპოლიტი]] [[ამბროსი (კათოლიკოს-პატრიარქი)|ამბროსი (ხელაია)]].
[[ფაილი:Ambrosius I..jpg|მინიატიურა|მარჯვნივ|კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი (ხელაია)]]
ამბროსი ხელაიამ ჯერ კიდევ ყაზანის უნივერსიტეტში სწავლის დროს მიიქცია საზოგადოების ყურადღება, როცა ჯერ კიდევ ახალგაზრდამ დაწერა ნაშრომი „''ქრისტიანობის ბრძოლა ისლამთან საქართველოში''”. მის სახელთანაა დაკავშირებული „''[[მოქცევაჲ ქართლისაჲ]]''”-ის ჭელიშური რედაქციის პოვნა და შესწავლა.
ხაზი 119:
კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის ლოცვა-კურთხევით 1925 წლიდან თანამოსაყდრედ დანიშნული იყო ნინოწმინდელი მიტროპოლიტი კალისტრატე ცინცაძე, მაგრამ გარკვეული ძალების ზეწოლის გამო იგი იძულებული გახდა ოფიციალური განცხადებით უარი ეთქვა კათოლიკოს-პატრიარქის თანამოსაყდრე-ობაზე.
 
'''[[საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეოთხე ადგილობრივი კრება|მეოთხე საეკლესიო კრება]]''' შედგა თბილიში, 1927 წელს 21-27 ივნისს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აირჩიეს [[ცხუმ–აფხაზეთის ეპარქია|ცხუმ–აფხაზეთის]] მიტროპოლიტი [[ქრისტეფორე III (კათოლიკოს-პატრიარქი)|ქრისტეფორე III (ციცქიშვილი)]].
 
საბჭოთა ხელისუფლებამ კიდევ უფრო გააძლიერა ბრძოლა ქრისტიანული სარწმუნოების წინააღმდეგ. ამის დასტური იყო ისიც, რომ 1929 წელს შეიქმნა „[[მებრძოლ უღმერთოთა კავშირი|მებრძოლ უღმერთოთა კავშირის სრულიად საქართველოს ცენტრალური საბჭო]]”. მანამდე კი საქართველოს ყველა მაზრაში შეიქმნა „უღმერთოთა უჯრედები”. უღმერთოთა კავშირი სამაზრო უჯრედებს სთხოვდა ყოველთვიურად წარმოედგინათ ინფორმაცია, თუ რამდენი ეკლესია დახურეს თავიანთ მაზრებში.
ხაზი 127:
კათოლიკოს-პატრიარქმა [[ქრისტეფორე III (კათოლიკოს-პატრიარქი)|ქრისტეფორე III-მ]] 1927 წელს საკათოლიკოსო საბჭოზე დააყენა საკითხი ახალ სტილზე გადასვლის შესახებ. საქართველოს ეკლესია 1927 წლიდან გადავიდოდა ახალ სტილზე, მაგრამ ამ გადაწყვეტილებამ დიდი არევ-დარევა გამოიწვია ეკლესიაში. 1928 წელს მიიღეს გადაწყვეტილება კვლავ ძველი სტილის აღდგენის შესახებ. მიუხედავად კომუნისტური ხელისუფლების რეპრესიული ღონისძიებებისა, საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ქრისტეფორე III-ის დროს შეინარჩუნა რვა მოქმედი [[ეპარქია]]: ალავერდის, ბოდბის, ნინოწმინდის, ქუთაის-გელათის, ცხუმ-აფხაზეთის, წილკნის, ჭყონდიდისა და მცხეთა-თბილისის.
 
'''[[საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეხუთე ადგილობრივი კრება|მეხუთე საეკლესიო კრება]]''' შედგა თბილისში, 1929 წელს 8 ივლისს. განიხილეს სამღვდელოების იურიდიული ყოფის საკითხები.
 
კათოლიკოს-პატრიარქი ქრისტეფორე III 1932 წელს გარდაიცვალა.
[[ფაილი:Каллистрат Цинцадзе.jpg|მინიატიურა|მარჯვნივ|პატრიარქი კალისტრატე]]
'''[[საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეექვსე ადგილობრივი კრება|მეექვსე საეკლესიო კრება]]''' შედგა თბილისში, 1932 წელს 21-22 ივნისს. აირჩიეს კათალიკოს-პატრიარქად მიტროპოლიტი [[კალისტრატე (კათოლიკოს-პატრიარქი)|კალისტრატე (ცინცაძე)]]. იგი იყო განათლებული მღვდელმთავარი, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიისათვის თავდადებული მებრძოლი და 1905 წლის თბილისის ქართველი სამღვდელოების შეკრების მონაწილე.
 
'''[[საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეშვიდე ადგილობრივი კრება|მეშვიდე საეკლესიო კრება]]''' შედგა თბილისში, 1934 წელს 31 მაისს. საკათალიკოსო საბჭოს ნაცვლად შეიქმნა [[საქართველოს წმინდა სინოდი]], რომლის წევრები მხოლოდ სასულიერო პირები უნდა ყოფილიყვნენ.
 
'''[[საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მერვე ადგილობრივი კრება|მერვე საეკლესიო კრება]]''' შედგა თბილიში, 1937 წელს. მოახდინეს სინოდის რეორგანიზაცია; შემოღებულ იქმნა კათალიკოს-პატრიარქის სახით ერთპიროვნული მართვა-გამგეობა. სინოდს ეწოდა კათალიკოსის თანასინოდი. უწმინდესისა და უნეტარესის ასეთი გადაწყვეტილებები გამოწვეული იყო საქართველოს ეკლესიაში შექმნილი რთული ვითარებითა და იმ უთანხმოებებით, რომლებიც არსებობდა ზოგიერთ მღვდელმთავარსა და კათოლიკოსს შორის.
 
კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ თავისი უდიდესი ავტორიტეტის წყალობით შეინარჩუნა საქართველოს ეკლესია. ხელისუფლება ხელს უშლიდა პატრიარქის მრავალი ჩანაფიქრის განხორციელებას. ვერ მოხერხდა ალავერდის, ბათუმ-შემოქმედის, ბოდბისა და ჭყონდიდის ეპარქიებში მღვდელმთავრების შეკრება, რაც მეტად დამაფიქრებელი ფაქტი იყო. სამაგიეროდ პატრიარქ კალისტრატეს დიდი მცდელობის შედეგად, მოწამეთას ეკლესიიდან გადასვენებული [[დავით და კონსტანტინე|წმინდა დავითისა და კონსტანტინეს]] ნეშტები ქუთაისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმიდან კვლავ მოწამეთაში დააბრუნეს. კათოლიკოსმა გელათის მონასტრის ამოქმედებაც სცადა თუმცა უშედეგოდ. ამ პერიოდში ხელისუფლებამ მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით შექმნა სსრკ მინისტრთა საბჭოსთან არსებული რელიგიების საქმეთა კომიტეტი, რომელსაც თავისი რწმუნებულები ჰყავდა საბჭოთა კავშირის ყველა რესპუბლიკაში. რწმუნებულის აპარატი იქცა საქართველოს ეკლესიის ოფიციალურ მეთვალყურედ. მისი ნებართვის გარეშე საქართველოს ვერცერთ ეპარქიაში მღვდელმთავარი ვერ დაინიშნებოდა.
ხაზი 147:
1952 წელს კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე გარდაიცვალა. კოკისპირული წვიმის მიუხედავად პატრიარქის დაკრძალვას უამრავი ხალხი დაესწრო.
[[ფაილი:Melkhisedek III.JPG|მინიატიურა|მარცხნივ|სრულიად საქართველოს კათოლი-კოს-პატრიარქი მელქისედეკ III (ფხალაძე)]]
'''[[საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეცხრე ადგილობრივი კრება|მეცხრე საეკლესიო კრება]]''' შედგა თბილიში, 1952 წელს, 5 აპრილს. აირჩიეს კათალიკოს-პატრიარქად ურბნელი მიტროპოოლიტი [[მელქისედეკ III (კათოლიკოს-პატრიარქი)|მელქისედეკ III (ფხალაძე)]]. კათოლიკოს მელქისედეკის დროს, განსაკუთრებით [[იოსებ სტალინი|სტალინის]] გარდაცვალების შემდეგ, როცა პოლიტიკური ცხოვრების ერთგვარი ლიბერალიზაცია დაიწყო, შესაძლებელი გახდა ზოგიერთი გაუქმებული ეკლესიის აღდგენა. მოქმედი გახდა [[მოწამეთა]], [[ბოდბის მონასტერი|ბოდბე]], ფოთის ეკლესია. ახალი ეკლესია აიგო [[ხაშური|ხაშურში]]. მელქისედეკ III ზრუნავდა ქართული საეკლესიო გალობის აღორძინებაზე. კათოლიკოს მელქისედეკის დროს საქართველოს ეკლესიის [[სინოდი|სინოდში]] ხუთი მღვდელმთავარი იყო. ღვთისმსახურთა ასაკობრივი მაჩვენებელი ეკლესიისათვის საგანგაშო იყო - მღვდელმთავართა და მღვდლების უმეტესობის ასაკი 60 წელს აღემატებოდა. ეკლესიებში თითქმის აღარ იყო მრევლი. დიდ საეკლესიო დღესასწაულებზე ეკლესიებში ძირითადად ხანდაზმულები მიდიოდნენ. 1962 წლისათვის საქართველოში მოქმედი იყო მხოლოდ 45 ეკლესია, რომელსაც 100-მდე ღვთისმსახური ჰყავდა (1917 წელთან შედარებით დაახ. 25-ჯერ ნაკლები).
 
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კრიზისის ფონზე საქართველოში გააქტიურდნენ სხვადასხვა სექტები (მაგ. [[იეღოვას მოწმეები]]) და სხვა რელიგიური ჯგუფები, მათ შორის [[სომხური სამოციქულო ეკლესია|სომხურ-მონოფიზიტური ეკლესია]].
ხაზი 153:
[[1960|1960 წელს]] გარდაიცვალა მელქისედეკ III. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე მან ქუთათელ მიტროპოლიტ ნაუმ შავიანიძეს სთხოვა მისი სიკვდილის შემდეგ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრის ადგილი დაეკავებინა. მიტროპოლიტმა დაუფარავად მოახსენა, რომ ეს ადგილი მიტროპოლიტ ეფრემს ეკუთვნოდა. მართალია პატრიარქმა მელქისედეკმა ნაუმის უარის შემდეგ მოსაყდრედ [[დავით V (დევდარიანი)|დავით დევდარიანი]] დატოვა, მაგრამ ამ უკანასკნელმაც მოსაყდრეობაზე უარი განაცხადა მიტროპოლიტ ეფრემის სასარგებლოდ.
[[ფაილი:Efrem.JPG|მინიატიურა|მარჯვნივ|სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ეფრემ II (სიდამონიძე)]]
'''[[საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეათე ადგილობრივი კრება|მეათე საეკლესიო კრება]]''' შედგა თბილისში, 1960 წლის 20 თებერვალს. კრების საგანი იყო ახალი კათალიკოს-პატრიარქის არჩევა და განკვეთილ სამღვდელო პირთა საკითხის გადასინჯვა. კათალიკოს-პატრიარქად არჩეულ იქნა ჭყონდიდელ-ბათუმ-შემოქმედელი მიტროპოლიტი [[ეფრემ II (კათოლიკოს-პატრიარქი)|ეფრემ II (სიდამონიძე)]]. უწმინდეს ეფრემ II-ს დიდი ავტორიტეტი ჰქონდა. გავლილი ჰქონდა საინტერესო ცხოვრებისეული გზა. იგი იყო [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი]]ს სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის პირველი გამოშვების კურსმოსმენილი. მღვდელმთავრობის დროს საბჭოური რეპრესიები მასაც შეეხო - 1937-1944 წლებში იმყოფებოდა გადასახლებაში.
 
კათოლიკოს-პატრიარქმა ეფრემ II-მ 1963 წლის 26 აგვისტოს ქართული ეკლესიის მღვდელმთავართა თანამწირველობით არქიმანდრიტი ილია (შიოლაშვილ-ღუდუშაური) ეპისკოპოსის ხარისხში აიყვანა და ბათუმ-შემოქმედის ეპარქიაში განაწესა. პატრიარქის დიდი მცდელობის შედეგად 1963 წლის 14 ოქტომბერს [[მცხეთა|მცხეთაში]] გაიხსნა ორწლიანი სამოძღვრო კურსები, რომელიც [[გაბრიელი (ქიქოძე)|გაბრიელ ეპისკოპოსის]] სახელს ატარებდა. სამოძღვრო კურსების პირველ რექტორად დაინიშნა ეპისკოპოსი ილია შიოლაშვილი. სასულიერო სასწავლებლის გახსნა მნიშვნელოვანი მოვლენა იყო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიაში. რექტორის მოწადინებით სასწავლებელში მიიწვიეს საუკეთესო სპეციალისტები. სასწავლებელი მიზნად ისახავდა ახალგაზრდების მომზადებას საქართველოს ეკლესიაში ღვთისმსახურებისათვის. რამდენიმე წლის შემდეგ ორწლიანი სამოძღვრო კურსები გადაკეთდა სამწლიან სასულიერო სემინარიად, რომელიც [[ანდრია მოციქული|ანდრია პირველწოდებულის]] სახელს ატარებდა. სემინარიას, გარდა პრაქტიკული მოღვაწეობისათვის საჭირო ცოდნისა, მომავალი სასულიერო პირებისათვის უნდა მიეცა გარკვეული განათლება ღვთისმეტყველებაში. მცხეთის სასულიერო სემინარიამ ეს მისია კარგად შეასრულა. უწმინდესი ეფრემ II-ის ღვაწლითა და ლოცვა-კურთხევით 1963 წელს საქართველოს საპატრიარქომ გამოსცა „[[ახალი აღთქმა]]”, პერიოდულად იბეჭდებოდა საეკლესიო კალენდარიც. კათოლიკოს-პატრიარქმა ეფრემ II-მ საბჭოური სისტემის პირობებში, როცა ეკლესიას ყოველმხრივ ავიწროებდნენ, მაქსიმუმის გაკეთება შეძლო. იგი 1972 წელს გარდაიცვალა.
 
[[ფაილი:8 daviti devdariani.jpg|მინიატიურა|მარცხნივ|საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი [[დავით V (დევდარიანი)|დავით V დევდარიანი]]]]
'''[[საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთერთმეტე ადგილობრივი კრება|მეთერთმეტე საეკლესიო კრება]]''' შედგა თბილისში, 1972 წლის 2 ივლისს, რომელსაც ესწრებოდა 58 დელეგატი. კათალიკოს-პატრიარქად არჩეულ იქნა ურბნელი მიტროპოლიტი [[დავით V (დევდარიანი)|დავით V დევდარიანი]]. საქართველოს ეკლესიაში წლების განმავლობაში გროვდებოდა მრავალი პრობლემა. ამ პრობლემების გადაჭრა საბჭოური მმართველობის პირობებში თითქმის შეუძლებელი იყო. მძიმე ვითარება შეიქმნა არა მხოლოდ დედაქალაქში, სადაც [[მეტეხის ღვთისმშობლის შობის ტაძარი|მეტეხის ღვთისმშობლის ტაძარში]] ახალგაზრდული თეატრი იყო, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში ფოლკლორული საღამოები იმართებოდა, [[ანჩისხატი]] კი მოქანდაკის სახელოსნოდ იყო გადაქცეული, არამედ ეპარქიებშიც. ფორმალურად მოქმედი 15 ეპარქიიდან პრაქტიკულად მოქმედი იყო 4, რომელსაც თავისი მღვდელმთავრები ჰყავდა. ბოდბელი ეპისკოპოსი წინამძღვრად იყო თბილისის სამების ეკლესიაში, მანგლელი - [[დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესია|დიდუბის ეკლესიაში]], თეთრიწყაროელი - თბილისის ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიაში. მდგომარეობას ისიც ართულებდა, რომ მღვდელმთავართა უმრავლესობა ხანდაზმული იყო.
 
'''[[საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთორმეტე ადგილობრივი კრება|მეთორთმეტე საეკლესიო კრება]]''' შედგა თბილისში, 1977 წლის 23 დეკემბერს, რომელსაც 47 დელეგატი ესწრებოდა. კრებას ასევე ესწრებოდნენ უცხოეთის ეკლესიათა წარმომადგენლები, სრულიად რუსეთის პატრიარქი პიმენი, [[ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესია|ბულგარეთის ეკლესიიდან]] — არქიმანდრიტი ნაუმი, ალექსანდრიიდან — არქიმანდრიტი გრიგორიოსი.{{sfn-2|საქართველოს ისტორია, XX საუკუნე|2003|გვ=249}} კათალიკოს-პატრიარქად არჩეულ იქნა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია (შიოლაშვილი) [[ილია II]]-ის სახელით.
[[ფაილი:Patriarq ilia II.jpg|მინიატიურა|მარჯვნივ|სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი [[ილია II]]]]
1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა ახლადარჩეული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის აღსაყდრება. უწმინდესმა და უნეტარესმა სვეტიცხოველში წარმოთქმულ სიტყვაში განსაზღვრა საქართველოს ეკლესიის მომავალი, სამოქმედო გეგმა და დასძინა: {{ციტატა|მე შეგნებული მაქვს ის უმძიმესი და, ამავე დროს, საპატიო მოვალეობა, რომელიც დღეს, ღვთის ამ წმინდა ტაძრის თაღებქვეშ დამაკისრა მაღალმა ღმერთმა.{{sfn-2|საქართველოს ისტორია, XX საუკუნე|2003|გვ=249}}<ref name="სიტყვა">[http://www.patriarchate.ge/?action=text/agsakdreba საქართველოს საპატრიარქო — სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის მიერ წარმოთქმული სიტყვა სვეტიცხოველში, აღსაყდრების დღეს]</ref>}}